A Boy and His Dog„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მერვე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 6 მაისს გავიდა.

A Boy and His Dog
სეზონი 1, ეპიზოდი 8
ეთერში გას. თარიღი 6 მაისი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი ბილ ბალასი
რეჟისორი ედ ბიანკი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„The Man in Number 9“
შემდეგი →
„Underwater“

მოკლე შინაარსი რედაქტირება

იდუმალებით მოცული უცხო მამაკაცი ნორმას პრობლემებს უქმნის; ბრედლის არ მოსწონს ის ფაქტი, რომ სკოლაში ჭორები გავრცელდა; დილანი და რემო მოგზაურობაზე წავლენ; ნორმანი შემაძრწუნებელი ჰობით დაკავდება.

სიუჟეტი რედაქტირება

 

ემას მამა, უილი ნორმანს ტაქსიდერმიას ასწავლის მას შემდეგ, რაც მან მკვდარი ჯუნო მიუყვანა. ნორმანის სკოლის დირექტორი ნორმას ურეკავს მისი ბოლოდროინდელი საქციელის გამო. ნორმა დათანხმდება, რომ ნორმანს ფსიქოლოგთან მიიყვანს. ფსიქოლოგი ნორმას ეუბნება, რომ საკუთარ შვილზე კონტროლის პრობლემები აქვს.

ბრედლი განაწყენებულია, რადგან ნორმანმა ემას უთხრა, რომ მას და ბრედლის სექსი ჰქონდათ; იგი ამას შეცდომას უწოდებს. ნორმანი ემას გაუბრაზდება, რადგან მან ამის შესახებ ბრედლის მეგობრებს უთხრა; ემა ხსნის, რომ ის ნორმანს იცავდა, როცა ბრედლის მეგობრები მას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ბრელდისთან შანსი არ ჰქონდა.

 

ჯეიკი ნორმას ეუბნება, რომ შელბისა და კით სამერსის შესახებ ყველაფერი იცის, რის შემდეგაც ნორმა მას მოტელიდან აგდებს. მოგვიანებით ის შეხვდება ტრიმერებს, რომლებიც დილანმა მოგზაურობიდან მოიყვანა და მათ მოტელში აბინავებს. კლიენტების მოყვანისთვის მადლობის გადასახდელად ნორმა გადაწყვეტს, რომ დილანი სავახშმოდ წაიყვანოს, თუმცა საკუთარ საწოლზე ზაკ შელბის გახრწნილ ცხედარს იპოვის.

მსახიობები რედაქტირება

მთავარი რედაქტირება

მოწვევით რედაქტირება

ასევე მონაწილეობენ რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

  • ამ ეპიზოდს 2,71 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]

მუსიკა რედაქტირება

მუსიკის სახელწოდება ავტორი
Blind And Dumb Man Blues Smokey Smothers
Who Do You Love? ჯორჯ ტოროგუდი და გამანადგურებლები
San-Ho-Zay ფრედი კინგი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ამანდა კონდოლოი. (7 მაისი, 2013) Monday Cable Ratings: NBA Basketball Dominates + 'Love & Hip Hop: Atlanta', 'Teen Mom II', 'TI & Tiny', 'Monday Night RAW' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-17. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2013.