K-pop (/keɪ pɔp/, აბრევიატურა ინგლ. Korean pop-დან[1][2]) — მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში[3] რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები[4]. თავდაპირველად გამოჩენილი როგორც მუსიკალური ჟანრი, K-pop გახდა მასშტაბური მუსიკალური სუბკულტურა მილიონობით თაყვანისმცემლით მთელი სოფლიოს ახალგარზდებს შორის[5].

ამერიკული მუსიკალური ჟურნალის Rolling Stone თანახმად , K-pop წარმოადგენს „აღმოსავლეთის მოდური მუსიკის ნარევი მაღალენერგიულ იაპონურ პოპთან“ და „ნადირობს მსმენლის თავებზე განმეორებადი წინადადებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინგლისურადაა“. K-pop „სტილების შერწყმის ხაზს მიყვება, აკავშირებს სიმღერასა და რეპს, აკეთებს განსაკუთრებულ დარტყმას მოქმედებაზე და ძლიერ ვიზუალურ ეფექტებზე“[2]. თუმცა თვითონ კორეაში, ამ ტერმინის ქვეშ მოისაზრება თითქმის ყველა კორეული პოპ-მუსიკის მიმდინარეობა, ქვეყნის გარეთ კი კეი-პოპის ქვეშ მოისაზრება კონკრეტულად მუსიკა, რომელიც სრულდება ე.წ აიდოლების მიერ, რომლებიც თავისი კონცეპტით იაპონელ შემსრულებლებს ჰგვანან, დაზემოთ ხსენებული ჟანრების შერწყმის შესრულებით[6].

K-pop — არა მხოლოდ მუსიკაა, იგი გადაიზარდა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებში გავრცელებულ სუბსკულტურაში, რომელიც ქმნის დაინტერესებას სამხრეთკორეული მოდისა და სტილის მიმართ. ინტერნეტის დახმარებით და კეი-პოპის ციფრული კონტენტისა და ხელმისაწვდომობით ის აღწევს ფართო აუდიტორიამდე.[7] სამხრეთი კორეის პოპ-კულტურა დღეს ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია ახალგაზრდული კულტურის აზია-წყანაროკეანეთის რეგიონში, განსაკუთრებული აქცენტი ჩინეთზე, ჰონგკონგზე, იაპონიაზე, ტაივანზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაწილზეა გამახვილებული.

გავრცელების არეალი

რედაქტირება

K-pop გავიდა გზას ნაკლებად ცნობილი აზიის გარე რეგიონიდან მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჟანრამდე, ახალგაზრდულ მუსიკალურ რეგიონამდე. ამასთანავე, K-pop ყოველთვის მიყვება უკან სამხრეთკორეული IT-ინდუსტრიის განვითარებას[8]. The New York Times გამომცემლობის აზრით, მართალია კორეული ჯგუფების მცდელობა დასავლურ ასპარესზე გასასვლელად საკმაოდ წარმატებული იყო, როგორც სოციალური ქსელის საკმაოდ გაფართოებით, მაგრამ დღევანდელ მომენტში კორეელი არტისტების მიერ საკუთარი ანგარიშის შექმნა ისეთ რესურსებზე როგორიცაა Twitter, Facebook და სხვა, მისცა მათ შესაძლებლობა გაეცნოთ კეი-პოპი უფრო ფართო აუდიტორიაზე და აქტიურად მიეცათ პოპულარიზაცია ჯანრისთვის[9]. ჟანრის მსმენელთა რიცხვის ზრდა ყველა ქვეყანაში შეინიშნება[10], და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კეი-პოპი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ კორეული ექსპორტისთვის[11].

BBC ახასიათებს კორეულ პოპ-ჯგუფებს Super Junior და Wonder Girls როგორც „შესანიშნავად დაპროდიუსერებული ჯგუფები საყვარელი ბიჭებისა და გოგოების ცეკვებით და დასამახსოვრებელი მელოდიებით“[12]. ამ ჟანრის კლიპები უჩვეულოდ მრავალფეროვიანია და თავის მხრივ იჭერს სიმღერის რიტმულობას[13], ხოლო ვოკალური ნაწილები სხვადასხვაგვარად ფერადი, ჰიპ-ჰოპის ძლიერი ზეგავლენით. ეს ყველაფერი ხაზგასმულია მუსიკოსების სინათლით და ენერგიულობით, თეატრალური გამოსვლებით კონცერტებზე[14][15]. ცეკვები კეი-პოპის განუყოფელი ნაწილია, შესრულების დროს მომრერლები სინქრონიზაცია სუკეთებ სიმღერასა და ცეკვას, რითაც ქმნიამ უფრო მოძრავ გამოსვლას და ემსგავსებია 1990-ების ჯგუფებს.

ფანტასტიური მხარდაჭერა

რედაქტირება

კორეაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ფანები მუსიკოსებს ბრინჯის კოლოფებს ჩუქნიან, რითაც თავის მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავენ. გამომცემლობა Time-ის მიხედვით, BIG BANG-ის პირველი შოუსთვის მუსკოსებს გადასცეს 12,7 ტონა ბრინჯი, საჩუქრები ერთ რიგზე გაშალეს, რასაც დაარქვეს „K-pop-აიდოლების კურთხევა“. ამის შემდეგ დაფუძნებული იყო კომპანიები, რომელთა მიზანი იყო — დარწმუნებულიყვნენ, რომ ბრინჯი მუსიკოსამდე მივიდოდა. ერთ-ერთი მასეთია, „რო სინგუ“, 24 ფილიალი აქვს მსოფლიოში და თანამშრომლობს ფერმებთან, საიდანაც ისინი გემის საშუალებით იღებენ ბრინჯს[16]. სხვაგვარი შესაძლებლობა მხარდაჭერის გამოსახატავად არის — გაუგზავნო საუზმე რჩეულს. ამგვარი პრაქტიკა გაჩნდა ნერვიულობის შედეგად, რადგან მჭირდო გრაფიკის გამო ცნობილი პიროვნებები ვერ ასწრებდნენ ნორმლურ კვებას, ამის შემდეგ შეიქმნა საჭმლის მიტანის სპეციალური კომპანიები[17].

ბევრი თაყვანისცემელი ორგანიზირებას უკეთებს ტურებს, იმისათვის რომ ნახოს საყვარელი ჯგუფი, მაგალითად ფანების უმეტესობა ჩამოდის კორეულ კონცერტებზე ტურების საშუალებით იაპონიიდან და ჩინეთიდან[11]. ერთხელ, K-Pop-ტრიდან სეულში ჩაფრინდა 7000 თაყვანისცემელი, ჯგუფი JYJ-ის კონცერტის საყურებლად[18]. ამ ჯგუფის სხვა კონცერტზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ფანების უმეტესობამ გაატარა ღამე ბარსელონაში, რომ შემდგომ მოხვედრილიყვნენ კონცერტზე[19].

ორგანიზაცია და ხელმჯრვანელობა

რედაქტირება

მოცემული ჟანრის უმეტესობა ჯგუფი მუსიკალური სააგენტოების მფარველობის ქვეშაა[20]. იმისათვის, რომ წარმატება გარანტირებული ქონოდათ, ამგვარი კომპანიები ცდილობენ სრულიად დაასუბსირონ და გააკონტროლონ პროფესიული ცხოვრება და კარიერა მომავალი შემსრულებლის, რისთვისაც ხარჯავენ 400 000 დოლარს მზადებისთვის და ახალგაზრდა შემსრულებლის „გაშვებისთვიდ“. გამომცემლობების ინფორმაციით The Wall Street Journal, S.M.Entertainment, YG Entertainment, JYP Entertainment და CUBE Entertainment და ასევე სხვა სამხრეთკორეულმა მოსამზადებელმა ცენტრებმა გამოიმუშავეს ხელრხი ახალგაზრდა მომღერლების გასავაჯიშებლად, რომ შემდეგ მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ბიზნესში. ძირითად შემთხვევაში, მომავალი აიდოლები „სისტემაში“ 9-10 წლის განმავლობაში შემოდიან და ცხოვრობენ ერთ სახლში და ექვემდებარებიან რთულ წესებს. დღის განმავლობაში დადიან სკოლაში და საღამოს ესწრებიან სიმრერისა და ქორეოგრაფიის გაკვეთილებს[21].

პოპულარობა და ზეგავლენა

რედაქტირება
 
„სხვადასხვა კონცერტებზე დასწრებით, გაკვირვებული დავრჩი კორეული პოპით. დადგმა, ქორეოგრაფია და შესრულება, შესანიშნავი იყო, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმღერის სული შევიგრძენი. კორეულ მუსიკას ნათელი მომავალი აქვს. კუინს ჯონსი ინტერვიუში კორეული ჟურნალისთვის[22].“

კორეული პოპ-მუსიკის მთავარი წინამორპედია იაპონიაა ცნობილი, მოცემული ჟანრი წარმოადგენს 7,81 %-ს მისი მუსიკალური ასპარეზიდან, და ეს მეტად იზრდება[23]. 2011 წელს კორეელი შემსრულებლების პროდუქციის გაყიდვებმა 300 მილიონ დოლარს გადაარჭაბა, რაც 22 %-ით მეტია, იმაზე ვიდრე 2010 წელს იყო[24].

სულ უფრო და უფრო ბევრი ამერიკელი შემსრულებელი თანხმდება კორეელებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის ისეთი ცნობილები როგორიცაა კანიე უესტი და Jonas Brothers[23]. ამის გარდა კორეული პოპ-მუსიკა დადებიტად იყო შეფასებული ისეთი მუსიკალური პროდიუსერების მიერ როგორიცაა კუინსი ჯონსი[22], ტედი რაილი[25], ასევე გრემის პროდიუსერი ალიშა კეზი.

ჟურნალი Billboard 2011 წლიდან კეი-პოპის ცხელი ასეულის გამოქვეყნება დაიწყო (Billboard Korea K-pop Hot 100)[26], ხოლო YouTubeმ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა სპეციალური არხის შესახებ მისამართით „youtube.com/KPOP“[27]. კორეული პოპ-მუსიკის ნიუ-იორკის ფესტივალზე შეიკრიბა 40000-ზე მეტი მაყურებელი[28], 14 ათასი ფრანგული კონცერტი ჩატარდა ანშლაგით[23].[29], ხოლო CNN-მა კეი-პოპს უწოდა მესამე მიზეზი რატომ უნდა ეწვიო კორეას[30]. Big Bang (ჯგუფი) მოხვდა ტოპ სერვისში iTunesდა მიიღო ჯილდო „საუკეთესო მსოფლიო არტისტი“ დაჯილდოებაზე MTV EMA 2011[31], SHINee იყო ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ჩაატარა კონცერტი ლონდონში[32], იმ დროს როდესაც სხვა ჯგუფები გამოდიოდნენ გერმანულ ასპარესზე MTV[33]. Wonder Girls გახდნენ პირველი კორეული პოპ-ჯგუფი, რომელმაც შეძლო Billboard Hot 100-ის თავში ჩამდგარიყო[34][35].

კორეული პოპ-იდუსტრიის წარმატებას ანალიტიკები უკავშირებენ იმას რომ მისი მარკეტინგის მოდელი განსხვავდება მსოფლიო პრაქტიკისგან. თავდაპირველად მისი ღრმად განვითარებული ფან-დომები, თემატური მომსახურება და ერთგვარი ინსტიტუტები მოყვარულთათვის, ასევე აქტიური კავშირი კუმირების ფანებთან სოციალური ქსელის დახმარებით[36][37][38].

მართვა და კორუპცია

რედაქტირება

კორეული პოპ-ინდუსტრია ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ. ის ფაქტი, რომ მსხვილი სააგენტოები ცდილობენ მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი ახალგაზრდა ნიჭებისგან და კონტრაქტი მკაცრად აკავშირებს მომღერლის კარიერას კომპანიასთან, BBC-იმ დაარქვა „საკონტრაქტო მონობა“[39]. ხშირად შემსრულებელთან დებენ ექსკლუზიურ კონტრაქტებს ბევრ წელიწადზე რაც ბევრის აზრით უბრალოდ არა მომგებიანია მუსიკოსისთვის ფინანსური თვალსაზრისით. წამყვანი კომპანიები ამ ბიზნეში ხშირად ექცევიან კრიტიკის ქვეშ, რადგან ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ ფული მუსიკოსისგან და გეგმავს მჭიდრო სამუშაო გრაფიკებს. 2009 წლის ივნისში ჩატარდა სასამართლო S.M.Entertainment-ის მონაწილეობით[40][41].

2009 წელს მსახიობმა ჯანგ ჯა იონმა, ცნობილი სერიალით „Boys over flowers“, ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა, გამოსამშვიდებელ წერილში კი ბრალი მენეჯრს და დირექტორების რიგს დადო, რომლებიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა[42]. 2012 წლის აპრილში პოლიციამ დაიჭირა ლეიბლის დირექტორი და სააგენტოს ხელმძღვანელი, ისინი დაადანაშაულეს სისტემატიური ძალადობით და მუქარაში[43].

შემოქმედება

რედაქტირება

რაც შეეხება ჟანრის მუსიკალურ დახასიათებას, კრიტიკის ქვეშ ექცევა მისი არასწორი კომერციული წყობა. ზოგიერთი კრიტიკოსი მათ შემსრულებლებს ამერიკული პოპ-შემსრულების იმიტაციაში ადანაშაულებს. სხვებმა კი ჟანრი გააკრიტიკის იმით, რომ ისინი ორიენტირებულები არიან მეტად გარეგნულ ეფეტზე ვიდრე მუსიკაზე[44]. მტკიცებულებად მოყავთ ის, რომ მიუხედავად დიდი პოპულარობისა მათ ვერ შეძლეს ამერიკულ ასპარესზე გასვლა[45].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  1. K-Pop ko. Doopedia (англ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2012-07-01.
  2. 2.0 2.1 Jeff Benjamin. (2012-05-18) The 10 K-Pop Groups Most Likely to Break in America English. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2012-06-27.
  3. Hartong, Jan Laurens (2006). Musical terms worldwide: a companion for the musical explorer. Semar Publishers, გვ. 15. ISBN 978-88-7778-090-4. ციტირების თარიღი: 5 December 2011. „Since the 1990s, popular genres like rap, rock and techno house have been incorporated into Korean popular music, setting the trend for the present generation of K-pop, which often emulates American models.“ 
  4. Holden, Todd Joseph Miles; Scrase, Timothy J. (2006). Medi@sia: global media/tion in and out of context. Taylor & Francis, გვ. 144. ISBN 978-0-415-37155-1. ციტირების თარიღი: 5 December 2011. „When defining kayo, generic origin is less important than the origin of lyrics and singers. Since the 1990s, the term “K-pop” has become popularized to refer to Korean popular music, being widely used throughout East and Southeast Asia.“ 
  5. Donald MacIntyre (2002-07-29). „Flying Too High?“. TIME Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-08. ციტირების თარიღი: 2012-07-03.
  6. K-Pop. Doosan Encyclopedia. Naver. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 11 March 2012.
  7. Yoon, Lina. (2010-08-26) Korean Pop, with Online Help, Goes Global en. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2011-09-10.
  8. August Brown. (2012-04-29) K-pop: Girls' Generation, others enter American pop consciousness. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  9. CHOE SANG-HUN and MARK RUSSELL (2012-03-04). „Bringing K-Pop to the West“. © 2012 The New York Times Company. ციტირების თარიღი: 2012-09-12.
  10. Edwina Mukasa. Bored of Cowell pop? Try K-pop | Music. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  11. 11.0 11.1 Mahr, Krista. (2012-03-07) K-Pop: How South Korea’s Great Export Is Rocking the World | World | TIME.com. World.time.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  12. Williamson, Lucy. (2011-06-14) BBC News - The dark side of South Korean pop music. Bbc.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  13. YouTube - officialpsy. (2012-08-21) The Hottest K-Pop Songs! [VIDEOS] | Ryan Seacrest - The official entertainment news site of American Idol host and American Top 40 on air radio personality!. Ryan Seacrest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  14. Beth Hong. (2012-08-07) Bizarre 'Gangnam Style' K-pop music video blows up worldwide. The Vancouver Observer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  15. Ju-min Park. 'Uncool' Korean star goes viral with rapping dance. Smh.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  16. Mahr, Krista. „South Korea’s Greatest Export: How K-Pop’s Rocking the World“. Time Magazine. ციტირების თარიღი: 13 September 2012.
  17. Video: Treating Your Idol to Lunch Is the True Test of Fandom — Korea Real Time — WSJ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  18. Latest K-Pop Invasion: The Fans — Korea Real Time — WSJ
  19. The Chosun Ilbo (English Edition): Daily News from Korea — JYJ First K-Pop Band to Perform Solo in Europe
  20. Sep 03 Episode. (2012-09-04) K-pop diplomacy | The Stream - Al Jazeera English. Stream.aljazeera.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  21. Woo, Jaeyeon. (2012-05-03) Journey to K-Pop Star, ‘I Am.’ - Korea Real Time - WSJ. Blogs.wsj.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-09-17.
  22. 22.0 22.1 Quincy Jones expresses thoughts about the K-pop industry and its bright future ahead. Allkpop (2011-04-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  23. 23.0 23.1 23.2 Megalkotni a tökéletes popsztárt. Világszerte hódít a koreai popzene. Quart.hu (2011-08-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  24. K-pop artists record highest-ever sales in Japan. The Korea Herald (2012-02-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-23. ციტირების თარიღი: 2012-03-02.
  25. Teddy Riley is stunned over the power of K-Pop. Allkpop (2011-04-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  26. Billboard K-Pop Hot 100 Launches; Sistar Is No. 1 on New Korea Chart. Billboard (2011-08-25). ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  27. Youtube's K-Pop Fever. Soulbeats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  28. The Korean invasion: New Yorkers are screaming for the new wave of pop stars. NY Daily News (2011-10-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  29. The 2011 TIME 100 Poll Results. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2011-12-19.
  30. 12 reasons to Visit Korea in 2012. CNN (2011-12-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-01-06.
  31. Big Bang makes an appearance on iTunes' top charts!. HelloKpop (2011-02-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-26. ციტირების თარიღი: 2012-01-19.
  32. Bored by Cowell pop? Try K-pop. Guardian (2011-12-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-1-13.
  33. Pop Idols Bringing Korean Wave to Germany. The Chosun Ilbo (2011-07-29). ციტირების თარიღი: 2012-01-17.
  34. Silvio Pietroluongo. (2009-10-22) Jay Sean Recaptures Hot 100's Top Slot. Billboard. ციტირების თარიღი: 2009-10-22.
  35. Wonder Girls Enters Billboard Hot 100. Koreatimes.co.kr (2009-10-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
  36. Lessons from the K-Pop Industry. Yahoo (2011-05-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-1-6.
  37. Korean Pop, with Online Help, Goes Global. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 22 July 2011.
  38. The “Share” Button and the Spread of the Korean Wave. Cornell University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-1-13.
  39. The dark side of South Korean pop music. BBC (2011-06-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-1-6.
  40. Will TVXQ Stay Together?. KBS World (2009-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: October 28, 2009.
  41. "한경 «SM, 非정상적 활동강요» Star News. 22 December 2009.(კორეული)
  42. Storm in South Korea over Jang Ja-yeon's suicide. Guardian (2009-04-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-4-19.
  43. Police confirm that Open World Ent.’s CEO forced male idols to sexually harass trainees. Allkpop (2012-04-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-4-19.
  44. K-Pop’s Soft Power. In These Times (2011-6-2). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-04-04.
  45. Oh, Esther. (2011-05-26) K-Pop taking over the world? Don't make me laugh. CNNgo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2012-04-04.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=K-pop&oldid=4603101“-დან