გაზაფხულის მანჭკვალა

(გადამისამართდა გვერდიდან Gymnopus dryophilus)

გაზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Gymnopus dryophilus) — გიმნოპუსის გვარის სოკო ომფალოტისებრთა ოჯახისა.[1] წარსულში მიაკუთვნებდნენ კოლიბიას გვარს.

გაზაფხულის მანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ომფალოტისებრნი
გვარი:  გიმნოპუსი
სახეობა:  გაზაფხულის მანჭკვალა
ლათინური სახელი
Gymnopus dryophilus (Bull.) Murrill (1916)

საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ქუდი. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.[2] იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1821 წელს როგორც Agaricus dryophilus.[3] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა უილიამ ალფონსო მერილმა 1916 წელს.[4]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus dryophilus Bull. 1790
  • Collybia aquosa var. dryophila (Bull.) Krieglst. 2000
  • Collybia dryophila (Bull.) P. Kumm. 1871
  • Marasmius dryophilus (Bull.) P. Karst. 1889
  • Omphalia dryophila (Bull.) Gray 1821

ქუდის დიამეტრი — 1-7 სმ, ჰიგროფანური, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ფართოდ ამოზნექილი და ბრტყელი, წითელ-ყავისფერი, შემდგომში ნარინჯისფერ-ყავისფერი ან ყვითელ-წაბლისფერი, სიბერეში შეკეცილი კიდეებით.

რბილობი — თეთრი ან მოყვითალო ფერის, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი ან თითქმის თავისუფალი, თეთრი ფერის, ზოგჯერ მოვარდისფრო-მოყვითალო შეფერილობის.

ფეხის სიგრძე — 3-9 სმ, სისქე — 0,2-0,8 სმ, მეტ-ნაკლებად თავისუფალი ან გაფართოებული ზოგჯერ ბულბისებრი გასქელებული ძირისაკენ. მოქნილი.

სპორების ფხვნილი — კრემისფერი ან თეთრი. სპორები 5-7×3-3,5 მკმ, ელიფსისებრი ან წვეთისებრი, გლუვი.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

საჭმელი სოკოა. გამოიყენება მხოლოდ ქუდი,[5] ახალი და დამჟუჟებული. ასევე ხმარობენ სუპებისა და სოუზების მოსამზადებლად. შესაძლებელია გაყინვაც.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

იზრდება ჯგუფებად, შერეულ ტყეებში დამპალ ხეებზე, დამპალ ფოთლებსა და წიწვებზე.[6]

კოსმოპოლოტია. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას (ვენესუელა), ჩრდილოეთ აფრიკას (მაროკო), აზიასა და ავსტრალიას.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alan Bessette, Arleen Rainis Bessette, David William Fischer (1997). Mushrooms of Northeastern North America. Syracuse University Press, გვ. 95. ISBN 0815603886. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jadson J. S. Oliveira, Ruby Vargas-Isla, Tiara S. Cabral, Doriane P. Rodrigues, Noemia K. Ishikawa: Progress on the phylogeny of the Omphalotaceae: Gymnopus s. str., Marasmiellus s. str., Paragymnopus gen. nov. and Pusillomyces gen. nov. In: Mycological Progress. Band 18, Nr. 5, Mai 2019, ISSN 1617-416X, S. 713–739, doi:10.1007/s11557-019-01483-5. Gminder et al.: Die Großpilze Baden-Württembergs. S. 206
  2. MushroomExpert en. ციტირების თარიღი: 2016-01-16.
  3. Jean Baptiste Francois Bulliard: Herbier de la France. 10, 1790, Tafel 434.
  4. William Alphonso Murrill: „Gymnopus dryophilus”, în „North American Flora”, vol. 9, nr. 5, Editura al „The New York Botanical Garden”, New York 1916, p. 362
  5. Aurel Dermek, Grzyby, 1981, ISBN 8321723578
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 108, ISBN 99940-856-1-1.