ოლდოს ჰაქსლი
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (ინგლ. Aldous Leonard Huxley; დ. 26 ივლისი, 1894, გოდელმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი.[33][34][35][36] მის კალამს ორმოცდაათამდე წიგნი ეკუთვნის,[37][38] რომლებიც, როგორც რომანებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.
ჰაქსლიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. კარიერის დასაწყისში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს და რედაქტორობდა ლიტერატურულ ჟურნალს Oxford Poetry, მომდევნო პერიოდში კი სამოგზაურო ქრონიკების და სცენარების წერა დაიწყო. 1937 წლიდან ჰაქსლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.[39] სიცოცხლის მიწურულს, იგი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი.[40] მწერალი ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.[41]
ჰაქსლი პაციფისტი იყო.[42] იგი დაინტერესებული იყო ფილოსოფიური მისტიციზმითა[42][43][44] და უნივერსალიზმით,[42][45] ეს თემები გვხვდება მის ნაშრომში „მარადიული ფილოსოფია“ (1945), რომელშიც დასავლურ და აღმოსავლურ მისტიციზმს შორის მსგავსებებს იკვლევს და ესეში „აღქმის კარები“ (1954), რომელიც საკუთარ ექსპერიმენულ ფსიქოდელიურ გამოცდილებას მიუძღვნა.
ჰაქსლის ყველაზე ცნობილი რომანია „საოცარი ახალი სამყარო“ (1932), დისტოპიური ჟანრის სამეცნიერო ფანტასტიკა. მისი ერთგვარი ანტითეზაა მწერლის უკანასკნელი რომანი „კუნძული“ (1962), რომელშიც იგი უტოპიურ სამყაროს აღწერს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰაქსლი დაიბადა ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გოდელმინგში. მისი ოჯახი სამეცნიერო და კულტურულ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. მამამისი, ლეონარდ ჰაქსლი, მწერალი, რედაქტორი და სკოლის მასწავლებელი იყო; ბაბუა, ტომას ჰენრი ჰაქსლი, ბიოლოგი – „დარვინის ბულდოგი“, როგორც მას ევოლუციური თეორიის მხარდაჭერისთვის უწოდებდნენ; მისი ძმა, ჯულიან ჰაქსლი, ასევე ცნობილი ბიოლოგი და იუნესკოს პირველი დირექტორი იყო.
სწავლობდა იტონისა და ბელიოლის კოლეჯებში, დაამთაავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1921); ბევრს მოგზაურობდა. 1923-1930 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, 1937 დასახლდა ლოს-ანჯელესში.
შემოქმედება
რედაქტირებათავდაპირველად იყო ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი. 1918-1923 გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 20-იან წლებში იდეური პოზიციით ახლოს იდგა „დაკარგული თაობის“ მწერლებთან. ეკუთვნის მრავალი რომანი, ისტორიული ბიოგრაფია, მოთხრობა, ესე, მოგზაურობის ჩანაწერი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა; სახელი გაუთქვა 20-30-იან წლებში შექმნილმა რომანებმა „ყვითელი ქრომი“ (1921), „მასხრული ფერხული“ (1923), „ის უნაყოფო ფოთლები“ (1925), „კონტრაპუნქტი“ (1928), , „საოცარი ახალი სამყარო“, (1932), „ბრმა ღაზაში“ (1936) რომლებშიც გამოვლენილია ჰაქსლის სატირიკოსის, კომედიოგრაფის, დაკვირვებული რეალისტის ოსტატობა.
ამ პერიოდში ჰაქსლის შემოქმედება, ტრადიციის ჟანრული ფორმის მიუხედავად, მაინც ნოვატორულად აღიქმებოდა და დიდ დავასაც იწვევდა; აზრთა სხვადასხვაობის საბაბი იყო ჰაქსლის პერსონაჟთა სქემატურობა, სიუჟეტის ქაოსურობა, ჟანრთა აღრევა (ჩართული ესეისტური ეპიზოდები და სხვ.); ნაწარმოების გმირი, პერსონაჟი უმეტესწილად არის იდეა და არახორცშეახმული ადამიანი; ამ მხატვრული ხერხებით მწერალი საკმაო განზოგადებას აღწერს და მთელი სისავსით გამოხატავს ომის შემდგომი ინტელიგენციის სულიერ და ზნეობრივ განწყობილებას, ეპოქის პრობლემებს. ეს რომანები მიჩნეულია ე. წ. ინტელექტუალურ რომანად, იდეების რომანად, რომელიც სათავეს იღებს ანტიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, მენიპეს სატირასა და სოკრატესეულ დიალოგებში. თვით ინგლისურ ლიტერატურაში ჰაქსლის წინამორბედად ითვლება ტ. ლ. იკოკი.
წლების განმავლობაში მხატვრული აზროვნების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკის მრწამსის თვალსაზრისით ჰაქსლს თითქოს ღრმა ევოლუცია არ განუცდია, მაგრამ მომდევრო პერიოდში ცხოვრების აზრისა და პოზიტიური ფასეულობის ძიების გზაზე შესუსტდა სატირული ელემენტი, მომძლავრდა მისტიციზმი, ნატურალიზმის ელემენტები, ფილოსოფიური დეკლარაცია. ამ ეტაპზე ჰაქსლიმ შექმნა რომანები - „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“ (1939), „დრო უნდა გაჩერდეს“ (1945), „გენიოსი და ქალღმერთი“ (1955), „კუნძული“ (1962), აგრეთვე მრავალი ესეი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 609.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- *Aldous Huxley full interview 1958: The Problems of Survival and Freedom in America
- ოლდოს ჰაქსლი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- Portraits
- ოლდოს ჰაქსლი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- "Interview: Aldous Huxley: The Art of Fiction No. 24"
- BBC discussion programme In our time: "Brave New World"
- BBC In their own words series
- "The Ultimate Revolution"Huxley interviewed დაარქივებული 2014-11-26 საიტზე Wayback Machine.
- Centre for Huxley Research
- Aldous Huxley Papers
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118555081 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Schellenberg W., შუცშტაფელი Sonderfahndungsliste G.B. — შუცშტაფელი, 1940.
- ↑ 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 7.0 7.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 10.0 10.1 IMSLP — 2006.
- ↑ 11.0 11.1 Discogs — 2000.
- ↑ 12.0 12.1 NooSFere — 1999.
- ↑ 13.0 13.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 14.0 14.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 15.0 15.1 Czech National Authority Database
- ↑ 16.0 16.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 17.0 17.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 18.0 18.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 19.0 19.1 GeneaStar
- ↑ 20.0 20.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 21.0 21.1 AlKindi
- ↑ 22.0 22.1 Babelio — 2007.
- ↑ 23.0 23.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 24.0 24.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 25.0 25.1 Munzinger Personen
- ↑ www.acmi.net.au
- ↑ HOLLIS — Harvard University.
- ↑ 28.0 28.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 29.0 29.1 29.2 Kindred Britain
- ↑ Courcy A. d. Five Love Affairs and a Friendship — 2023.
- ↑ Hargrove N. D. The remarkable relationship of T. S. Eliot and Mary Hutchinson // Yeats Eliot Review / R. E. Murphy — 2011. — Vol. 28, Iss. 3/4. — P. 3,5–15. — ISSN 0704-5700
- ↑ 32.0 32.1 https://journals.openedition.org/resf/1502
- ↑ (1975) Aldous Huxley. Routledge, გვ. 366. ISBN 978-0-415-15915-9.
- ↑ Sion, Ronald T. (2010). Aldous Huxley and the Search for Meaning: A Study of the Eleven Novels. McFarland & Company, Inc., გვ. 2. ISBN 978-0-7864-4746-6. „ოლდოს ჰაქსლი, როგორც მე-20 საუკუნის პროზაიკოსი, იკვლევს იმის არსს, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სამყაროში ადამიანად ყოფნა, რითაც იგი თანამედროვე ფილოსოფოსის ან სულაც, ლიტერატურული წინასწარმეტყველის როლს ირგებს.“
- ↑ Reiff, Raychel Haugrud (2010). Aldous Huxley: Brave New World. Marshall Cavendish Corporation, გვ. 7. ISBN 978-0-7614-4278-3. „He was also a philosopher, mystic, social prophet, political thinker, and world traveler who had a detailed knowledge of music, medicine, science, technology, history, literature and Eastern religions.“
- ↑ Sawyer, Dana (2002). Aldous Huxley: A Biography. Crossroad Publishing Company, გვ. 187. ISBN 978-0-8245-1987-2. „ჰაქსლი ფილოსოფოსი იყო, თუმცა მისი ხედვა მხოლოდ ინტელექტით არ იყო განსზაღვრული. მას სჯეროდა, რომ რაციონალური განსჯა მხოლოდ ვარაუდის საშუალებას იძლეოდა და არასოდეს, ჭეშმარიტების პირდაპირ წვდომის საშუალებას.“
- ↑ Raychel Haugrud Reiff, Aldous Huxley: Brave New World, Marshall Cavendish (2009), გვ. 101
- ↑ Dana Sawyer in M. Keith Booker (ed.), Encyclopedia of Literature and Politics: H–R, Greenwood Publishing Group (2005), გვ. 359
- ↑ „The Britons who made their mark on LA“. The Daily Telegraph. 11 September 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 5 July 2018.
- ↑ Thody 1973.
- ↑ "Nomination Database: Aldous Huxley". Nobel Prize.org. Retrieved 2015
- ↑ 42.0 42.1 42.2 Poller 2019, pp. 139–140.
- ↑ Thody, Philipe (1973). Huxley: A Biographical Introduction. Scribner. ISBN 978-0-289-70188-1.
- ↑ David K. Dunaway (1995). Aldous Huxley Recollected: An Oral History. Rowman Altamira, გვ. 90. ISBN 978-0-7619-9065-9.
- ↑ Roy, Pothen & Sunita 2003.