ყვავილსაჯდომი
ყვავილსაჯდომი (ლათ. receptaculum) — ყვავილების შემოკლებული და გამსხვილებული ღერო, რომელზედაც მიმაგრებულია ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და ბუტკო.[1] მის ქვევით მდებარე ყვავილის ყუნწით ყვავილი ემაგრება საყვავილე ღეროს. ზოგჯერ ეს ყუნწი არ აქვს და ყვავილი პირდაპირ ყვავილსაჯდომითაა დაკავშირებული ღეროსთან.[2] ყველაზე გრძელი ყვავილსაჯდომები პრიმიტიულ ყვავილებს აქვს, მაგალითად მაგნოლიის ზოგიერთ სახეობას.[3]
არსებობს სამი სახის ყვავილსაჯდომი:[2]
- ბრტყელი — ახასიათებს ყვავილოვანი მცენარეების უმრავლესობას;
- ამოზნექილი — ახასიათებს ბაიასა და მაგნოლიას;
- ჩაზნექილი — ახასიათებს ასკილს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ელერდაშვილი ა., ყვავილსაჯდომი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 2.0 2.1 გუგავა ე. და სხვ., ბოტანიკა, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2005. — გვ. 134.
- ↑ Цветоложе // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 28 — М., 1978.