ლონდონის ეკონომიკის სკოლა
ლონდონის ეკონომიკის სკოლა (ინგლ. the London School of Economics) (ოფიციალურად ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (ინგლ. The London School of Economics and Political Science), ასევე ხშირად მოიხსენიება მხოლოდ აკრონიმით LSE) - საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი ლონდონში. ლონდონის უნივერსიტეტის მდგენელი კოლეჯი. დაფუძნებულია 1895 წელს 4 ფაბიანელის: სიდნი უების, ბეატრის უების, გრემ უოლესისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს მიერ „საზოგადოების გაუმჯობესებისთვის“. LSE შემოუერთდა ლონდონის უნივერსიტეტს 1900 წელს და შექმნა სამეცნიერო ხარისხის მისანიჭებელი პირველი კურსი ლონდონის უნივერსიტეტის ეგიდით 1901 წელს. [11] LSE-მ საკუთარი სახელით სამეცნიერო ხარისხთა მინიჭება 2008 წლიდან დაიწყო,[12] მანამდე გაცემული ხარისხები კი ლონდონის უნივერსიტეტის სახელით გაიცემოდა.
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
The London School of Economics and Political Science | |||||||||||||
უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელი | |||||||||||||
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის გერბი ორად გაყოფილი ფარისგან შედგება, რომლის ზედა ნაწილში ყავისფერ ფონზე გამოსახულია ორი იისფერი წიგნი; ფარის ქვედა ნაწილში შავ ფონზე გამოსახულია სკოლის თილისმა - თახვი - შავ ფონზე. ფარს ქვემოთ დატანილია სკოლის დევიზი ლათ. rerum cognoscere causas, საგანთა მიზეზის გაგება. | |||||||||||||
დევიზი | საგანთა მიზეზის გაგება [1] | ||||||||||||
დევიზი ინგლისურ ენაზე | to understand the causes of things | ||||||||||||
დევიზი ლათინურ ენაზე | rerum cognoscere causas | ||||||||||||
დაფუძნდა | 1895 წელი | ||||||||||||
დამფუძნებელი (-ები) |
Sidney Webb, Graham Wallas[2] , Beatrice Webb[2] და ჯორჯ ბერნარდ შოუ[2] 4 ფაბიანელი: ბიატრის უები სიდნი უები გრემ უოლესი ჯორჯ ბერნარდ შოუ | ||||||||||||
ტიპი | საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი | ||||||||||||
ფონდები | £141.6 მილიონი (as of 31 July 2018)[3] | ||||||||||||
თავმჯდომარე | შირლი პირსი | ||||||||||||
კანცლერი |
სამეფო პრინცესა - ამჟამად პრინცესა ანა (როგორც ლონდონის უნივერსიტეტის კანცლერი) | ||||||||||||
სტუდენტი | 11,210 (2016/17)[4] | ||||||||||||
მისამართი | London School of Economics and Political Science, Houghton Street, London, WC2A 2AE | ||||||||||||
მდებარეობა | ლონდონი | ||||||||||||
ქალაქი | ლონდონი | ||||||||||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||||||||||
ტელეფონი | +44-20-7405-7686 და +44-2074057686 | ||||||||||||
კამპუსი | ურბანული | ||||||||||||
ფერები |
იისფერი, შავი და ოქროსფერი[5] | ||||||||||||
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, რასელის ჯგუფი[6] , ORCID[7] [8] , Digital Preservation Coalition[9] და Open Society University Network[10] | ||||||||||||
თილისმა | თახვი | ||||||||||||
აფილაცია | თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია | ||||||||||||
http://www.lse.ac.uk/ |
LSE მდებარეობს ვესტმინსტერში, ცენტრალურ ლონდონში, კოვენტ გარდენსა და ჰოლბორნის საზღვარზე, უბანში, რომელიც ისტორიულად მოიხსენიებოდა როგორც კლერ მარკეტი. LSE-ში სწავლობს 11,000-ზე მეტი სტუდენტი და მუშაობს 3,300 თანამშრომელი, რომელთა ნახევარი გაერთიანებული სამეფოდან არ არის. [13] უნივერსიტეტის შემოსავალი 2017 - 2018 წლებში შეადგენდა 354.3 მილიონ გირვანქას, აქედან £31.6 მილიონი შემოვიდა სამეცნიერო კვლევითი გრანტებიდან.[3] LSE-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში წარმოადგენლია 155 ეროვნება, ხოლო უცხოელი სტუდენტების პროცენტული მაჩვენებლით - 70% - მას უკავია მეორე ადგილი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის. [14] საკუთარი სახელის მიუხედავად, სკოლას გააჩნია 25 დეპარტამენტი და ინსტიტუტი, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ კვლევასა და სწავლებას სხვადასხვა დისციპლინებში. [13]
LSE არის რასელის ჯგუფის, თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი და ხშირად განიხილება უნივერსიტეტების ოქროს სამკუთხედს კუთხედ. სოციალური მეცნიერებების დისციპლინაში LSE-ის უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში QS რეიტინგის მიხედვით,[15] მეათე ადგილი THE Rankings-ში და მერვე მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში.[16][17][18] LSE მოხსენიებულია თხუთმეტ საუკეთესო ბრიტანულ უნივერსიტეტს შორის სამივე ბრიტანული სარეიტინგო შეფასების მიხედვით[19][20][21] და შედის მსოფლიო 50 საუკეთესო უნივერსიტეტში სამივე მთავარი გლობალური შეფასების სისტემის მიხედვით.[22][23][24] 2014 წლის Research Excellence Framework-ის მიხედვით, ლონდონის ეკონომიკის სკოლას გააჩნია მსოფლიოში ყველაზე მაღალი კვლევითი მაჩვენებელი ნებისმიერ სხვა ბრიტანულ უნივერსიტეტთან შედარებით.[25]
LSE-ის მრავალი კურსდამთავრებული წარმატებულია სამართლის, ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ბიზნესისი, ლიტერატურის, მედიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სფეროებში. სკოლის კურსადმთავრებულებსა და თანამშრომელბს შორის არის მთავრობისა და სახელმწიფოს 53 მეთაური, ბრიტანეთის პარლამენტის 20 წევრი და 18 ნობელის პრემიის ლაურეატი. 2017 წლის მონაცემებით ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიათა 26% (13 49-დან) მინიჭებული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულს, მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებულებსა და თანამშრომლებს ასევე მიღებული აქვთ 3 ნობელის პრემია მშვიდობის დარგში და 2 - ლიტერატურის. [26][27] ყველა სხვა ევროპულ უნივერსიტეტთან შედარებით, LSE დამთავრებული აქვს ყველაზე მეტ მილიარდერს. [28]
ნობელის პრემიის ლაურეატები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი, კაპანაძე, ნუნუ, კვაჭაძე, მარინა. ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი = Latin-georgian legal dictionary / ნუნუ კაპანაძე, მარინა კვაჭაძე; [რედ.: ლადო ჭანტურია, მანანა ტაბიძე] - თბ., 2008: სტ. “სეზანი” - 86გვ. ; 21სმ. - (სახალხო დამცველის ბიბ-კა). - ISBN 978-9941-0-0665-4: [ფ.ა.][MFN: 133710]
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://www.lse.ac.uk/about-lse/our-history
- ↑ 3.0 3.1 Financial Statements for the Year to 31 July 2018 (PDF). London School of Economics. ციტირების თარიღი: 12 December 2018.
- ↑ 2016/17 Students by HE provider, level, mode and domicile (CSV). Higher Education Statistics Agency. ციტირების თარიღი: 25 March 2018.
- ↑ Woolen Scarf with Crest Embroidery. LSE Students' Union. ციტირების თარიღი: 15 January 2017.
- ↑ http://russellgroup.ac.uk/about/our-universities/
- ↑ https://orcid.org/members/001G000001tY55xIAC-london-school-of-economics-political-science
- ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
- ↑ https://dpconline.org/about/members
- ↑ https://web.archive.org/web/20240204131149/https://opensocietyuniversitynetwork.org/about/members/
- ↑ Beginnings : LSE : The Founders (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 January 2016.
- ↑ Academic Dress. LSE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2016. ციტატა: „Since the granting of its own degree awarding powers in July 2008, students have worn LSE-specific gowns“ ციტირების თარიღი: 15 January 2016.
- ↑ 13.0 13.1 About LSE – Key facts. London School of Economics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 12 October 2018.
- ↑ „World-ranked universities with the most international students“. Times Higher Education. ციტირების თარიღი: 30 September 2015.
- ↑ LSE ranked top university in Europe for social sciences. Finchannel.com. ციტირების თარიღი: 27 October 2018.
- ↑ „World University Rankings 2018 by subject: social sciences“. Times Higher Education (THE) (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 August 2018.
- ↑ Academic Ranking of World Universities in Social Science - 2016. Academic Ranking of World Universities. ShanghaiRanking Consultancy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 11 August 2018.
- ↑ The Times and Sunday Times University Good University Guide 2017. Times Newspapers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 23 September 2016.
- ↑ „University league tables 2018“. The Guardian. 16 May 2017. ციტირების თარიღი: 16 May 2017.
- ↑ University League Table 2018. The Complete University Guide. ციტირების თარიღი: 26 April 2017.
- ↑ „QS World University Rankings 2016“. Top Universities. 25 August 2016. ციტირების თარიღი: 8 March 2017.
- ↑ „World University Rankings“. Times Higher Education (THE) (ინგლისური). 17 August 2016. ციტირების თარიღი: 8 March 2017.
- ↑ Academic Ranking of World Universities 2016. ShanghaiRanking Consultancy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 15 January 2017.
- ↑ London overtaking Oxbridge domination. BBC News.
- ↑ Nobel Prize Winners, London School of Economics. London School of Economics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 15 January 2017.
- ↑ All Prizes in Economic Sciences. Nobelprize.org. Nobel Media. ციტირების თარიღი: 15 January 2017.
- ↑ „Where do billionaires go to university?“. bbc.com/news. ციტირების თარიღი: 29 October 2014.
- ↑ Nobel Prize winners. London School of Economics (2009-03-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2009-07-26.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უნივერსიტეტის საიტი
- ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ბიბლიოთეკა (BLPES)
- უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანების საიტი
- ლონდონის ეკონ. სკოლისა და კოლუმბიის ალიანსი დაარქივებული 2006-01-09 საიტზე Wayback Machine.