ფილიპ ნოელ-ბეიკერი
ფილიპ ჯონ ნოელ-ბეიკერი, ბარონი ნოელ-ბეიკერი, ( ინგლ. Philip John Noel-Baker, დ.1 ნოემბერი, 1889 - გ. 8 ოქტომბერი, 1982) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, დიპლომატი, აკადემიკოსი, გამოჩენილი მოყვარული სპორტსმენი და ცნობილი განიარაღების კამპანიის წევრი. 1920 წელს ანტვერპენში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრიტანეთის სახელით ასპარეზობისას მოიგო ვერცხლის მედალი. ფილიპ ნოელ-ბეიკერს 1959 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.[11]
ფილიპ ნოელ-ბეიკერი | |
---|---|
ინგლ. Philip Noel-Baker | |
დაბადების თარიღი | 1 ნოემბერი, 1889[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Hendon[6] |
გარდაცვალების თარიღი | 8 ოქტომბერი, 1982[2] [3] [4] [5] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)[6] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
განათლება | ჰავერფორდის კოლეჯი[7] , სამეფო კოლეჯი[7] და Bootham School[7] |
მამა | Allen Baker[3] [8] |
დედა | Elizabeth Balmer Moscrip[3] [8] |
მეუღლე/ები | Megan Lloyd George[8] და Irene Noel-Baker[8] |
შვილ(ებ)ი | Francis Noel-Baker[3] [8] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[9] [10] |
ნოელ-ბეიკერი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ოლიმპიური მედალიც მოიპოვა და ნობელის პრემიაც მიიღო.[12] იგი იყო პარლამენტის ლეიბორისტული პარტიის წევრი 1929-1931 წლებში და 1936 წლიდან 1970 წლამდე, მსახურობდა მინისტრების რამდენიმე კაბინეტში.
ადრეული ცხოვრება და ათლეტური კარიერა
რედაქტირებაბეიკერი დაიბადა ლონდონში, ბრონდესბური პარკში,[13] კანადელი კვაკერის, ჯოზეფ ალენ ბეიკერის და შოტლანდიელი ელიზაბეტ ბალმერ მოსკრიპის შვიდი შვილიდან მეექვსე. მამამისი 1876 წელს გადავიდა ინგლისში, საწარმოო ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად და 1895 წლიდან 1906 წლამდე მუშაობდა ლონდონის საოლქო საბჭოს პროგრესული პარტიის წევრად, ხოლო აღმოსავლეთ ფინსბურის თემთა პალატის ლიბერალური პარტიის წევრად, 1905 წლიდან 1918 წლამდე.
ბეიკერმა განათლება მიიღო აკვორთის და ბუთჰემის სკოლებში, შემდეგ კი აშშ – ში, პენსილვანიის კვაკერებთან ასოცირებულ ჰეივერფორდის კოლეჯში. 1908-დან 1912 წლამდე სწავლობდა სამეფო კოლეჯში, კემბრიჯში. ის იყო კემბრიჯის საზოგადოებრივი კავშირის პრეზიდენტი 1912 წელს და 1910 წლიდან 1912 წლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ატლეტური კლუბის პრეზიდენტი.[13]
იგი იყო ოლიმპიური თამაშების კონკურსანტი, როგორც საშუალო დისტანციის მორბენალი, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე და შემდეგაც, იგი წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთს სტოკჰოლმში 1912 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 800 და 1500 მეტრიან დისტანციებზე . იგი გავიდა ფინალში 1500 მეტრიან დისტანციაზე შეჯიბრში, რომელიც მოიგო მისმა თანამემამულე არნოლდ ჯექსონმა. 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ანტვერპენში, ბეიკერი იყო ბრიტანული გუნდის კაპიტანი და ატარებდა გუნდის დროშას. მან მოიგო თავისი პირველი რბოლა 800 მეტრიან დისტანციაზე, მაგრამ შემდეგ კონცენტრირება მოახდინა 1500 მეტრზე, მოიგო ვერცხლის მედალი, რითაც ჩამორჩა თანაგუნდელ ალბერტ ჰილს .[14] ის კვლავ კაპიტანი იყო 1924 წელს პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.[13]
ბეიკერის ადრეული კარიერა წარიმართა აკადემიური მიმართულებით. 1914 წელს დაინიშნა ოქსფორდის რუსკინის კოლეჯის ვიცე-დირექტორად, ხოლო 1915 წელს აირჩიეს კინგსის კოლეჯში, კემბრიჯში.[13] პირველი მსოფლიო ომის დროს მან მან მოაწყო და ხელმძღვანელობდა მეგობრების სასწრაფო დახმარების განყოფილებას, რომელიც საფრანგეთში საბრძოლო ფრონტზე იყო მიმაგრებული (1914–1915) . 1916 წლიდან, იყო იტალიაში პირველი ბრიტანული სასწრაფო დახმარების განყოფილების ადიუტანტი, ბრიტანეთის წითელ ჯვართან (1915–1918) თანამონაწილეობით, რისთვისაც მან მიიღო სამხედრო მედლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან.[14]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ნოელ-ბეიკერი მჭიდრო კავშირში იყო ერთა ლიგის ფორმირებასთან, ასრულებდა ლორდ რობერტ სესილის ასისტენტის მოვალეობას, შემდეგ კი სერ ერიკ დრუმონდის, ლიგის პირველი გენერალური მდივნის ასისტენტის მოვალეობას. იგი გახდა პირველი სერ ერნესტ კასელ პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში (Sir Ernest Cassel Professor of International Relations), ლონდონის უნივერსიტეტში,1924 წლიდან 1929 წლამდე [15] და ლექტორი იელის უნივერსიტეტში 1933-დან 1934 წლამდე. მისი პოლიტიკური კარიერა, ლეიბორისტულ პარტიასთან, დაიწყო 1924 წელს. იგი 1929 წელს აირჩიეს კოვენტრის წარმომადგენლად და მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრ ართურ ჰენდერსონის საპარლამენტო კერძო მდივნად.[16]
ნოელ-ბეიკერმა დაკარგა ადგილი 1931 წელს, მაგრამ დარჩა ჰენდერსონის თანაშემწედ, როდესაც ჰენდერსონი იყო მსოფლიო განიარაღების კონფერენციის პრეზიდენტი, ჟენევაში ,1932-1933 წლებში. იგი 1935 წელს კვლავ იბრძოდა კოვენტრის წარმომადგენლობისთვის პარლამენტში, თუმცა წარუმატებლად, მაგრამ დერბის შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა 1936 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც დერბის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ჯეიმზ ჰენრი თომასმა თანამდებობა დატოვა.
ნოელ-ბეიკერი გახდა ლეიბორისტული პარტიის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 1937 წელს. 1938 წლის 21 ივნისს, ნოელ-ბეიკერი, როგორც დერბის დეპუტატი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა გერმანიის ქალაქების საჰაერო დაბომბვის წინააღმდეგ, რაც მისი მორალური საფუძვლებიდან გამომდინარეობდა.[17]
კოალიციურ მთავრობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ის იყო საპარლამენტო მდივანი ომის ტრანსპორტის სამინისტროში 1942 წლის თებერვლიდან და ასრულებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მას შემდეგ, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა ძალაუფლება 1945 წლის შემდეგ ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში. თუმცა, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მდივან ერნესტ ბევინთან. ნოელ-ბეიკერი 1947 წელს გახდა სახელმწიფო მდივანი თანამეგობრობის ურთიერთობებში და შეუერთდა სამთავრობო კაბინეტს.[18]
ნოელ-ბეიკერი იყო 1948 წლის ლონდონის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი მინისტრი. იგი საწვავის და ენერგეტიკის სამინისტროში გადავიდა 1950 წელს. 1940-იანი წლების შუა ხანებში ნოელ-ბეიკერი წარმოადგენდა ბრიტანეთის დელეგაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ის მუშაობდა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ 1946–47 წლებში, მაგრამ მან დაკარგა ადგილი ეროვნულ აღმასრულებელ კომიტეტში 1948 წელს, მისი ადგილი დაიკავა მაიკლ ფუტმა .[19] იგი იყო მემარცხენე ფრთის ბევანიტური პოლიტიკის მოწინააღმდეგე 1950-იან წლებში და ბირთვული განიარაღების მხარდამჭერი. ფილიპ ნოელ-ბეიკერმა მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია 1959 წელს. 1979 წელს ფენერ ბროკვეისთან ერთად, მან დააფუძნა, მსოფლიო განიარაღების კამპანია, რომლის თანათავმჯომარედაც მსახურობდა გარდაცვალებამდე [20] და იყო განიარაღების აქტიური მომხრე 1980-იან წლებში.
1970 წლის საყოველთაო არჩევნებზე ნოელ-ბეიკერი სამხრეთ დერბის დეპუტატად დარჩა. 1977 წლის 22 ივლისს, მისი წოდება ამაღლდა ბარონ ნოელ-ბეიკერად. იგი იყო სპორტული მეცნიერებისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი 1960 წლიდან 1976 წლამდე.[13]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1915 წლის ივნისში, ფილიპ ბეიკერმა იქორწინა ირენე ნოელზე, საველე საავადმყოფოს მედდა აღმოსავლეთ გრინსტედში, რის შემდეგაც 1921 წელს მიიღო გაერთიანებული სახელი ნოელ-ბეიკერი . მისი მეუღლე იყო ვირჯინია ვულფის მეგობარი. მათი ერთადერთი ვაჟი, ფრენსის ნოელ-ბეიკერი, ასევე გახდა ლეიბორისტი დეპუტატი და მამამისთან ერთად თემთა პალატაში მსახურობდა. მათი ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა და 1936 წლიდან ნოელ-ბეიკერის პარტნიორი იყო მეგან ლოიდ ჯორჯი, ლიბერალური პარტიის ყოფილი ლიდერის დეივიდ ლოიდ ჯორჯის ქალიშვილი, თავადაც ლიბერალი და მოგვიანებით ლეიბორისტი დეპუტატი. ურთიერთობა დასრულდა, როდესაც ირენე გარდაიცვალა 1956 წელს.
92 წლის ასაკში ვესტმინსტერში, ნოელ-ბეიკერის გარდაცვალების შემდეგ, იგი მეუღლესთან ერთად დაკრძალეს ჰეიშოთში, დასავლეთ სასექსში.[13]
ნაშრომები
რედაქტირებაპირადი ნაწერები
რედაქტირება- Noel-Baker, Philip (1926). Disarmament. London: The Hogarth Press. (Reprint 1970, New York: Kennicat Press)
- Noel-Baker, Philip (1926). The League of Nations at Work. London: Nisbet.
- Noel-Baker, Philip (1927). Disarmament and the Coolidge Conference. London: Leonard & Virginia Woolf.
- Noel-Baker, Philip (1929). The Present Juridical Status of the British Dominions in International Law. London: Longmans.
- Noel-Baker, Philip (1934). Disarmament. London: League of Nations Union.
- Noel-Baker, Philip (1934). Hawkers of Death: The Private Manufacture and Trade in Arms. London: Labour Party.
- Noel-Baker, Philip (1936). The Private Manufacture of Armaments. London: Victor Gollancz. (Reprint 1972, New York: Dover Publications)
- Noel-Baker, Philip (1944). Before we go back: a pictorial record of Norway's fight against Nazism. London: H.M.S.O..
- Noel-Baker, Philip (1946). U.N., the Atom, the Veto (speech at the Plenary Assembly of the United Nations 25 October 1946). London: The Labour Party.
- Noel-Baker, Philip (1958). The Arms Race: A Programme for World Disarmament. London: Stevens & Sons.
- Noel-Baker, Philip (1962). Nansen's Place in History. Oslo: Universitetsförlaget.
- Noel-Baker, Philip (1963). The Way to World Disarmament-Now!. London: Union of Democratic Control.
- Noel-Baker, Philip (1979). The first World Disarmament Conference, 1932–1933 and why it failed. Oxford: Pergamon.
ფილიპ ნოელ-ბეიკერი სხვა ავტორებთან
- Buzzard, Rear-Admiral Sir Anthony; Noel-Baker, Philip (1959). Disarmament and Defence. United Nations [Peacefinder Pamphlet. no. 28].
- Mountbatten, Louis; Noel-Baker, Philip (1980). Apocalypse now?. Spokesman Books.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებაძირითადი და მეორეული წყაროები
- Ferguson, John (1983). Philip Noel-Baker: the man and his message. London: United Nations Association. ASIN: B0000EF3NF.
- Lloyd, Lorna: Philip Noel-Baker and the Peace Through Law in Long, David; Wilson, Peter (eds) (1995). Thinkers of the Twenty Years' Crisis. Inter-War Idealism reassessed. Clarendon Press. ISBN 0-19-827855-1.
- Russell, Bertrand; Russell, B. (1960). „Philip Noel-Baker: A Tribute“. International Relations. 2: 1–2. doi:10.1177/004711786000200101.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hansard 1803–2005: contributions in Parliament by Philip Noel-Baker
- "Archival material relating to Philip Noel-Baker". UK National Archives.
- Philip Baker at the International Olympic Committee
- "Papers of Philip Noel-Baker (Churchill/NBKR)" დაარქივებული 2021-02-16 საიტზე Wayback Machine. . Churchill Archives Centre. Retrieved 2 June 2007. (timeline of Noel-Baker's life, and index to his papers held at Churchill Archives Centre, Churchill College, Cambridge)
- Newspaper clippings about Philip Noel-Baker in the 20th Century Press Archives of the ZBW დაარქივებული 2020-07-13 საიტზე Wayback Machine.
- ფილიპ ნოელ-ბეიკერი — Sports-reference.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Munzinger Personen
- ↑ 6.0 6.1 Olympedia — 2006.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Olympics.com athletes database — 2018.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Kindred Britain
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1959/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Philip Noel-Baker; The Nobel Peace Prize 1959. Nobelprize.org. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 21 October 2008.
- ↑ "Olympic Games trivia for pedants" დაარქივებული 2012-08-09 საიტზე Wayback Machine. , Canberra Times, 2 August 2012.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 David Howell, "Baker, Philip John Noel-, Baron Noel-Baker (1889–1982)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004; online edn, May 2012; accessed 7 December 2014.
- ↑ 14.0 14.1 Philip Baker. sports-reference.com
- ↑ Lord Philip Noel-Baker, Nobel Prize Winner. London School of Economics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2008. ციტირების თარიღი: 5 May 2009.
- ↑ The Geneva Protocol for the Pacific Settlement of International Disputes. P.S. King & Son Ltd.
- ↑ P.J. Noel-Baker comments on air warfare, ww2db.com; accessed 7 December 2014.
- ↑ „New Ministers at Palace“. Derby Daily Telegraph. 14 October 1947. ციტირების თარიღი: 2 November 2015.
- ↑ „NOEL-BAKER DROPPED“.
- ↑ Whittaker, David J. (1989). Fighter for peace: Philip Noel-Baker 1889–1982. York: Sessions. ISBN 1-85072-056-8.