თითისტარა კოლიბია
თითისტარა კოლიბია (ლათ. Gymnopus fusipes) — გიმნოპუსის გვარის სოკო ომფალოტისებრთა ოჯახისა.
თითისტარა კოლიბია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gymnopus fusipes (Bull.) Gray 1821 | |||||||||||||||
|
საჭმელი სოკოა. იჭმევა მხოლოდ ნორჩობაში, მხოლოდ ქუდი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.
სოკო პირველად 1793 წელს აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა როგორც Agaricus fusipes.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებასოკოს ქუდის დიამეტრი — 4-8 სმ, ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ შედარებით ბრტყელი, ხშირად არათანაბარი ფორმის. ახასიათებს ბორცვაკი. წითელ-ყავისფერია, მოგვიანებით უფრო ღია.
რბილობი — მოთეთრო, ხორციანი, ღია ფერის ბოჭკოებით, უხეში.
ფეხის სიგრძე 15 სანტიმეტრამდე აღწევს, სისქეში — 1-2 სმ, ქუდისფერია, ძირში მუქი ფერის, თითისტარისებრი, ძირისკენ დაწვრილებული და ფესვისებურად წაგრძელებული, დაგრეხილი, ხრტილოვანი, სიგრძივ ქერცლოვან-ხორკლებიანი.[2]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ჯერ შეზრდილია, შემდეგ თავისუფალი, მეჩხერი, განიერი, თეთრიდან კრემისფერამდე, ზედაპირი დაფარულია ჟანგისფერ-მოვარდისფრო ლაქებით.
სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 5×3,5 მკმ, ფართოოვალური.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებასაპროტროფია ან პარაზიტი, რომელიც იწვევს მუხის ხის ფესვის ლპობას.[3] იზრდება დიდ ჯგუფებად, ჯირკებზე, ხის ტანზე და ბებერი ფოთლოვანი ხეების ფესვებზე, ხშირად მუხასა და წიფელზე, იშვიათად წიწვოვან ტყეებში.
ფართოდაა გავრცელებული ევროპის ფოთლოვან ტყეებში.
სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებასაჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი, ახალი და დამჟუჟებული, მხოლოდ ქუდი. ზრდასრული ან გადაბერებული სოკოები ნაყოფსხეულში იგროვებენ დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიებს,[4][5] რომლებიც იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.[6]
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 111. — ISBN 5-17-020333-0.
- Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 87. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
- Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 50. — ISBN 5-271-05827-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „თითისტარა კოლიბია“ ვიკისაწყობში.
- თითისტარა კოლიბია MycoBank-ზე (ინგლისური)
- თითისტარა კოლიბია Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jean Baptiste François Pierre Bulliard (1793). Herbier de la France (French). Paris: Bulliard, Didot, Debure, Belin.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 109, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ (2008) Funga Nordica Agaricoid, boletoid and cyphelloid genera. Copenhagen: Nordsvamp, გვ. 297. ISBN 978-87-983961-3-0.
- ↑ Toxicitate prin bacterii
- ↑ Naturführer
- ↑ Giftpilzliste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-02. ციტირების თარიღი: 2021-02-14.