The Man in Number 9ბეიტსის მოტელის პირველი სეზონის მეშვიდე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 29 აპრილს გავიდა.

The Man in Number 9
სეზონი 1, ეპიზოდი 7
ეთერში გას. თარიღი 29 აპრილი, 2013 წ.
სცენარის ავტორ(ებ)ი კერი ერინი
რეჟისორი ს.ჯ. კლარკსონი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„The Truth“
შემდეგი →
„A Boy and His Dog“

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

როცა ბეიტსის მოტელი თავის პირველ სტუმარს იღებს, ნორმანი იგებს, რომ პოპულარ გოგონებსაც კი თავიანთი სირთულეები აქვთ.

 

რომერო მოტელში მიდის და დილანის დაკავების ნაცვლად მას, ნორმას და ნორმანს სახლში შეიყვანს და ყველაფრის მოყოლას სთხოვს. ნორმა მას უამბობს ყოველივეს, რაც გადმოსვლის დღიდან მოხდა, ამასობაში კი დილანს ჭრილობას შეუხვევენ. რომერო უცნობი მიზეზების გამო გადაწყვეტს, რომ ამბავი შეცვალოს და ოჯახს აფრთხილებს, რომ სიმართლე არავის უთხრან. მისი ვერსიის მიხედვით, შელბი თავად მოკლა მასთან შეიარაღებული დაპირისპირების დროს. ნორმა დამშვიდდება, მაგრამ დილანი აღშფოთებულია, რომ შელბის მოკვლაში მისი სახელი არ ფიგურირებს.

 

მომდევნო დილით ნორმანს გააზრებული სიზმარი აქვს, რომ ბრედლისთან წევს, რითაც ნათელი ხდება, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობის გაგრძელება უნდა. ბრედლი შიშობს, რომ ნორმა მათ ხმას გაიგებს, თუმცა ნორმანი გადაარწმუნებს და ეუბნება, რომ ენდოს. მათ აწყვეტინებთ ნორმა, რომელიც კარებს აღებს და ნორმანს ეკითხება, თუ რას აკეთებს. ამ დროს ირკვევა, რომ ეს სიზმარი იყო, თანაც საკმაოდ საინტერესო სიზმარი, რადგანაც როცა ნორმა ჩიტებით აღფრთოვანებას გამოხატავს და ფანჯრებს აღებს, ნორმანი ერექციას საბნის ქვეშ მალავს. ისინი ჩვეულ საუბარს აგრძელებენ.

 

დილანი ნორმას ეუბნება, რომ ხელის მორჩენის შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავა და უნდა, რომ ნორმანიც თან წაიყვანოს. ნაგვის გადაყრისას ის შეხვდება ჯეიკ აბერნატს, რომელიც კით სამერსის შესახებ ეკითხება. დილანი მას ეუბნება, რომ კითი მკვდარია, რის შემდეგაც ჯეიკი გზას აგრძელებს. მოგვიანებით იგი მოტელში ბრუნდება და მეცხრე ოთახში შესვლას ცდილობს, თუმცა გასაღების არქონის გამო ვერ ახერხებს. ნორმა მას შეამჩნევს და ეტყვის, რომ მოტელი ისევ განახლების პროცესშია, თუმცა გასაღებს მაინც აძლევს და მოტელის პირველ სტუმრად მიიღებს, თუკი რემონტი ხელს არ შეუშლის. ჯეიკი თანხმდება.

 

ემას ნორმანის ნახვა უნდა, თუმცა ნორმანი ნორმას ეუბნება, რომ ახლა მასთან ლაპარაკი არ უნდა და სთხოვს ემას გადასცეს, რომ თავს კარგად არ გრძნობს. ნორმა საბოლოოდ დათანხმდება და ემა იმედგაცრუებული დარჩება. ნორმა მის გასამხიარულებლად გადაწყვეტს, რომ მასთან ერთად მანქანით წავიდეს. ემა ნორმას ბრედლის უხსენებს, რის გამოც ის აფორიაქდება და მის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს. ემა ბრედლის შესახებ მოუყვება, თუმცა ნორმა ჩათვლის, რომ ემას გადამეტებული რეაქცია აქვს და ამბობს, რომ ბრედლი „უბრალო თინეიჯერი გოგონაა, სულ ასეთიც ვერ იქნება“. ემა ამბობს, რომ ბრედლის იმავე დღეს ქალაქში იოგას კლასი აქვს და ნორმა მის ნახვას გადაწყვეტს. ის განცვიფრდება როცა გაიგებს, რომ ბრედლი იგივე გოგოა, რომელიც გადმოსვლის მომდევნო დღეს მათთან მივიდა და ნორმანის წაყვანას აპირებდა. ნორმა ვიზუალურად წარმოიდგენს, რომ ბრედლის და ნორმანს სექსი აქვთ. ბოლოს ნორმა ემას მოტელში სამუშაოდ დაიქირავებს.

 

ნორმანი მაწანწალა ძაღლს იპოვის, რომელსაც მალევე დაუახლოვდება და „ჯუნოს“ დაარქმევს. ნორმა და ნორმანი ძაღლებზე დაიწყებენ საუბარს, რაც უფრო სერიოზულ თემაში გადაიზრდება. ამ კამათით გაბრაზებული ნორმანი ბრედლისთან მიდის და სიყვარულში გამოუტყდება, თუმცა ბრედლი ეუბნება, რომ ისინი ერთად ვერ იქნებიან და მის მიმართ იგივეს არ გრძნობს. ნორმანში სიბრაზე აშკარად იმატებს და ის უკან ბრუნდება. ბრედლი მას აედევნება და ჩაეხუტება. ნორმანი სახლში ბრუნდება და მის თვალწინ ჯუნოს მანქანა კლავს. ნორმანი სასოწარკვეთაში ჩავარდება და ნორმა მის დამშვიდებას ცდილობს. ნორმანი დედამისს ეუბნება, რომ ემასთან მიიყვანოს, რადგან მისი მამა, უილ დეკოდი ტაქსიდერმისტია. ნორმა დათანხმდება და მანქანის გამოსაყვანად გაიქცევა, ხოლო ნორმანს მკვდარი ჯუნო ხელში ჰყავს და ტირის.

მსახიობები

რედაქტირება

მოწვევით

რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  • ამ ეპიზოდს 2,99 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
  • დედამისთან კამათისას ნორმანი ამბობს, რომ ის თითქმის 18 წლისაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი შემოდგომაზე დაიბადა. ბოლო სეზონის ეპიზოდში „The Convergence of the Twain“ ვლინდება, რომ პირველ სეზონში გადმოცემული მოვლენების უმეტესობა 2012 წელს ხდებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სარა ბიბელი. (30 აპრილი, 2013) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Win Night, 'WWE Raw', 'Teen Mom 2', 'Bates Motel', 'Defiance', 'Warehouse 13'& More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2013.