Exo (ჯგუფი)

EXO [ ჯგუფი ]
(გადამისამართდა გვერდიდან EXO (ჯგუფი))

Exo (კორ. 엑소, ექსო, სტილიზებული, როგორც EXO) — სამხრეთ კორეულ-ჩინური ბოიბენდი, შეიქმნა 2012 წელს სეულში მუსიკალური სტუდია S.M.Entertainment-ის მიერ. თავდაპირველად ჯგუფი შედგებოდა 12 წევრისაგან. ჯგუფის სახელწოდება აღებულია ტერმინიდან „ეგზოპლანეტა“.

Exo

ჯგუფი 2016 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სეული, სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
  • შიუმინი
  • სუჰო
  • ლეი
  • ბექჰიონი
  • ჩენი
  • ჩანიოლი
  • დიო
  • ქაი
  • სეჰუნი
ყოფილი წევრები
  • ლუჰანი
  • კრისი
  • ტაო
საიტი Exo
Exo ვიკისაწყობში

ჯგუფის დებიუტი შედგა 2012 წლის 8 აპრილს, სადებიუტო სინგლით „Mama“. დღესდღეობით გამოშვებულია მათი ოთხი სტუდიური და ერთი საკონცერტო ალბომი, ასევე 20 სინგლი.

დღეს ჯგუფი ყველაზე მეტჯერ დაჯილდოვებული არტისტია სამხრეთ კორეიდან. 2013 წელს ჯგუფი გამოვიდა ყაზანში (რუსეთი), საზაფხულო უნივერსიდის დახურვაზე. იმავე წლის შემოდგომაზე არხმა „MBC Every1“-მ გამოუშვა სპეციალური ტელესერიალი „Exo's Showtime", რომელიც ჯგუფის წევრების თანაცხოვრებას აღწერდა.

ჯგუფის პირველი ალბომი XOXO მილიონზე მეტი ოდენობით გაიყიდა, რაც თორმეტი წლის განმავლობაში კორეაში პირველი რეკორდი იყო[1]. მას შემდეგ ჯგუფმა კიდევ სამჯერ მოახერხა ალბომის მილიონი ასლის გაყიდვა.

ქვე-ჯგუფები

რედაქტირება

2016 წლის 5 ოქტომბერს S.M.Entertainment-მა დაანონსა Exo-ს პირველი ქვე-ჯგუფი, შემდგარი სამი წევრისაგან: ჩენი, ბექ-ჰიუნი და შიუმინი. მათ გამოუშვეს სიმღერა დრამა „ სკარლეტის გულისთვის“. 24 ოქტომბერს გამოაცხადეს ჯგუფის სახელი EXO-CBX (მონაწილეთა სახელების პირველ ასოთა მიხედვით). ქვე-ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო მინი-ალბომი „Hey Mama!“ და კლიპი იმავე სახელის სინგლისთვის 31 ოქტომბერს.

2012 წელი: განათლება და დებიუტი

რედაქტირება
 

2011 წლის დეკემბერს S.M.Entertainment-მა გამოაცხადა ახალი ჯგუფის შექმნის შესახებ, სახელწოდებით Exo. შემდეგ კი S.M.Entertainment-მა წარმოადგინა ЕХО-ს წევრები, თიზერ ვიდეოების გამოშვებით, ხოლო 2012 წლის 7 მარტს ცნობილი გახდა ჯგუფის სრული შემადგენლობა.

ჯგუფი ექსო იყოფა ორ ქვეჯგუფად: Exo-K (K-pop) და Exo-M (Mandarin-pop). პირველში შემსრულებლები მღერიან კორეულად, ხოლო მეორე გათვალილია ჩინეთში მოღვაწეობისთვის.

ჯგუფის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ტრეკს, სინგლს, ჯგუფის ვიდეოს ექნება ორი ვერსია, შესაბამისად ჩინურ და კორეულ ენებზე. 2012 წელს ექსომ გამოუშვა ორი კლიპი სიმღერაზე „MAMA“ და „History“.

25 მარტს S.M.Entertainment-მა თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ჯგუფის სადებიუტო შოუს თიზერ-ვიდეო „Exo-SHOWCASE“. შოუ ჩატარდა 31 მარტს კორეაში (ЕХО-К-სთვის) და 1 აპრილს ჩინეთში (ЕХО-М-სთვის). მთლიანობაში შოუს ესწრებოდა დაახლოებით 8 000 მაყურებელი.

„SHOWCASE“ — წარმოადგენს თავის მხრივ ჯგუფის პატარა კონცერტს, რომლის დროსაც, გარდა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოხატვისა, მონაწილეები ყვებიან საკუთარ თავზე და პასუხობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის კითხვებს. „SHOWCASE“ ცნობილი გახდა 2012 წლიდან.

ჯგუფის ოფიციალური სადებიუტო რიცხვია 8 აპრილი. ამ დღეს შედგა ჯგუფების ოფიციალური წარდგენა, როგორც იყო დაპირებული, ერთი და იმავე დღეს ორივე ქვეყანაში. Exo-K გამოდიოდა SBS არხის მუსიკალურ შოუზე „Inkigayo“, იმ დროს როდესაც ЕХО-М-მა ჩაატარა საკუთარი გამოსვლა ჩინეთში კინო-ფესტივალზე. ჯგუფის სადებიუტო სინგლით „MAMA“.

ჯგუფის ოფიციალურად სცენაზე ასვლამდე ერთი დღით ადრე, S.M.Entertainment-მა გამოუშვა კლიპები სადებიუტო სინგლზე. ხოლო 9 აპრილს გამოვიდა ჯგუფის მინი-ალბომი „МАМА“ (ორი ვერსიით).

პრომოუშენის დასასრულს ჯგუფი გაემგზავრა სტუდიის საერთო ტურნეზე სახელწოდებით SMTown.

2013 წელი: პირველი ალბომი

რედაქტირება
 

დებიუტის შემდეგ ერთ წელიწადში ჯგუფი ბრუნდება მუსიკალურ სცენაზე პირველი სრულფორმატიანი ალბომით. ალბომმა მიიღო სახელწოდება „XOXO ~Kiss&Hug~“. ისევე როგორც წინა ალბომი ის შედგება ორი ნაწილისგან: „XOXO — Kiss“ Exo-K ქვეჯგუფისთვის და „XOXO — Hug“ Exo-M ქვეჯგუფისთვის.

ახალი სიმღერების გარდა, ალბომში შევიდა ორი სინგლი: „My Lady“, და „Baby, Don’t Cry“, რომლის მოსმენაც მაყურებელს შეეძლო ჯგუფის სადებიუტო თიზერ-ვიდეოებიდან. ალბომის მთავარი სიმღერა გახდა „Wolf“ ( ჰიპ-ჰოპისა და დაბსთეფის შერეულ სტილში, ძლიერი ბიტით), რომელზეც წარმოდგენილი იყო კლიპი. მთავარი სიმღერის კონცეპტიდან გამომდინარე, Exo / Exo-K & Exo-M ხალხის წინაშე გამოჩნდა როგორც ადამიანი-მგლები.

„Wolf“ წინ წაწევით ჯგუფს შესაძელებლობა მიეცა მიეღო პირველი ჯილდოები: 14 ივნისს მუსიკალურ შოუზე «Music Bank» და შემდეგ უკვე მუსიკალურ შოუზე „Show! Music Core“.

5 აგვისტოს შედგა გადაფორმატირებული ალბომის რელიზი. მთავარი სიმღერა გახდა „Growl“ და ჯგუფმა მისი კლიპიც წარადგინა. „Growl“-ის პრომოუშენით ჯგუფმა შეძლო 12 ჯილდოს მოპოვება მუსიკალურ შოუებზე, მათ შორის Triple Crown „Show Champion“-სა და „Inkigayo“-ზე.

5 სექტემბერს ალბომმა Exo „XOXO (Kiss&Hug)“ დაამყარა ახალი რეკორდი, გამოსვლიდან სამ თვეში გაიყიდა მისი 740 000 ეგზემპლარი.

S.M.Entertainment-მა განაცხადა: „კორეის მუსიკალური ინდუსტრიის თანახმად, Exo — პირველი არტისტია, რომლებმაც შეძლეს დაემყარებინათ რეკორდი 700 000 ეგზემპლარის გაყიდვით (რეკორდი ნარჩუნდებოდა 2012 წლამდე)“.

15 ივლისს ჯგუფმა წარადგინა დრამა-კლიპის პირველი ეპიზოდი, 4 სექტემბერს გამოვიდა მეორე. ისევე, როგორც კლიპები, სერიალიც წარმოდგენილია ორი ვერსიით კორეელი და ჩინელი მაყურებლისთვის.

წარმატებული წლის დასასრულს, 9 დეკემბერს ჯგუფმა წარმოადგინა ზამთრის მინი ალბომი „Miracles in December“. 5 დეკემბერს ჯგუფმა გამოუშვა იმავე სახელწოდების მუსიკალური ვიდეო, რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფ Exo-ს ვოკალისტები, ხოლო დანარჩენი ტრეკების ჩაწერაში ყველა მონაწილეობდა.

2014 წელი: Overdose ერა

რედაქტირება

ჯგუფის დაბრუნება მეორე მინი-ალბომით „Overdose“ დაგეგმილი იყო 2014 წლის 15 აპრილისთვის, საბორნე გემის ტრაგედიის გამო ჯგუფის ქამბექი მხოლოდ 7 მაისს ჩატარდა.

15 მაისს 2014 წელს ქვეჯგუფის Exo-M ლიდერმა კრისმა (ვუ იფანი) სარჩელი შეიტანა კონკრაქტის გაუქმებისთვის. დღემდე კონტრაკტთან დაკავშირებული პრობლემა არ არის მოგვარებული და იფანი სოლო მოღვაწეობით არის დაკავებული.

23 მაისიდან 25-მდე Exo-მ თავისი პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა — Exo From Exo Planet #1 — The Lost Planet. ამ პროგრამით ბიჭები ოქტომბრამდე გამოდიოდნენ და ატარებდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში.

2014 წლის 4 აგვისტოს S.M.Entertainment-მა ოფიციალურად გამოაცხადა Exo-ს ფანდომის სახელი — Exo-L. L ნიშნავს „Love“ (სიყვარული). ასევე L — არის ასო რომელიც მდებარეობს К-სა და М-ს შორის. ასო L წარმოადგენს ფანებს, რომლებიც ორივე ჯგუფს უჭერს მხარს: Exo-K და Exo-M. ამავე წელს ჯგუფმა შექმნა ოფიციალური საიტი. 2016 წლის 9 ივნისის მდგომარეობით საიტის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 3,6 მილიონ ადამიანს შეადგენდა.

2014 წლის 10 ოქტომბერს Exo-M ქვეჯგუფის წევრმა ლუ ჰანმა სარჩელი შეიტანა კონკრაქტის გაუქმებაზე და დღესდღეობით ისიც სოლო კარიერითაა დაკავებული.

2015 წელი: მეორე ალბომი ExoDUS

რედაქტირება
 

7, 8, 13, 14 და 15 მარტს სეულში ჩატარდა მეორე სოლო კონცერტი — Exo PLANET #2 — The Exo’luXion[2]. 27 მარტს ჩატარდა ალბომის „ExoDUS“ მთავარი სიმღერის პრესრელიზი, 30 მარტს კი რელიზი. მთავარი სიმღერით ''Call Me Baby'' ექსომმ მოიპოვა 17 ჯილდო მუსიკალურ შოუებზე, რამაც მათივე რეკორდი მოხსნა.

16 აპრილს ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფის წევრი ტაო ტოვებდა კომპანიას, თუმცა კომპანიამ უარყო ეს ჭორები. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ტაოს მამამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც თხოვდა შვილს დაეტოვებინა SM, ამ ყველაფერს ხსნიდა იმით,რომ კომპანია არ უზრუნველყოფდა ბიჭისთვის საჭირო მხარდაჭერას და ამით ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას.

ტაომ ოფიციალურად დატოვა ჯგუფი ЕХО და დაიწყო სოლო კარიერა.

2 ივნისს ექსომ გამოუშვა კლიპი ალბომ ExoDUS-ის მთავარ სიმღერაზე — Love Me Right, 3 ივნისს ალბომის რელიზი წარდგა. ქამბექი 9 წევრით ჩატარდა.

13 ივლისს გახდა ცნობილი,რომ სოლისტი ჰუანგ ზი ტაო[3] აპირებს გამოუშვას თავისი პირველი სოლო მინი-ალბომი.

24 აგვისტოს ტაომ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი სეულის ცენტრალურ სასამართლოში S.M.Entertainment-თან კონტრაქტის გასაუქმებლად და საბოლოოდ ჯგუფის დასატოვებლად[4]. მისი კანონიერი წარმომადგენელი გახდა ის კაცი, რომელიც როგორც კრისის ისე ლუჰანის წარმომადგენელიცაა. კომპანია, თავის მხრივ აცხადებს, რომ თვითონაც შეიტანს სარჩელს და კანონის სხვა ხერხებს მიმართავს ტაოს არალეგალური მოღვაწეობის შესახებ როგორც კორეაში ისე ჩინეთში.

დისკოგრაფია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „EXO first artist to sell one million albums in 12 years“. Oh My Star (Korean). 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2015-04-01.
  2. ექსოს ოფიციალური კონცერტების მეორე სერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2016-07-30.
  3. Тао официально подтвердил релиз сольного мини-альбома в Китае. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-30.
  4. Tao Officially Submits Lawsuit Against SM Entertainment to End Exclusive Contract. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2016-07-30.