Pearl Jam
Pearl Jam — ამერიკული როკ-ჯგუფი სიეტლიდან (ვაშინგტონი, აშშ). იგი ჩამოყალიბდა 1990 წელს. დასაბამიდან მისი წევრები იყვნენ: სტოუნ გოსარდი (გიტარა), ჯეფ ემენტი (ბასი), მაიკ მაკ-კრიდი (გიტარა) და ედი ვედერი (ვოკალი). წლების მანძილზე ჯგუფის შემადგენლობაში იცვლებოდა დრამერი. ამჟამად ჯგუფის მეხუთე წევრია და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს მეტ კემერონი (რომელიც ასევე ჯგუფთან Soundgarden თანამშრომლობს).
Pearl Jam | |
---|---|
Mookie Blaylock | |
![]() Pearl Jam ამსტერდამში, 2012 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | სიეტლი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, გრანჟი |
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Monkeywrench, Universal Music Group, J, Epic |
ასოციაციები | Green River, Soundgarden, Bad Radio, Mother Love Bone, Temple of the Dog, Brad, Hovercraft, Wellwater Conspiracy, Mad Season, Three Fish, The Rockfords, ნილ იანგი, Red Hot Chili Peppers |
წევრები |
ედი ვედერი მაიკ მაკ-კრიდი სტოუნ გოსარი ჯეფ ემენტი მეტ კემერონი |
ყოფილი წევრები |
დეივ კრუზენი მეტ ჩემბერლენი დეივ ებრუზისი ჯეკ აირონსი |
ჯილდოები | Grammy Award for Best Hard Rock Performance, American Music Award for Favorite Alternative Rock Artist, American Music Award for Favorite Alternative Rock Artist, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო წლის საუკეთესო ვიდეოსთვის, MTV Video Music Award for Best Direction, MTV Video Music Award for Best Rock Video, MTV Video Music Award for Best Group და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი |
საიტი | www.pearljam.com |
Pearl Jam ვიკისაწყობში |
ჯგუფის მუსიკა ძირითადად გრანჟის ელემენტებს შეიცავს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, მთელი ისტორიის მანძილზე Pearl Jam კრიტიკის საგნად ქცეულა — სხვადასხვა სკანდალის გამო, რომელთა შორის ერთ-ერთი ცნობილი იყო საკონცერტო ბილეთების გაყიდვის სერვის Ticketmaster-ის ბოიკოტირება.
დაარსებიდან დღემდე აშშ-ში გაყიდულია Pearl Jam-ის 30 მილიონზე მეტი ჩანაწერი.
დისკოგრაფიარედაქტირება
სტუდიური ალბომები
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური ავსტრალიური საიტი დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine.