ფსიქოს სახლი (ინგლ. Psycho House; ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც ფსიქოს სახლი: ფსიქო III) — ამერიკელი მწერლის რობერტ ბლოხის 1990 წლის რომანი,[1] თავისივე 1959 წლის „ფსიქო“-სა და 1982 წლის „ფსიქო II“-ის გაგრძელება.[2]

„ფსიქოს სახლი“
Psycho House

პირველი გამოცემის ყდა
ავტორი რობერტ ბლოხი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი, მისტიკა, სასპენსი
გამომცემელი Tor Books
გამოცემის თარიღი 1990
მედია მაგარი ყდა
oclc 20391667
წინამორბედი ფსიქო II
ISBN 0-312-93217-0

რომანი დაკავშირებული არ არის 1986 წლის ფილმთან „ფსიქო III“ ან 1990 წლის „ფსიქო IV: დასაწყისთან“. მიუხედავად ამისა, ის შესაძლოა შთაგონებული იყოს ტელეფილმით „ბეიტსის მოტელი“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნორმან ბეიტსის გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ, ადგილობრივი მეწარმე ფეირველში მდებარე ბეიტსის მოტელს ტურისტულ ატრაქციონად გადააკეთებს. ემი ჰაინსი ბეიტსის შესახებ წიგნის დასაწერად მიემგზავრება, რა დროსაც იდუმალებით მოცული მკვლელობები იწყება. ჰაინსი საზოგადოების წინააღმდეგობის პირისპირაა, როცა მკვლელობების გამოსაძიებლად ჯგუფის შეკრებას ცდილობს.

„ფსიქოს სახლს“ ბლოხის პირველი წიგნის „ფსიქოს“ მსგავსი კრიტიკული აღიარება არ მოუპოვებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რობერტ ბლოხი - ფსიქოს სახლი (ფსიქო #3). goodreads.com. ციტირების თარიღი: 2014-09-08.
  2. ჯეი/მეტრო. რობერტ ბლოხი - ფსიქოს სახლი. midnitemedia.blogspot.ru (31 აგვისტო, 2011 წ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2016 წ..