Heterocaryum — ყვავილოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. მოიცავს 3 ან 4 სახეობას. გავრცელებული არიან ცენტრალურ აზიაში (შუა აზია, ირანი, ავღანეთი), პაკისტანში და რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთში;[1] Heterocaryum echinophorum ნაპოვნია აგრეთვე საქართველოში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.[2] ადრე ამ გვარში შედიოდნენ დღევანდელი Pseudoheterocaryum-ის გვარში შემავალი სახეობები, რომლებიც 2017 წელს გამოეყვნენ Heterocaryum-ს ცალკე გვარად.[3]

Heterocaryum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  Heterocaryum
ლათინური სახელი
Heterocaryum A.DC., 1846

40 სმ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი ბალახებია; შიშველი ან მცირე რაოდენობის ბუსუსებით ღეროსა და ფოთლის კიდეებზე. ფოთლები კვერცხისებრიდან წაგრძელებულ-კვერცხისებრამდე ფორმისაა; ყვავილსაჯდომი ვიწრო, გრძელი, თანდათან მსხვილდება ზრდის კონუსთან. ჯამი ძირში დაყოფილია. გვირგვინი იმავე სიგრძისაა, რაც ჯამი. ნაყოფი (კაკლუჭა) ძლიერ ჰეტერომორფულია, გვერდებზე დანამატების ორი რიგი გასდევს, დორსალური შუა ნაწილი შებუსულია.[3]

სახეობები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Heterocaryum A.DC. | Plants of the World Online | Kew Science en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021
  2. GBIF Secretariat. (2021) Heterocaryum echinophorum (Pall.) Brand en. GBIF Backbone Taxonomy. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021
  3. 3.0 3.1 Saadati, Nasim; Khoshsokhan Mozaffar, Maryam; Sherafati, Mahboubeh; Kazempour Osaloo, Shahrokh (2017). „Pseudoheterocaryum, a new genus segregated from Heterocaryum (Boraginaceae) on the basis of molecular data“. Australian Systematic Botany (ინგლისური). 30 (1): 105–111. doi:10.1071/SB16022. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 GBIF Secretariat. (2021) Heterocaryum A.DC. en. GBIF Backbone Taxonomy. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2021
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Heterocaryum&oldid=4673048“-დან