Cantharellus cinnabarinus — სოკოს სახეობა მიქლიოს გვარისა.

Cantharellus cinnabarinus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cantharellus cinnabarius Schwein., 1832
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 198622914

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება დიდ ჯგუფებად ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ამერიკელმა მიკოლოგმა ლუის დეივიდ შვაინიცმა 1822 წელს როგორ Agaricus cinnabarinus. 1832 წელს შვაინიცმა სოკო მიქლიოს (ლათ. Cantharellus) გვარში გადაიტანა.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus cinnabarinus Schwein., 1822 basionym
  • Hygrophorus cinnabarinus (Schwein.) Sacc., 1887
  • Chanterel cinnabarinus (Schwein.) Murrill, 1913

ქუდის დიამეტრი — 1-4 სმ, თავიდან ამოზნექილი, შემდგომში ჩაზნექილია, არათანაბარი ტალღოვანი კიდეებით. წითელი, ასაკთან ერთად მოვარდისფრო წითელი, ბოჭკოვანი.[2]

რბილობი — შედარებით თხელი, ხორცოვან-ბოჭკოვანი. სასიამოვნო მოტკბო სუნითა და ოდნავ მომწარო გემოთი.[3] დაზიანებისას ფერს არ იცვლის.

ფეხის სიგრძე —1,5-4 სმ, სიგანე 1 სმ, ცილინდრული, მოვარდისფრო ან წითელი.

ჰიმენოფორი — დანაოჭებული, დამავალი, კარგად განვითარებული ზედაპირით, ფირფიტების მსგავსი. ფსევდოფირფიტები სქელია, განტოტებული, ვარდისფერი.

სპორების ფხვნილი — მოვარდისფრო კრემისფერი. სპორები — 9×5 მკმ, ელიფსისებური.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

იზრდება ნიადაგზე, დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში; მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის მუხასა და წიფელთან. ურჩევნია მჟავე ნიადაგი.[4]

გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის[5] აღმოსავლეთ ნაწილში (ძირითადად აშშ-ში), ასევე ცენტრალურ ამერიკაში (ძირითადად მექსიკაში). გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს აღმოსავლეთ აზიასა (იაპონია და მალაიზია) და ავსტრალიას.[6]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[7]

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, ახასიათებს სასიამოვნო მოტკბო გემო და ოდნავ მომწარო გემო. თუმცა შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს (90%-დე).

გამოიყენება ახალი, შემწვარი, მოხარშული და გამხმარი სახით. მისგან ამზადებენ სხვადასხვა წვნიან კერძებს, აგრეთვე ახმობენ და სანელებელად იყენებენ.

გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს საჭმელად უვარგის სახეობაში Hygrocybe cantharellus, რომელიც განსხვავდება განტოტებული ფირფიტებითა და შედარებით თხელი კიდეებით.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Schweinitz, L.D. von (1832) , In: Trans. Am. phil. Soc., New Series 4(2):153.
  2. Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, «АСТ», 2003. — С. 30. — ISBN 5-17-020333-0.
  3. Cantharellus cinnabarinus. MushroomExpert. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2023.
  4. Chanterelle – Identification, Distribution, Edibility, Ecology, Sustainable Harvesting – Galloway Wild Foods. ციტირების თარიღი: 2021-04-04
  5. Kuo, M.. (June 2003) Cantharellus cinnabarinus. MushroomExpert.Com. ციტირების თარიღი: 2011-03-23
  6. Cantharellus cinnabarinus (Schwein.) Schwein.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 5 ივლისი, 2023.
  7. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. FalconGuides. Guilford, CN: Globe Pequot Press. p. 333. ISBN 978-0-7627-3109-1. "Cantharellus cinnabarinus