ფრიდრიხ ჰაიეკი
ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (დ. 8 მაისი. 1899, ვენა — გ. 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგი) — ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-69,1977-92) უნივერსიტეტების პროფესორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი (1968-77). ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1899 წლის 8 მაისს ვენაში. მამამისი ბოტანიკის ლექტორი იყო ვენის უნივერსიტეტში. ორივე ბაბუა აკადემიური სწავლული ჰყავდა, დედის მხრიდან - სტატისტიკოსი, მამის მხრიდან - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევარი. იგი იყო ლუდვიგ ვიტგენშტეინის დეიდაშვილი, რომლის ნაშრომებმაც გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზეც.
1917 წელს ავსტრია-უნგრეთის მხრიდან იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. სწორედ ომის შემდეგ გადაწყვიტა აკადემიური საქმიანობით დაკავება, რათა თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური ორგანიზების პრობლემების გადაწყვეტასა და ისეთი შეცდომების აღმოფხვრაში, რომლებიც წინ უძღოდნენ მის მიერ ნანახ ომს.
1921-23 წლებში სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში მიიღო დოქტორის ხარისხი ვენის უნივერსიტეტში. აქ სწავლისას მასზე დიდი გავლენა მოახდინეს კარლ მენგერმა და ფრიდრიხ ფონ ვიზერმა; ამ უკანასკნელის რეკომენდაციით კი ჰაიეკი ლუდვიგ ფონ მიზესმა დაიქირავა სენ ჟერმენის შეთანხმების სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაოდ. იგი მიზესის კერძო სემინარებსაც ესწრებოდა თავის მეგობრებთან (მორგენშტერნი, ჰაბერლერი) ერთად, რომელიც კეინსის კემბრიჯული წრის ერთგვარი ანალოგი იყო. 1923-24 წლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტში აგროვებდა მონაცემებს ამერიკის ეკონომიკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის ოპერაციების შესახებ.
ამავე წლებში მან განავითარა მიზესის დაწყებული მსჯელობა მგეგმავის მიერ ეკონომიკური გამოთვლების შეუძლებლობის შესახებ. ჰაიეკი ამბობდა რომ მგეგმავი მონდომების შემთხვევაშიც კი ვერ გათვლის ყველასთვის სასიკეთოდ, რადგან ამისთვის მონაცემები კონკრეტულ მომენტში არ არსებობს და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თამაშის წესები აქვთ, ურთიერთქმედებებისას ქმნიან იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მათთვის სასარგებლო დაგეგმვა შეიძლება - შესაბამისად ასეთი ინფორმაცია ზედმეტად გაფანტულიცაა შეკრებისთვის.
1920-30 წლებში სწავლობდა ბიზნეს ციკლებს, კაპიტალის თეორიასა და მონეტარულ თეორიას, რომლებიც მისი აზრით ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. ამასთან ჰაიეკი მთავრობათა ინფლაციური პოლიტიკის კრიტიკისას გამოთქვამდა მოსაზრებას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირის შესახებ.
თავდაპირველად ჰაიეკი ვიზერისეულ დემოკრატიულ სოციალიზმს ემხრობოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მიზესის „სოციალიზმი“ წაიკითხა და გაითავისა თუ რას გულისხმობდა ეს იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრად იქცა. 1927-1931 წლებში, სანამ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში წავიდოდა ლიონელ რობინსის მიწვევით, თავის მიერ დაარსებულ ბიზნეს ციკლების კვლევის ავსტრიულ ინსტიტუტს მეთაურობდა. ინგლისში გადასვლიდან უმოკლეს პერიოდში მან ეკონომიკის გამოჩენილი სწავლულის სახელი მოიპოვა და მისმა ფასების ეკონომიკური აგენტების მაკოორდინირებელ წყაროდ, ხოლო ბაზრის როგორც იმ ინფორმაციის მწარმოებლად წარმოჩენამ, რომელსაც ეფუძნება ფასები, დიდი გავლენა მოახდინა ბევრ იმდროინდელ მოღვაწეზე.
1932 წელს ჰაიეკმა თქვა რომ კერძო ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის უკეთესი გზა იყო, ვიდრე ბრიტანეთის მთავრობის მიერ სამთავრობო ხარჯების გაზრდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი კეინსთან პაექრობა. მის მიერ 1931 წელს გამოშვებულ წიგნზე „ფასები და წარმოება“ კეინსმა თქვა: „ეს არის ექსტრაორდინალური მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ერთი დაშვებული შეცდომის მერე ულმობელი ლოგიკოსი მოხვდეს საგიჟეთში“.
1938 წელს ჰაიეკმა ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არ მოინდომა უკან დაბრუნება და ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.
1944 წლის მარტში გამოსცა წიგნი „გზა ბატონყმობისკენ“, როგორც ბრიტანელი ხალხის გაფრთხილება. იგი ხედავდა რომ ბრიტანელი სოციალისტების მოწოდებები, რომლებიც ომგამოცდილ ხალხში პოპულარობას იხვეჭდა, ძალიან ჰგავდა გერმანელი სოციალისტების მოწოდებებს 1920-იან წლებში, რის შემდეგაც ნაცისტები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. წიგნმა უამრავი ადამიანის აზროვნება შეცვალა; ამერიკაში გამოსვლის შემდეგ კი ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ლიბერალის სახელი დაუმკვიდრა მის ავტორს. ამ წიგნში ჰაიეკმა თქვა: „(სახელმწიფოს მიერ) ეკონომიკის კონტროლი არ არის უბრალოდ ადამიანთა ცხოვრების გარკვეული სექტორის კონტროლი, ეს არის ყველაფრის კონტროლი“.
ამ წიგნის შესახებ კეინსის კომენტარი ასეთი იყო: „ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე წიგნია, მორალური და ფილოსოფიური თვალსაზრისით მე ვეთანხმები მას, და არა მარტო გონებით“. ამასთანავე კეინსმა მოუწოდა ჰაიეკს დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი იმის შესახებ თუ სად უნდა გაივლოს ხაზი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის დაგეგმარებაში. ჰაიეკის პასუხი ამ გამოწვევაზე იყო 1960 წელს გამოქვეყნებული „თავისუფლების კონსტიტუცია“. „გზა ბატონყმობისკენ“ გამოქვეყნების შემდეგ ჰაიეკმა ეკონომიკურ კვლევებზე მეტად სოციალურ და ფილოსოფიურ კვლევებს მიჰყო ხელი.
1947 წელს შვეიცარიაში ჰაიეკმა, ფრიდმანმა, მიზესმა, სტიგლერმა და მათმა თანამოაზრეებმა დააარსეს მონ პელერინის საზოგადოება, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა და დღესაც უწევს თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიას.
1950-62 წლებში ჰაიეკი ჩიკაგოს უნივერიტეტში მოღვაწეობდა სოციალური და მორალური მეცნიერებების პროფესორად.
1962-68 წლებში მოღვაწეობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდს იგი იხსენებს როგორც ძალიან ნაყოფიერს.
1968-77 წლებში ზალცბურგის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, თუმცა იქაურობით ვერ აღფრთოვანდა და 1977 წლიდან სიკვდილამდე ფრაიბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა მოღვაწეობა.
1970-იან წლებში ის მხარს უჭერდა პინოჩეტის დიქტატორულ რეჟიმს ჩილეში, რადგან მიაჩნდა რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ლიბერალიზმისკენ წაყვანას მხოლოდ ასეთი მმართველობა თუ მოახერხებდა.
1974 წლის 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ მას და გუნარ მირდალს ერთად მიანიჭეს ნობელის პრემია „ნოვატორული შრომებისთვის მონეტარულ და ეკონომიკური რყევების თეორიაში, აგრეთვე ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური ფენომენების ურთიერთდამოკიდებულების გამჭრიახი ანალიზისთვის“. იგი ამ ფაქტით გაკვირვებული იყო და აცხადებდა რომ კეინსიანელს და მას ნობელის ჯილდო ერთდროულად იდეოლოგიური დაბალანსებისთვის მიანიჭეს. პრემიის მიღებამ მას ახალი სიცოცხლე შთაბერა და ნაშრომების გამოცემა განაახლა.
1970-იანი წლებიდან მან დაიწყო ფულის დენაციონალიზაციის შესახებ საუბარი იმ მოტივით, რომ ფულის გამომშვები თითოეული კომპანია უფრო მეტად გაუფრთხილდებოდა საკუთარი ვალუტის მსყიდველობით უნარს.
ბიოგრაფთათვის ასევე ცნობილია შემთხვევა, როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ყრილობისას ქეისიდან ამოიღო ჰაიეკის „თავისუფლების კონსტიტუცია“ მაგიდაზე დააბრახუნა იგი და თქვა: „ეს ის არის, რისიც ჩვენ გვჯერა“.
ჰაიეკის გავლენას აღიარებდა რონალდ რეიგანიც. ფრიდმანი ამბობდა რომ რკინის ფარდას ცალკეული პიროვნებების ნამუშევრებიდან ყველაზე მეტი ზიანი სწორედ ჰაიეკის ნაწერებმა მიაყენეს, რომელთა თარგმანებიც აქტიურად ვრცელდებოდა შავ ბაზრებზე ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც მომავალში საკუთარ თავზე გამოსცადეს ხავერდოვანი რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დაშლა.
1984 წელს ტეტჩერის რჩევით ელიზაბედ მეორემ ჰაიეკს ღირსების ორდენის კავალერობა უბოძა, ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) კი 1991 წელს მას ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ფრიდრიხ ჰაიეკი გარდაიცვალა 1992 წლის 23 მარტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 590.
- თენგიზ ვერულავა – ფრიდრიხ ჰაიეკის ”გზა ბატონყმობისაკენ”
- თენგიზ ვერულავა – “ფრიდრიხ ჰაიეკი”
- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფრიდრიხ ჰაიეკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118547364 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ https://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-349-06912-5_8
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ 9.0 9.1 Babelio — 2007.
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/economic-sciences/1974/hayek/facts/
- ↑ Lord and Lady of the media — ABC News, 2012.
- ↑ https://fee.org/articles/friedrich-a-hayek-1899-1992/
- ↑ https://link.springer.com/content/pdf/10.1007/s11138-013-0221-0.pdf
- ↑ Friedrich von Hayek Dies at 92; An Early Free-Market Economist // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1992. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 19.0 19.1 NNDB — 2002.
- ↑ The Rehabilitation of the Cold-War Liberal // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2006. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Paul Disowns Extremists’ Views but Doesn’t Disavow the Support // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2011. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ The Tale of the Dueling Economists // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2011. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/1856936/Winners-of-the-Nobel-Prize-for-Economics
- ↑ Sparring for Liberty // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1989. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ http://www.nndb.com/event/409/000085154/
- ↑ Ryan A. The Planners and the Planned // Crit. Rev. / J. Friedman — Routledge, Taylor & Francis, 2013. — Vol. 25, Iss. 3-4. — P. 445–460. — ISSN 0891-3811; 1933-8007 — doi:10.1080/08913811.2013.854084
- ↑ Roberts R., Crook F., Simon J. et al. Debating … Bad language in criminal justice? // Criminal Justice Matters — Taylor & Francis, 2010. — Vol. 82, Iss. 1. — P. 29–34. — ISSN 0962-7251; 1934-6220 — doi:10.1080/09627251.2010.525933
- ↑ The Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 1974 — Nobel Foundation.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam