Homo Naledi — გადაშენებული ჰომინიდების ერთ-ერთ სახეობა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ დინალედი ჩამბერში, „ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულში“ აღმოაჩინეს. მოცემულ გამოქვაბულში არ შეინიშნება არავითარი კვალი სხვა ცხოველების არსებობისა, და არც აქ არსებული განამარხებული სახეობები არ ატარებენ რაიმე ტიპის დაზიანებებს, რომლებიც მტაცებელთან გამოქვაბულის დასაკავებლად გამართული ბრძოლის დრო შეიძლებოდა მიეღოთ. სულ 1550-მდე ეგზემპლიარი აღმოჩნინეს[1]. ნამარხებზე დაკვირვებით დგინდება, რომ ისინი ჩამბერში სრულაიდ ჯანმრთელები ჩამოვიდნენ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს გახრწნა. მათი განამარხებული ჩონჩხი მეცნიერებმა ბიოლოგიური ნალექებით მდიდარი რბილი თიხის ფენიდან ამოიღეს, რომელიც ჩემბერში დროთა განმავლობაში გროვდებოდა. ამ სახეობისათვის დამახასიათებელია სხეულის მცირე ზომის მქონე ადამიანთა პოპულაციების მსგავსი სხეულის წონა და სიმაღლე, მაგრამ შიდა ქალის მცირე ტევადობით იგი ავსტრალოპითეკის მსგავსია. იგი უმეტესწილად ადრეული ჰომინიდებისათვის, ჰომო ერექტუსისთვის, ჰომო ჰაბილისისა და ჰომო რუდოლფენსისთვის, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მატარებელია, მაგრამ გამოირჩევა იმითაც, რომ მას გააჩნია ხელისა და მაჯის ისეთი მანიპულატორული ადამპტაციები, როგორიც დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის. გამოკვლევების შედეგად დადგინდა კიდევ ერთი თანხვედრა თანამედროვე ადამიანის აგებულებასთან, რაც მოიცავს ტერფისა და ქვედა კიდურების მსგავსებას. ეს ადამიანური ნიშნები კონტრასტს ქმნის პრიმიტიულ ან უფრო მეტად ავსტრალიოპიტეკურ ტორსთან, მხრებთან, მენჯთან და პროქსიმალურ ბარძაყთან. იქიდან გამომდინარე,რომ წარმოდგენილია სულ მცირე 15 ინდივიდი, ჩონჩხის მრავალი ელემენტის მსგავსებით, ჰომო ნალედი იქცა ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად აფრიკის ტერიტორიაზე. ჩემბერში პირველი აღმოჩენები 2013 წელს განხორციელდა, რომელიც იძლეოდა მრავალი ინდივიდის შემადგენელ ნაწილებს,რომლებიც ჯერ კიდევ გამოკვლევის პროცესშია.[2]

ჰომო ნალედი
ჰომო ნალედი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ჰომინიდები
გვარი:  ჰომო
სახეობა:  Homo naledi
ლათინური სახელი
Homo naledi
აღოჩენის არეალი, გაუტენგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

დინალედის ჩამბერი

რედაქტირება
დინალედის ჩამბერის აღწერილობა.

„ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულის სისტემა“ (აგრეთვე ცნობილი როგორც ვესტმინსტერის ან იმპერიის გამოქვაბული) მდებარეობს გაუტენგის პროცინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 2013 წლის 13 სექტემბერს გამოქვაბულების მოყვარული მკვლევარები სტივენ ტაკერი და რიკ ჰანტერი დოლომიტის ქანით ნაგებ გამოქვაბულთა სისტემაში შევიდნენ[1][3] , ეს გამოქვაბული „ამომავალი მზის“ სახელითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბული კარგად იყო შესწავლილი მკვლევრებს იმედი ჰქონდათ, რომ რაიმე უცნაურს მაინც იპოვიდნენ. შემთხვევით ტაკერმა გამოქვაბულის იატაკში ნაპრალი დაინახა, რომლის გასვლის შემდეგაც იგი დინალედის ჩამბერში მოხვდა. მიწაზე მოფენილმა ძვლება მათი ყურადღება მიიპყრო, ძველები ზედაპირზე ეყარა, ძვლები თანამედროვე ადამიანს არ ეკუთვნოდა. მათი ამოტანა მალევე დაიწყო, სულ 1550-მდე ეგზემპლიარი იქნა ამოღებული, იმაზე მეტი, ვიდრე უპოვიათ აფრიკის ყველა წერტილში ერთად: თავის ქალები, ყბები, ნეკნები, კბილები, თითქმის მთლიანი ფეხი, ხელი. პრაქტიკულად ყველა ძვალი დაუზიანებელი იყო. ზრდასრულები, ახალგაზრდები, ჩვილები, ხანდაზმულები, გამოქვაბულში თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა ჰომო ნალედის გვარის სრულად შესასწავლად[4].

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მღვიმე მუდმივ სიბნელეშია და მას მზე არცერთი მხრიდან არ ხვდება. ეს გარემოებები, მჭიდრო პარალელს ქმნის სიმას გამოქვაბულთან, სადაც არაერთი ნამარხი აღმოაჩინეს. თუმცა, დინალედის გამოქვაბულისგან განსხვავებით, სიმას გამოქვაბული არ შეიცავდა დიდი ზომის ძუძუმწოვრების ნამარხებს. ასევე, არ არსებობდა მტკიცებულებები ადამიანების ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სიმას გამოქვაბულში ბევრად უფრო საშინელ, მაგრამ საინტერესო ფაქტს წააწყდნენ. ატაპუერკას გუნდმა აღნიშნული გამოქვაბულიდან ამოიღო ხელების და ფეხების ძვლები, ხერხემლები. ეს ნაშთები ეკუთვნის სულ მცირე 28 ნეანდერტალელს. ამ ფაქტმა მეცნიერები ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა: 28 ნეანდერტანელი ვიღაცამ შეგნებულად ჩაყარა ორმოში, საიდანაც ვეღარ ამოვიდნენ და შესაბამისად მათი სხეულები დროთა განმავლობაში გაიხრწნა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ასეთი გამოქვაბულები დაიკავეს შემდგომ ჰომო ნალედებმა. თუმცა გვამების განზრახ ჩაგდებაში გამომჟღავნდა პრიმატების საკმაოდ რთული ქცევა, რასაც ბევრად დიდი ზომის ტვინი სჭირდებოდა, ვიდრე მაშინ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს გორილას ან ჰომო ჰაბილისის ნამოქმედარია.[5]

„ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულის“ ორიგინალი რუკა შეიქნა ჯგუფის მიერ, რომელიც შეისწავლიდა გამოქვაბულის შიდა აგებულებას, ჯგუფი, რომელმაც ჰომო ნალედის შესწავლა დაიწყო, ამ რუკით სარგებლობდა, თუმცა რუკაზე არ იყო დინალედი ჩამბერის შესახებ ინფორმაცია.

დინალედი ჩამბერი ბევრ საიდუმლოებას შეიცავს, მას შემდეგ რაც ეს აღმოაჩინეს, მიმდინარეობდა მისი სრული შესწავლა, გამოიყენეს ყველა თანამედროვე ტექნიკა, იმასთვის, რომ სრულიად შეესწავლად მისი მორფოლოგიური მახასიათებლები.

როდესაც დინალედი ჩამბერში პირველად შევიდნენ, ცხადი იყო რომ, იქამდე სხვა იყო ნამყოფი ამ ოთახში, რადგან ძვლები გადაადგილებული იყო, ასევე დატოვებული იყო რამდენიმე კვლევის სამაგრიც. მოკვლევამ ცხადყო, რომ ეს იყო ათწლეულის წინანდელი კვალი. დინალედის ოთახში შესვლა დღესდღეობით ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, თუ საიდან აღმოჩნდნენ ეს არსებები აქ. შეიძლება აქ შემოცოცდნენ და გაიჭედნენ, ან მოკვდნენ როცა გამოქვაბული წყლით აივსო. ბერგერი და მისი მეგობრები კი ფიქრობენ, რომ ამ ოთახს რაღაც სარიტუალო მნიშვნელობა ჰქონად, მათი აზრით აქ ისინი მკვდრებს ინახავდნენ.ამ მოსაზრებას ბევრი შეეწინააღმდეგა, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ სხვანაირად აქ ვერ აღმოჩნდებოდნენ ჩვილები და მოხუცები.

კრის სტრინგერი ლონდონის მუზეუმიდან, ამბობს რომ მართლაც დიდი ამოცანაა თუ საიდან აღმოჩნდნენ ეს ადამიანები აქ, თავიანთ უკანასკნელ განსასვენებელ ადგილას. ის ასევე ამბობს რომ, თუ მას მართლაც ფორთოხლის ზომის ტვინი ჰქონდა, მაგრამ შეეძლო სიბნელეში ღრმად გამოქვაბულში შესვლა და მიცვალებულთა ამ ოთახში ნაპრალიდან ჩაშვება, ეს ყოველივე მართლაც საინტერესოა, იმიტომ რომ მას წესით არ უნდა შეძლებოდა ასეთი კომპლექსური საქმის განხორცილება.შეიძლება სხვა ახსნა-განმარტებებიცაა, თუმცა ჯერჯერობით ყველაფრის დადგენა ვერ ხერხდება.

გათხრის პროცესი

რედაქტირება

სტატიაში მოთხრობილი ნარჩენების ამოთხრასა და გამოკვლევაზე ნებართვა გაიცა სამხრეთ აფრიკის ბუნებრივ რესურსთა მემკვიდრეობის სააგენტოს ხელოვნებისა და კულტურის დეპარტამენტის მეირ. მთელ ამ გამოკვლევებს კოორდინირებას უწევდა ვიტვატერსრენდის უნივერსიტეტის ევოლუციური განვითარების ინსტიტუტი და პალეო მეცნიერების სახელმწიფო ცენტრი. თავად უნივერსიტეტზე უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ნიმუში შენახულია სპეციალურ ნიადაგში და მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ისინი. გამომდინარე იქიდან რომ კვლევები ტარდებოდა რთულ გარემოპირობებში, რასაც ერთვოდა ისიც, რომ ფიზიკური ძალა ძალიან მცირე იყო, გათხრები ჩატარდა სპეციალური ჯგუფის დახმარებით. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ გათხრებს უკავშირდება არის ის, რომ სპეციალურად დინალედი ჩამბერში განხორციელებული კვლევების დასახმარებლად შემუშავდა უნიკალური სისტემა ჩაწერისა და აღდგენის. მთელი ეს პროცესები და სტრატეგია ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ მკვლევრებს მოეხერხებინათ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ქრომოტოგრაფული და სივრცული ინფორმაციის შეგროვება. ტექნიკური კუთხით საგულისხმოა, რომ კვლევების დროს იყენებდნენ სამ განზომილებიან უკონტაქტო სკანირების საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდებოდა პირდაპირ ეთერში თვალი მიედევნებინათ მიწისქვეშ მიმდინარე პროცესებისათვის. გარდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა, კვლევების დროს იყენებდნენ ტრადიციულ საშუალებებსაც, რომელთა დახმარებითაც ადვილდებოდა ამოღებული ნივთიერებების შესწავლა. კვლევის ორგანიზატორებმა, იმისათვის რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ შეგროვილი ინფორმაციის სრულყოფილებაში, მოიწვიეს ძალიან დიდი რაოდენობა ექსპერტებისა. ყოველი მომდევნო ადგილის ამოთხრისას, წინასწარ დგებოდა ის ფარგლები სადაც უნდა ემუშავათ არქეოლოგებს. ამასთანავე მათ თავიანთი არსენალიდან ამოიღეს მეტალის ხელსაწყოები, რათა არ მომხდარიყო ნამარხების უნებლიე დაზიანება, ხოლო რაც შეეხება ზედაპირის გაწმენდით სამუშაოებს, იგი ტარდებოდა ერთი ან ორი ხელის ჯაგრისით. ყველა მატრიქსი, რომლის ამოღებაც მოხერხდა, შემდგომში ორმაგად იქნა შეფუთული და აღდგენილი გამოკვლევებისათვის. გარდა მატრიქსისა, ძვლებიც და სხვა სახის ნარჩენებიც იგივე გზას გადიოდნენ სანამ ანალიზები ჩაუტარდებოდათ. მეცნიერები ათვიცნობიერებდნენ თუ რაოდენ დიდ აღმოჩენასთან ჰქოდნათ საქმე, ამიტომ დიდი სიფრთხილითა და გულისყურით ეპყრობოდნენ თითოეულ ნიმუშს. შეიძლება ითქვას, რომ დინალედი ჩმაბერში ჩატარებული ეს გამოკვლევები, არქეოლოგიის ისტორიაში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ინოვაციურ გათხრებს როგორც აღმოჩენილი ნამარხებით, ასევე იმ საშუალებებით, რომელთა ხელშეწყობითაც ტარდებოდა ექსპედიცია. გარდა ჩანაწერებისა, მთლიანი პროცესის დროს კეთდებოდა მაღალი რეზოლუციის ფოტოგადაღებაც, რომლის საშუალებითაც ინახავდნენ ინფორმაციას ზედაპირისა და ადგილმდებარეობის შესახებ. მეცნიერებმა, როგორც კი დასრულებული სახით მიიღეს ჩანაწერები, გამოყვეს განსხვავებული შრეები, რომელთა შორისაც კიდევ სულ მცირე სამ-სამი ძირითადი ნაწილია მითითებული[5].

„ადრეული“ ჰომოები

რედაქტირება

უახლესი ინფორმაციის გარეშეც ცხადია, რომ ჰომოს გვარის წარმოშობას საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჰომო ნალედის ჩონჩხის აგებულებაა. ნამარხების მრავალფეროვნება მიუთითებს, რომ ჰომოს გვარი აფრიკის სხვადასხვა მხარეში განსხვავებულად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მეცნიერის გონება კონცენტრირებულია აღმოსავლეთ აფრიკისკენ, როგორც ნამარხების კერიისკენ, სამხრეთ აფრიკა ყოველდღიურად აცვიფრებს და განსხვავებული დილემის წინაშე აყენებს მათ[5]

„ადრეული“ ჰომოების განამარხებული ნივთები წარმოადგენენ მეცნიერთათვის გამოწვევას, ამ ნივთებთან დაკავშირებული მთავარი სირთულე მდგომარეობს უკვე არსებულ აღმოჩენილ და გამოკვლეულ ნამარხებთან მათ მისადაგებაში. კრეაციონისტები დაობენ იმაზე, რომ „ადრეულ“ ჰომინიდებს არ გააჩნიათ ადამიანური ნიშნები. ბოლოდროინდელ პუბლიკაციებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰომო ნალედი თავისუფლად დაიკავებს ადგილს ადამიანთა წინაპრებს შორის. ასევე მცირე ზომის დმანისელი ჰომინიდიც და ბრგე D4500 სახეობაც მიეკუთვნებიან ადამიანთა კლასს. დროთა განმავლობაში, თანამედროვე მეცნიერების მეირ ჩატარებული კვლევები კიდევ უფრო აფართოებს იმ არეალს, რომელიც ადამიანის წინაპრების ვარიაციებს მოიცავს. რაც ყველაზე მთავარია ამ კვლევებში, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა სახეობების დივერსიფიცირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენი წინაპრები მუდმივ მაცხოვრებლებს წარმოადგენდნენ ბაბილონში[6].

მთელი ეს აღმოჩენები მეცნიერების ხელში გადაიქცა კიდევ ერთ მტკიცებულებად იმის შესახებ, რომ ევოლუციურად ადამიანი წარმოიქმნა მისგან განსხვავებული წინაპრებისაგან. კერძოდ, ეს განამარხებული ინდივიდები, რომლებიც ერთიანდებიან "ადრეული" ჰომოების კლასში, წარმოადგენენ საშუალებას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება იმ კავშირის დამტკიცება, რომელიც არსებობს თანამედროვე ადამიანისა და აუსტრალიოპიტეკის გვარს შორის. მთელი ეს განამარხებული ინდივიდები მკვლევართა ნაწილისათვის წარმოადგენს მტკიცებულებას იმ თეორიის სასარგებლოდ, რომელიც ემხრობა ე.წ „bushiness“ მოსაზრებას, რის მიხედვითაც ყველა ეს სახეობა და მათ შორის თანამედროვე ადამიანიც, წარმოადგენს ერთი მთლიანი ბუჩქის კონკრეტული ტოტების განშტოებას.

ჩამბერის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაკვალევი

რედაქტირება
 
ჩამბერის ტერიტორია პირველი დათვალიერებისას.

კიდევ ერთი მსგავსება ჰომო ნალედსა და თანამედროვე ადამიანს შორის, რომელიც ამყარებს მოსაზრებას მათ ევოლუციური კავშირის შესახებ, არის ჩამბერის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაკვალევი. აღმოჩენილ 107 სატერფული ელემენტიდან, ერთი-ერთი თითქმის ზრდასრული ადამიანის ტერფის მსგავსია. ჰომო ნალედის ტერფი მისი მორფოლოგიური შედგენილობით, განცალკევებული ცერა თითით, წაგრძელებული ტარზალური ფირფიტით, გამოკვეთილი კოჭითა და შეერთებებით ევოლუციურად პრივიტივიზმიდან თანამედროვე ადამიანისკენ არის უფრო მეტად გადახრილი. ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი ელემენტები მიუთითებს გამართულ ბიპედალიზმზე, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის სხვაობები, რომელიც ჰომო ნალედის ტერფს თანამედროვე ადამიანის ტერფისაგან განასხვავებს. კერძოდ, მრუდე პროქსიმალური ფალანგები და შემცირებული შუა ტერფის სიგრძივი თაღი. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩამბერში აღმოჩენილი ეს მახასიათებლები ნათელს ხდის გადაადგილების ნაირსახეობის მსგავსებას ჰომო ნალედისა და თანამედროვე ადამიანის შემთხვევაში. გარდა მამოძრავებელი სისტემის მსგავსებისა, ჰომო ნალედის ტერფის აგებულება იძლევა მეცნიერებისათვის საშუალებას, გამოიკვლიონ ის თუ რამდენად იყო იმდროინდელი ჰომოების ეს სახეობა ადაპტირებული ანატომიურ ფუნქციებთან, რომელიც სწორედ ამგვარი მამოძრავებელი სისტემით არის განპირობებული. ამ კუთხით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მეცნიერების მიერ მიღწეული შედეგები, საშუალებას იძლევა მოხდეს იმის შესწავლა, თუ როგორ იცვლებოდა ევოლუციურად ტერფის ფორმა და ფუნქციონირება, რაც შედგომში სახეობების კლასობრივი დაჯგუფებისათვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდება. ჰომო ნალედის სრული მორფოლოგია ჰომოების გვარის რიგებში უფრო ჯდება, ვიდრე ავსტრალოპითეკის ან სხვა ადრეული ჰომინინის გვარში. ჰომო ნალედისა და სხვა ჰომოების წევრებს შორის მსგავსი ნაკვთები იკავებს ჰომო ნალედის ჩონჩხის უმეტეს ნაწილს და წარმოადგენენ სხვადასხვა ფუნქციონალურ სისტემებს, რომელშიც შედის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ღეჭვისა და მანიპულირების სისტემა. საყრდენ-მამოძრავებელ შტრიხებში, რომლებიც ჰომოების მსგავსია, შედის გრძელი ქვედა კიდურები, განსაკუთრებით მკაფიო ლინეა ასპერა, ძლიერი დუნდულის კუნთების ჩართვები, წერწეტა ფიბულები და საერთოდ ადამიანის მსგავსი კოჭები და ტერფები. ქვედა კიდურების ეს ასპექტები ზრდის საყრდენ-მამოძრევებელი სისტემის ნაბიჯების შესრულებას. ჰომო ნალედის ხელს აქვს ჰომოსთან მსგავსება მაჯის, ცერისა და ხელისგულის სახით. ჰომო ნალედს აქვს ძლიერად ღეჭვის უკმარისობა რაც ავსტრალოპითეკისა და პარანთროპუსისათვის არის დამახასიათებელი - პატარა კბილები. ზედა კიდურებს, მხრებს და გულმკერდის არეს აქვთ უფრო პრიმიტიული მორფოლოგიური ნაკვთები, მაგრამ ვერ აცილებს ჰომო ნალედს ჰომოსთან წევრობას[7].

დათარიღება

რედაქტირება

ჯერჯერობით ჰომო ნალედის დათარიღება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა რომ მეცნერებმა სცადეს დათარიღების სამივე მეთოდი, რომელიც გამოიყენება პრაქტიკაში, ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელი არის, ადგილობრივი მეცნიერები მუშაობენ რომ ახალი დათარიღების ტექნოლოგია შექმნან, რომელიც, სავარაუდოა რომ 2017 წლისათვის იქნება მზად.დათარიღებისას რადიოკარბონატი არ გამოყენება, ვინაიდან შეიძლება დააზიანოს აღმოჩენილი ჰომო ნალედის სხეული ნაწილები. აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნაწილები განისაზღვრა ვულკანური ფერფლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰომო ნალედი აღმოჩენილის ადგილას არ აღმოჩენილა ისეთი სახის მატერია, რომელიც მოგვცემთა რაიმე ინფორმაცია მისი ზუსტი თარიღის გასაგებად. რადგან ჰომოს გვარი საშუალოდ 2.5 – 2.8 მილიონ წლის წინანდელია უნდა ივარაუდებოდეს, რომ აღმოჩენილი ნაწილებიც სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს ნაწილები უფრო ახალგაზრდაა.

თუ ჰომო ნალედი არის ორ მილიონზე მეტი წლის, როგორც ამას ვარაუდობენ, მას შესაძლოა საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდეს ჰომოს გვარის წარმოშობასთან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ჰომო ნალედი ასი ათასზე ნაკლები წლისაა, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ იგი გადარჩა ახლო წარსულში, როგორც ჰომო ფლორენსისი ინდონეზიაში (კიდევ ერთი სახეობა, რომელიც ხასიათდება მცირე ტვინითა და პატარა კბილებით). იმის გამო, რომ დღესდღეობით ცნობილია ჰომო ნალედის მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი, გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. თუ აღმოჩნდება, რომ აღნიშნული სახეობა იყო უფრო ფართოდ გავრცელებული, მისმა სხეულის ზომამ, შესაძლოა მეცნიერები დააყენოს ნამრხების ხელახლა შესწავლის ფაქტის წინაშე უკვე მთელი აფრიკის კონტინენტის მასშტაბით[5]

ჰომო ნალედის ანატომია

რედაქტირება

ჰომო ნალედს აქვს ანატომიური ნაკვთების მსგავსებები აუსტრალოპითეკთან, ასევე ჰომოსთან და რამდენიმე  ნაკვთი, რომელიც სხვა ჰომინინის სახეობაში არ გვხვდება. ეს ანატომიური მოზაიკა ჩონჩხის სხვადასხვა რეგიონში ჩანს. თავის ქალის, ქვედა ყბისა და კბილების მორფოლოგია უმეტესად ჰომოს გვარის აქვს, თუმცა ჰომო ნალედის ტვინის ზომა ავსტრალოპითეკის საზღვრებშია. ქვედა კიდურები ჰომოს მსგავსია, ტერფები და კოჭები თავიანთი კონფიგურაციით ადამიანის მსგავსი აქვთ, მაგრამ მენჯები შესამჩნევად გაფართოებულია, როგორც ავსტრალოპითეკ აფარენსისის შემთხვევაშია. მაჯები, თითის წვერები და თითების პროპორციები ჰომოსთვის დამახასიათებელია, თუმცა ხელის პროქსიმალური და შუალედური ფალანგები შესამჩნევად მოღუნულია, გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერი ავსტრალოპითეკის შემთხვევაში. ამ უკანასკნელთა მსგავსად არის ასევე მხრების კონფიგურაცია. მალები უმეტესად არის პლეისტოცენის დროინდელი ჰომოს გვარის წევრების მსგავსი, მაშინ როდესაც ნეკნები დისტალურად ფართოდ არის, როგორც ავსტრალოპიტეკ აფარენსისის შემთხვევაში.

ჰომო ნალედს სხეულის მასა აქვს თანამედროვე ტანდაბალი ადამიანის მსგავსი და არის ასევე ტანდაბალი ადამიანისა და ჩვენთვის ცნობილი უდიდესი ავსტრალოპითეკის სიმაღლის. სხეულის მასა გამოთვლილია რვა ბარძაყის ნიმუშით, და მერყეობს 39,7 კილოგრამსა და 55.8 კილოგრამს შორის. არცერთი ბარძაყის ნიმუში არ არის სრული, რათა ზუსტად გამოვთვალოთ ბარძაყის სიგრძე, თუმცა U.W. 101-484-ის დიდი წვივის ძვალი თითქმის მთლიანად არის შენარჩუნებული, რაც მისი სიგრძის გამოთვლის საშუალებას გვაძლევს და ის დაახლოებით 325 მმ-ია. აფრიკელი ადამიანის პოპულაციაზე დაფუძნებული ამ ინდივიდუალის სიმაღლის გამოთვლები მერყეობს 144.5 სანტიმეტრსა და 147.8 სანტიმეტრს შორის. ეს გამოთვლები დაახლოებით თანხვედრაშია დმანისის პოსტკრანიალური ელემენტების გამოთვლებთან და ოდნავ პატარაა ადრეული ჰომოების KNM-ER 1472 და KNM-ER 1481-ის ბარძაყების ნიმუშების გამოთვლებზე. ზოგიერთ დიდ აუსტრალოპითეკსაც ჰქონდა გრძელი დიდი წვივის ძვლები და სავარაუდოდ შედარებით დიდი სიმაღლე, როგორც მაგალითად ვორანსო-მილედან KSD-VP 1/1-ის ჩონჩხის აგებულებიდან ჩანს.

ჰომო ნალედის ნამარხების ამოღებისას, ნამარხები გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის ძვლის მოტეხილობებითა და ფრაგმენტაციით. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ეს დიდწილად გამოწვეულია გამოფიტვასთან. მრავალი ფრაგმენტი ძვალზე მიუთითებს იმ საკითხზე, რომ დაზიანება სხვადასხვა დროს მოხდა. მნიშვნელოვანია ჩატარდეს ნახშირბადზე კვლევა, რაც ბევრ რამეს დაადგენს, თუმცა ამის გამო შესაძლებელია დაზიანდეს ნიმუშები, ამიტომ ეს მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, როდესაც სრული დეტალური შესწავლა დასრულდება ყველა ნიმუშის. ჰომო ნალედის ნამარხები მართლაც საოცარ ინფორმაციას შეიცავენ. ამასთანავე, ადრეული ჰომინინების ბევრი ძვალი პირველად აღმოაჩინეს. ჰომო ნალედისთვის დამახასიათებელია პრიმიტიული ქალა მცირე ტვინით, პრიმიტიული ზედა კიდურები და თანამედროვე აღნაგობის ქვედა კიდურები. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტენდენცია დმანისელი ჰომინიდებისათვისაცაა დამახასიათებელი, მაგრამ ამაზე მეცნიერებმს მომავალში აქვთ სამუშაო, კერძოდ შეადარონ ეს ორი ჰომინიდი ერთმანეთს და აწარმოონ დეტალური და კვლევა.

ჰომო ნალედის ნიმუშების თავის ქალის შიდა ნაწილის მოცულობა არის ჩვენთვის ნაცნობი ჰომოების უმეტესობაზე შედარებით პატარა. მეცნიერებმა გააერთიანეს ინფორმაცია უმეტესი სრული თავის ქალის კამარის ნიმუშებზე, რათა რათა გამოეთვალათ დიდი (სავარაუდოდ კაცის) და პატარა (სავარაუდოდ ქალის) თავის ქალის შიდა მოცულობა. შედეგები დაახლოებით 560 და 465 კუბური სანტიმეტრია, შესაბამისად, მთლიანად ფარავს ავსტრალოპითეკის თავის ქალის შიდა მოცულობას. ჰომოს გვარში მხოლოდ ჰომო ჰაბილისის უმცირესი ნიმუში, ჰომო ერექტუსის ერთი ნიმუში და ჰომო ფლორესისი ფარავს ამ შედეგებს. კამარის მცირე ზომის მიუხედავად, ჰომო ნალედის თავის ქალა სტრუქტურულად მსგავსია ადრეული ჰომოებისა.

თავის ქალა

რედაქტირება
 
ჰომო ნალედის თავის ქალა, რესტავრაციის შემდეგ.

თავის ქალაზე ერთი შეხედვით შესაძლებელია იმის მიხვედრა რომ იგი არ ეკუთვნის თანამედროვე ადამიანს, შტრიხებზე დაკვირვებით ცხადია, რომ ზედმეტად პრიმიტიული ქვედა ყბა და კბილები აქ თავის ქალას. ძალიან ადრეულ ჰომინიდებს, როგორიცაა აუსტრალოპითეკი , ანდაც ლუსი, აქვს ბევრად უფრო პატარა, ნუშის ფორმის თავის ქალა, ხოლო ჰომო ნალედის უფრო საინტერესო აღმოჩნდა მეცნიერთათვის, მას ნამდვილად პატარა თავის ქალა აქვს და სულ რაღაც ფორთოხლისხელა ტვინი უნდა ჰქონოდა, თუმცა ის ძალიან მომრგვალებულია, სწორედ ეს აღძრავს ინტერესს, ცვირიდან კბილების მიმართულებით კი მცირე დაქანებასაც შეიმჩნევა, ძალიან წააგავს, აუსტალოპითეკ სედიბას თავის ქალის ფორმას, თუმცა ჰომო ნალედი ამ მხრივ ბევრად გამოირჩება თავის ქალი ფორმით, ვიდრე სხვა რომელიმე აუსტრალოპითეკი. ეს სიმრგვალე და სიბრტყელე თავის ქალისა განაპირობებს პატარა კბილებისა და საღეჭი კუნთების არსებობას, ამიტომ ივარაუდება, რომ ჰომო ნალედები მეტად მიირთმევდნენ საკვებს ისე, როგორc თანამედროვე ადამიანი, ვიდრე გორილები ან ჩვენი რომელიმე სხვა წინაპრები. ყბის ცვლილებამ გავლენა მოახდინა სხვა ტიპის გარეგნულ მახასიათებლებზეც, ნელ-ნელა ყბა უკან შედის და ნაკლებ ადგილს იკავებს, ხოლო ცხვირი უფრო ფართოვდება და ბრტყელ ფორმას კარგავს, ჰომო ნალედი ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. მრავალი წლის განმავლობაში ჰომოებისათვის დამახასიათებლად მიიჩნეოდა დიდი თავის ქალა, მაგალითისთვის თუ ავიღებთ ჰომო ერექტუსის თავის ქალას იგი 900 სმ³ არის, პატარა თავის ქალის აღმოჩენამ მრავალი მეცნიერი გააკვირვა, ჰომო ნალედის თავის ქალა, სულ რაღაც 560 სმ³ არის, ჰომო ნალედი მრავალი ფიზიკური მახასიათებლით ჰგავს ჩვენს გვარს. ტვინის მცირე ზომა მრავალ მეცნიერს აფიქრებდა, მაგრამ ნეიროლოგები მიიჩნევენ, რომ ტვინის ფორმირების პერიოდში უპირატესობა ენიჭება არა ტვინის დიდ ზომას, არამედ ტვინის სტრუქტურას, თუ რამდენად რთულადაა იგი მოწყობილი ან რამდენად მარტივად, ეს ფაქტორი განაპირობებს ტვინის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობას. თავის ქალები ერთმანეთისგან გასხვავდებოდა ზომით, მაქსიმალური განსხვავება კი 15 % არის, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს განსხვავება სქესობრივი ნიშნით არის განპირობებული, მცირე განსხვავება სქესთა ფიქიკურ აგებულებათა შორისა ასევე საინტერესოა ჰომო ნალედის გახილვისას. მეცნიერები ვარაუდობენ რომ სქესთა შორის რაც უფრო მცირე განხვავებაა, ეს ევოლუციურ პროცესში მეტად ეხმარება ერთი გვარის წევრებს, თუ გარემოპირებობი უხეშად არ ჩაერევა მათი განვითარების პროცესში[8].

ხელის მორფოლოგია

რედაქტირება
 
განამარხებული ჰომო ნალედის მარჯვენა ხელი.

„ამომავალი ვარსკვლავის“ გამოქვაბულთა სისტემაში აღმოაჩინეს ზრდასრული ჰომინიდის თითქმის მთლიანი მარჯვენა ხელი. ჰომინიდების მასალაზე დაყრდნობით, აღნიშნული ძვლები ჰომო ნალედის მიაკუთნეს. გრძელი, ძლიერი ცერა თითი და მაჯა თანამედროვე ადამიანებს, სწორედ ჰომო ნალედისგან ერგო მემკვიდრეობით. თუმცა, ავსტრალოპითეკისგან განსხვავებით, თითის ფალანგები არის ბევრად უფრო გრძელი და მრუდე, რაც მიუთითებს ხელის ხშირ გამოყენებაზე. პალეონტოლოგები ბევრს მსჯელობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ ჰომინიდების ხელის ანატომიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მათ მსჯელობაში, მაგრამ სამწუხაროდ კარგად შემონახული ძვლები საკმაოდ იშვიათია. დღესდღეობით დაახლოებით 150 მხრის ძვლის ნიმუში იქნა აღმოჩენილი ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულთა სისტემაში, რომელიც ჰომო ნალედის ეკუთვნის, კერძოდ, ექვს მოზრდილ და ორ ამოუცნობ პრიმატს. აქედან ოცდაექვსი ძვალი არის მარჯვენა ხელის. ხელი საკმაოდ პატარაა და დაახლოებით იგივე ზომის, როგორიც მდედრ ავსტრალოპითეკს ჰქონდა, თუმცა არსებობს სხვა ძვლებიც, რომლებიც უფრო პატარა ან უფრო მოზრდილია. თანამედროვე და არქაულ ადამიანებს სხვა მაიმუნებისგან განასხვავებთ, მოკლე თითები და საკმაოდ ძლიერი ცერა თითი აქვთ. მრავალ ავსტრალოპითეკს, მაგალითად ავსტრალოპითეკ აფარენსის და ავსტრალოპითეკ აფრიკანუსს, იმდენად გრძელი ცერა თითი აქვთ, რომ თანამედროვე ადამიანის მეშვიდე, მერვე და მეცხრე თითს უტოლდება, მაგრამ განსხვავებით ჰომო ნალედისგან მათ იმდენი ძალა ცერა თითში არ გააჩნიათ. მისი სიძლიერე ფუნქციონალურად მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ზომის საგნების ჭერის დროს მეტი დატვირთვა სწორედ ცერა თითს აქვს. საერთო ჯამში, აღნიშული თითის კუნთები წარმოშობს ყველაზე მეტ მგავსებას თანამედროვე ადამიანსა და ჰომო ნალედის შორის[7].

ნების ძვლის მორფოლოგია

რედაქტირება

თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტანიელებს შორის ნების ძვლის მსგავსების მიუხედავად, ცერა თითის მორფოლოგიის სხვა ასპექტები განასხვავებს მათგან ჰომო ნალედის. ნების ძვლის მცირე სახსროვანი ზედაპირი მკვეთრად პატარა ზომისაა მისი მონათესავე არსებებისგან განსხვავებით. ეს განსხვავება შეინიშნება როგორც იდაყვის, ასევე კეფისკენ მიმართული ძვლის ზომებში. გარდა ამისა, ჰომო ნალედის აღნიშნულ ძველბში გააჩნდა ექვსი დამატებითი სახსარი. დისტალურ სასახსრე ზედაპირი არის ბევრად ბრტყელი და ასიმეტრიული. ეს ასიმეტრიულობა კიდევ უფრო მეტად შეინიშნება ხელის გულ–სხივური შვრელის ჭრილზე. ჰომო ნალედის დისტალური ფალანგი არის დიდი და ძლიერი. მისი საერთო ფორმა ყველაზე მეტად ჰგავს ჰომო ჰაბილისის ხელის ფორმას, მაგრამ ჰომო ნალედის კარგად ჰქონდა განვითარებული ე.წ საზღვარი ხელისგულის ფოსოსა და მყესს შორის. ასეთი მკაფიო საზღვრის ზოგიერთი მახასიათებელი გვხვდება ადრეულ ჰომინიდებშიც, მაგრამ სრული კომპლექტის თვისებები მხოლოდ ჰომო ნალედის ჰქონდა. ძლიერი ნების ძვლები, თანამედროვე ადამიანებსა და ნენადერტანიელებში, უკავშირდება მაჯის ძვლის ფორმის ცვლილებას და სასახსრე კონფიგურაციის გართულებას. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულმა ჰომინინებმა გაუზიარეს თანამედროვე ადამიანებს და ნეანდერტანელებს მრავალი თვისება, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ სრული მორფოლოგიური კომპლექსი. ამას მოწმობს ადრეული ჰომინინების ტაქსონების შესწავლა, რომლითაც მტკიცდება, რომ სრული კომპლექტი არცერთ ჰომინის არ გააჩნდა. თუმცა ჰომო ერექტუსის მაჯის ძვლები ართულებს ამ ევოლუციურ ინტერპრეტაციას. კენიაში აღმოჩენილი ძვლები არის ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლებელია ზემოთ ხსენებული პროცესი ჰომოების გვარის ევოლუციის პროცესში დაიწყო[7].

თითის ფალანგები

რედაქტირება

თანამედროვე ადამიანისა და ნენადერტანელის პროქსიმალური და შუალედური ფალანგები არის მოკლე, ნაკლებად მოღუნული და ნაკლებად ძლიერი. ასევე ის გამოირჩევა ცუდად განვითარებული ფლექსორული მყესის ფიქსაციით (მიმაგრებით). ჰომო ნალედის აქვს უჩვეულოდ მოღუნული პროქსიმალური და შუალედური ფალანგები. ჰომო ნალედის პროქსიმალური ფალანგების საშუალო გამრუდება არის (PPS, n=11). საშუალო სიმრუდის ეს მაჩვენებლები (IPS, n=14) ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იმ მაიმუნებისა, რომელიც აფრიკაში სახლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „წიაღისეული“ ჰომინინების ვარიაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანია, გამრუდების PPS და IPS მაჩვენებლები უჩვეულოა. ჩვენამდე მოღწეული ნამარხების შესწავლის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ჰომო ნალედისთან მიახლოებული იყო აფარენსისი, რომელსაც ჰქონდა ბევრად უფრო მრუდე PPS და შედარებით სწორი IPS. ექსპერიმენტული, ქცევითი და მორფოლოგიური მტკიცებულებების შესაწავლამ აჩვენა, რომ ფალანგების გამრუდება არის ადაპტური პასუხი გადააგილების მუდმივ სტრესზე, რათა ხშირად და სწრაფად შეეძლოთ ცოცვა, გაქცევა, შეჩერება და ხმელეთის უფორ ძლიერი პრიმატებისგან თავის დაღწევა ან თუნდაც მათთან გამკლავება. ბიომექანიკური შესწავლის დროს დადგინდა, რომ მრუდე ძვალი ამცირებს საერთო დაძაბულობას, განსაკუთრებით ეს ხდება თითის მოხრის პროცესში, რადგან მრუდე ძვალი უფრო მჭიდრო კავშირში შედის სახსართან. აქედან გამომდინარე, ფალანგების გამრუდების ძლიერი ხარისხი არის წმინდა ფუნქციური მითითება იმ ფაქტებზე, რომ მას ხშირად უწევდა ცოცვა, გადაადგილება და მტრისგან თავის დაღწევა. მის თითებს მაღალი დატვირთვისთვის უნდა გაეძლოთ. მოზრდილი ჰომო ნალედის ფალანგები იყო უფრო მეტად მრუდე ვიდრე არასწრულწოვნების. ეს ონტოგენეზური მტკიცებულება მიუთითებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ მოზრდილი ჰომო ნალედების ცხოვრება იყო მკაცრი, ფრთხილი და საკმაოდ საშიში. არასრულწლოვნები მანამ, სანამ ამაზე ფიქრს დაიწყებდნენ გამრუდება იმდენად არ აღენიშნებოდათ[7]

გარდა ფალანგების სიმრუდისა, ჰომო ნალედის საკმაოდ გრძელი თითებიც ჰქონდა. აშკარაა, რომ თითების ზომები ადრეულ ჰომინინებში დროთა განმავლობაში მკვეთრად იცვლებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნალედის მესამე და მეოთხე თითი ყველა სხვა ჰომინიდის თითზე გრძელი იყო, გარდა რამიდუსსა და ადრეულ თანამედროვე ადამიანზე. (ამ უკანასკნელს უჩვეულოდ გრძელი, მაგრამ სწორი ფალანგები ჰქონდა). კარგად განვითარებულ თითებს შორის რკალი კი მაღალ დატვირთვაზე მიუთითებდა. გრძელი და მრუდე თითები დაკავშირებულია ჰომო ნალედის მუდმივ გადაადგილებასთან. თუმცა ფალანგების ფლექსოლური გარსის გამყოფი ზედაპირი არც თუ ისე კარგად ჰქონდა განვითარებული. ამით თანამედროვე ადამიანებს ძალიან წააგავს. საერთო ჯამში, გამრუდება ორივე PPS და IPS კომპონენტში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მოძრაობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰომო ნალედის რეპერტუარში. ევოლუციურ პროცესებზე დაკვირვებამ, ანთროპოლოგებს აჩვენა, რომ ჰომო ნალედის ხელები მალე გათავისუფლდნენ „ზედმეტი“ დატვირთვისგან და ის ერთგავრი მანიპულაციის საგანი გახდა. როდესაც მოხდა ერთგვარი მოძრაობის რეკონსტრუქცია, ანუ პრიმატები გადავიდნენ ბიპედალიზმზე (ორ ფეხზე სიარული დაიწყეს), ხელებს მიეცათ უფრო მეტი თავისუფლება, ამიტომ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ თავისუფალი ხელებით. ავსტრალოპითეკები და ჰომო ჰაბილისი ხასიათდებიან ადამიანის მსგავსი მორფოლოგიით. რაც უპირველესად გამომდინარეობს ქვედა კიდურიდან, რაც ნათლად მიუთითებს ჩვეულ ბიპედალიზმზე. მაგრამ ასევე დიდი მსგავსებაა მაიმუნებთანაც. ეს შეინიშნება ზედა კიდურზე, რომელმაც თავისთავად გამოიწვია სხვადასხვა ფუნქციური ინტერპრეტაციები. პრიმიტიული თვისებები, თითოეულ ჰომინინში არსებობს, რაც წინაპრისგან ერგოთ. მაგრამ დროთა განმავლობაში გახდა ნეიტრალური, როგორც სხვა ადაპტაციური ნიშან–თვისებები. სხვები, ცდილობდნენ პრიმიტიული თვისებების აღდგენას, რადგან თვლიდნენ, რომ მის შენარჩუნებას ფუნქციურად სასარგებლო ადაპტური მნშივნელობა ჰქონდა.

ჰომო ნალედის მკაცრად მრუდე ფალაგნები ასოცირდება თანამედროვე ადამიანთან სხვა მხრივაც. კერძოდ, პრიმიტის ზედა კიდური წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ქცევის ინტენსივობამ ჰომინინის მორფოლოგიური სტრუქტურა. ფალანგური მორფოლოგიისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ცერა თითისა და იდაყვის სრული კომპლექტი გვხვდებოდა მხოლოდ ნეანდერტანელებში და თანამედროვე ადამიანებში, ანუ ისეთ არსებებში რომლებმაც იცოდნენ იარაღის დამუშავება და გამოყენება. ყოველივე ეს შეიძლება მიუთითებდეს იმ ფაქტზე, რომ ჰომო ნალედის ხელის ასეთი სრული კომპლექტი შეექმნა სწორედ იარაღის გამოყენების დროს, ანუ იარაღის გამოყენებამ უბიძგა მათ ორგანიზმს მსგავსი სტრუქტურის ჩამოყალიბებისკენ. (თუმცა რაიმე სახის იარაღი ვერ იქნა აღმოჩენილი დინალედის გამოქვაბულში). მიუხედავად ამისა, გრძელი და მრუდე ფალანგები მიუთითებენ ჰომო ნალედის ძლიერი ცხოვრების წესზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მას ჰქონდა ძალის ზუსტად და სწორად მანიპულირების უნარი. ამ ორმაგი როლის საჭიროებას თანამედროვე ანთროპოლოგები ვერ ხედავენ, შესაბამისად ჰომო ნალედის საქციელს ზუსტ ახსნას ვერ უძებნიან. ჰომო ნალედის მორფოლოგიის შესწავლამ განამტკიცა მანამდე არსებული კიდევ ერთი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ჰომინინებმა შეინარჩუნეს უნარი იმისა, რომ პრიმიტიულად გამოეყენებინათ ზედა კიდური, მაშინაც კი როდესაც კონკრეტული ასპექტების დახვეწა მოხდა. ამ ყოველივემ კი შემდგომში ხელი შეუწყო პრიმატების უკეთეს მოძრაობას და იარაღის გამოყენებას[7].

ქუსლის და კოჭის ძვლები

რედაქტირება
 
ჰომო ნალედის ქუსლის და კოჭის ძვლები

ჩამბერში აღმოჩენილი ნამარხების ტერფის სხვა ნაწილებთან ერთად, მეცნიერებმა მიაკვლიეს ქუსლისა და კოჭის ნაწილებსაც. ჰომო ნალედის ძვლის სახსრიანი ბოლოს თავი მსგავსია აფარენსისისა და სხვა შემდგომ დროინდელი ჰომოების ჯგუფისა (მათ შორის ჰომო საპიენსის). ამ მხრივ ნალედი განსხვავდება აფრიკული მაიმუნებისაგან, რომელთა კიდურების ეს ნაწილი უფრო მეტად ღარებიანი და დახრილია. თანამედროვე ადამიანის მსგავსი სახეობების კოჭის ძვლის ბლოკის შეერთებებთან ერთად კომბინაციაში, ჰომო ნალედის მახასიათებლები ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელს კოჭის მოძრაობა ბევრად ნაკლები მიმართულებით შეეძლო, და გააჩნდა ადამიანის მსგავსი ტრაექტორია და სიარულის მანერა. ჰომო ნალედის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს,რომ არც პროქსიმალური ნავისებრი ზედაპირი არის გაფართოებული, პირიქით იგი მსგავსია თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი ფეხის უკან გადახრისა და მობრუნების იმ ზღვრის, რომელიც გააჩნიათ შეერთებებს ამ ნაწილში. გარდა ზემოთჩამოთვლილი მსგავსებებისა, ჰომო ნალედის კოჭის ძვალს გააჩნია მახასიათებლები, რომლებიც განსხვავებულია თანამედროვე ადამიანისაგან. გვერდითი და მედიალური კოჭის საზღვრები შედარებით დაზიანებულია, ხოლო სამი ჯანსაღი ზრდასრული ინდივიდის შემთხვევაში, კუთხე, რომელიც იქმნება კოჭის თავის ლანჩის ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში მერყეობს 10-დან 18 გრადუსამდე. ეს კი სცდება იმ საზღვრებს, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და უფრო მეტად ჰომო ნალედი ამ კუთხით დიდი ზომის მაიმუნებს ემსგავსება. ეს მცირე გადახვევა მიჩნეული იქნა იმის ნიშნად რომ მედიალურ სიგრძივი თაღი იყო მცირე ან საერთოდ არ არსებობდა. ფეხის ამ ნაწილის გამოკვლევის შედეგად, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჰომო ნალედი ორი ყველაზე სრულყოფილი ინდივიდი ცდება ისეთი მაიმუნების შესაძლო ვარიაციების საზღვარს, როგორებიც არიან გორილები და ხვდებიან ადამიანის მსგავსი არსებების შესაძლო ვარიაციული ჩარჩოს კიდეში. ჰომო ნალედი დიდი ზომის მაიმუნებისგან განსხვავდება ბრტყელი კოჭის ძვლის ბლოკით, ნაკლებად კაშკაშა კოჭის მოტეხილობის საზღვრებით და ქუსლის ძვლის უფრო ბრტყელი ზედაპირით. ჰომო ნალედის ყველაზე სრულყოფილი ქუსლის ძვალი კარგად არის შემონახული მთელი თავისი სიგრძით, მაგრამ მაინც გააჩნია ისეთი მცირე დაზიანებები, რომელსაც ინახავს ქუსლის მიმაგრება ნებისმიერი სახის კუნთის ამობურცულობაზე. დამჭერი სისტემის ორიენტაცია დაბალია თანამედროვე ადამიანთან შედარებით, ამის გამო ჰომო ნალედი ამ ნიშნის მიხედვით ხვდება გიგანტი მაიმუნების რიგში. ეს ნიშან-თვისება დიდი დავის საგანი გახდა მეცნიერულ საზოგადოებაში, ვინაიდან გადასაწყვეტი გახდა მიეკუთვნებინათ ის მცირე თუ საერთოდ არ არსებული მედიალური სიგრძივი თაღისათვის არა-ადამიანის მსგავსი პრიმატებისათვის. პერონეალური კოჭის ძვლის ბლოკი სუსტად არის განვითარებული, განსხვავებით ტროგლოდიტების (გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანები), აუსტრალიოპიტის სებიდას, აფარენსის და აფრიკანუსისაგან, მაგრამ მსგავსია თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის. შესაძლოა ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს პერონეალური მუსკულატურის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰომო ნალედის შემთხვევაში ლანჩის ჩამოყალიბების პროცესი არ არის შემონახული, რეტროტროქალური (ტროქალური ნერვის ერთ-ერთი ტიპი) დონე სავარაუდოდ უფრო მეტად მიუთითებს თანამედროვე ადამიანისათვის დამახასიათებელ ლანჩის პოზიციაზე, ვიდრე შიმპანზეებისაზე. ასევე, ქუსლის ძვლის ბორცვი საკმაოდ თხელი და წვრილია, ხოლო შედარებითი სიძლიერის გამო იგი სცდება ადამიანისათვის დამახასიათებელი ვარიაციების საზღვარს. დისტალურად, კუბის ფორმის მქონე მცირე სახსროვანი ზედაპირი არის შეღუნული, და აქვს პროქსიმალური სიღრმე. ამგვარი მორფოლოგიური მსგავსება თანამედროვე ადამიანთან საკამათოს ხდის იმ მიზეზებს, რომლის საშუალებითაც იქმნება ჩამკეტი სისტემა ქუსლის ძვლის კუბისებურ შეერთებებში.

 
ჰომო ნალედისა და სხვა ადრინდელი სახეობების თავის ქალის მახასიათებლების შედარება[9]
 
ჰომო ნალედის თავის ქალის ნარჩენები და ყბის ძვლები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Shreeve, Jamie. (10 September 2015) This Face Changes the Human Story. But How?. National Geographic News. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2015.
  2. Homo naledi, a new species of the genus Homo from the Dinaledi Chamber, South Africa
  3. Tucker, Steven. (13 November 2013) Rising Star Expedition. Speleological Exploration Club. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2015.
  4. New Species of Human Relative Discovered in South African Cave" National Geographic
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Stringer, Chris. (10 სექტემბერი, 2015) Human Evolution: The many mysteries of Homo naledi. elifesciences.org. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2015.
  6. An Evaluation of Homo naledi and “Early” Homo from a Young-Age Creationist Perspective. Creation Theology and Science (9 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Stringer, Chris. (06 ოქტომბერი, 2015) The foot of Homo naledi. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  8. Howley, Andrew. (17 სექტემბერი, 2015) What Can We Learn From Homo naledi’s Skull?. nationalgeographic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-22. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2016.
  9. Stringer, Chris (10 September 2015). „The many mysteries of Homo naledi“. eLife. 4: e10627. doi:10.7554/eLife.10627. ISSN 2050-084X. PMC 4559885. PMID 26354290. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Homo_naledi&oldid=4693999“-დან