Ocean View„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მეხუთე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 15 აპრილს გავიდა.

Ocean View
სეზონი 1, ეპიზოდი 5
ეთერში გას. თარიღი 15 აპრილი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი ჯეფ ვადლოუ
რეჟისორი დევიდ სტრეიტონი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Trust Me“
შემდეგი →
„The Truth“

მოკლე შინაარსი რედაქტირება

ნორმა მისთვის საჭირო დახმარებას მიიღებს, ხოლო ნორმანი მოუთმენლად ელის დედამისის სახლში დაბრუნებას. ემა და ნორმანი მინიშნებებს გაჰყვებიან და დიდ აღმოჩენას გააკეთებენ.

სიუჟეტი რედაქტირება

 

ნორმანი ბრედლისთან ერთად ღამის გატარების შემდეგ დილით სახლში ბრუნდება და იგებს, რომ ნორმა დააკავეს და მისი გირაო 100,000 დოლარია. ნორმანი ემას უყვება იმ გოგოს შესახებ, რომელიც შელბის სარდაფში იპოვა. მოგვიანებით ნორმანი და ნორმა ადვოკატს შეხვდებიან, ვისთანაც იგი აცხადებს, რომ არაფერი ჩაუდენია და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ეს თავდაცვა იყო. სახლში დაბრუნებისას ნორმა ნორმანს ადანაშაულებს იმისთვის, რომ გასულ ღამეს სახლში არ იყო და სჯერა, რომ ნორმანი მასზე აღარ ღელავს. ნორმა იმდენად განრისხდება, რომ ნორმანს მანქანიდან აგდებს.

 

ფეხით მიმავალ ნორმანს დილანი შეხვდება და მას სახლში მოტოციკლით წაიყვანს. მოგვიანებით დილანი ნორმანს ეუბნება, რომ ახალ სახლში გადადის და ისიც მასთან ერთად უნდა წავიდეს საცხოვრებლად. ამასობაში, ნორმა მოადგილე შელბის ხვდება, რომელიც ეუბნება, რომ ის უყვარს და პრობლემას მოაგვარებს. პოლიციის განყოფილებაში შელბი ნორმას საწინააღმდეგო მტკიცებულებას მოიპარავს. ეთანი, დილანის პარტნიორი ახალ სამსახურში, მას 5,000 დოლარს ასესხებს. უეცრად, ნარკომანი მათთან მიდის და ეთანს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის. დილანი ეთანს საავადმყოფოში წაიყვანს.

 

იმავე ღამეს ნორმას ადვოკატი ურეკავს და ეუბნება, რომ მტკიცებულება იდუმალ ვითარებაში გაქრა, რის შედეგადაც ბრალდებები მოეხსნა. მან იცის, რომ ეს შელბის ნამოქმედარია. ნორმანი ემას ეუბნება, რომ ის და ბრედლი ერთად არიან. ემა ცდილობს ნორმანი დაარწმუნოს, რომ ბრედლიმ ის მხოლოდ სექსისთვის გამოიყენა და ეს არაფერს ნიშნავს. ემა მას ეუბნება, რომ შელბის სარდაფში მყოფი გოგონას ადგილმდებარეობა დაადგინა. ისინი კით სამერსის მიტოვებულ ნავს გაჩხრეკენ და წიგნაკში ასახულ გოგონას საბოლოოდ მიაგნებენ. სახლში დაბრუნებისას დილანი დაინახავს კაცს, რომელმაც ეთანი დაჭრა და გადაწყვეტს, მას მანქანით თავზე გადაუაროს და მოკლას. მოტელში დაბრუნებული ნორმანი და ემა ცდილობენ ნორმა დაარწმუნონ, რომ ეს გოგო მოადგილე შელბის სარდაფში იყო გამოკეტილი. ნორმა მათ საბოლოოდ დაუჯერებს და შელბის მიმართ ზიზღის გრძნობა უჩნდება.

მსახიობები რედაქტირება

მთავარი რედაქტირება

მოწვევით რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  • ამ ეპიზოდს 2,66 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სარა ბიბელი. (16 აპრილი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Defiance', 'Bates Motel', 'Dallas', 'Teen Mom 2' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-13. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2013 წ..
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ocean_View&oldid=4079643“-დან