აღქმის კარები

ოლდოს ჰაქსლის ნაწარმოები

აღქმის კარები (ინგლ. The Doors of Perception) — ინგლისელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის, ავტობიოგრაფიული ესე, გამოქვეყნდა 1954 წელს. მასში ავტორი აღწერს პირად ფსიქოდელიურ გამოცდილებას, რომელიც 1953 წლის მაისში ჰალუცინოგენური ნივთიერება მესკალინის ზემოქმედების ქვეშ მიიღო. იგი თავის გამოცდილებას ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავს.

„აღქმის კარები“
ავტორი ოლდოს ჰაქსლი
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი 1954

„აღქმის კარები“ ხშირად ქვეყნდება მწერლის სხვა ესესთან „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ ერთად, რომელიც 1956 წელს გამოიცა და მასში წამოჭრილი იდეების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. ორივე ესეს სათაური მომდინარეობს უილიამ ბლეიკის წიგნიდან „ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა“. [1]

ესეში ფსიქოდელიური ნარკოტიკები შეფასებულია, როგორც მისტიკური აზროვნების ხელშემწყობი და აღნიშნულია მათი სარგებელი მეცნიერებაში, ხელოვნებასა და რელიგიაში, რასაც მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა მოაზროვნემ ჰაქსლის არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია, მწერალს არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის იყვნენ თომას მანი და მარტინ ბუბერი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მესკალინის ეფექტები სუბიექტური იყო და არ უნდა მომხდარიყო მისი გაიგივება ობიექტურ რელიგიურ მისტიციზმთან. ჰაქსლი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ფსიქოდელიური ნივთიერებების მიღებას, რომელთა საშუალებით მოპოვებულმა შეხედულებებმა ასახვა ჰპოვა მის უკანასკნელ რომანში „კუნძული“ (1962).

უილიამ ბლეიკი

რედაქტირება

უილიამ ბლეიკი, რომელიც ჰაქსლისთვის, როგორც წიგნის სათაურის, ასევე სტილის ინსპირაციას წარმოადგენდა, იყო გავლენიანი ინგლისელი მხატვარი და პოეტი. „აღქმის კარები“ მეტაფორაა, რომელიც გვხვდება ბლეიკის 1790 წლის წიგნში „ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა“. მეტაფორა ასახავდა ბლეიკის მიმართებას ადამიანის შეზღუდული უნარისადმი, აღექვა რეალობა მის გარშემო:

აღქმის კარები დაწმენდილი რომ იყოს, ყველაფერი ადამიანის წინაშე ისე წარსდგებოდა, როგორც ის სინამდვილეშია - უსასრულოდ.[2]

პოპ-კულტურა

რედაქტირება
  • წიგნის მიხედვით ეწოდა სახელი 1965 წელს ჩამოყალიბებულ ამერიკულ როკ-ჯგუფს, The Doors.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „აღქმის კარები დაწმენდილი რომ იყოს, ყველაფერი ადამიანის წინაშე ისე წარსდგებოდა, როგორც ის სინამდვილეშია - უსასრულოდ". უილიამ ბლეიკი, ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა.
  2. ბლეიკი, უილიამ (1790). ქორწინება სამოთხისა და ჯოჯოხეთისა.