ჯიჯღი
ჯიჯღი, წრიპა ან ქვიშის შაშვი (ლათ. Turdus philomelos) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად — ციმბირში, მცირე აზიაში, ირანში. ჯიჯღი ბინადრობს საქართველოშიც. ცხოვრობს ტყეში, ბუდობს ხეზე. აპრილში დებს 4–8 მუქ დაწინწკლულ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 12 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, მცენარეთა კენკრით და მათი თესლებით. ფრინველების უმეტესი ნაწილი სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში იზამთრებს. ამის გარდა, ჯიჯღი შემჩნეულია ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
ჯიჯღი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Turdus philomelos | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22708822 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გვხვდება ყოველთვის გვხვდება ზაფხულში გვხვდება ზამთარში | |||||||||||||||
|
სხეულის პარამეტრები
რედაქტირებაქვესახეობები
რედაქტირებაროგორც ცნობილია არსებობს ჯიჯღის სამი ქვესახეობა, მათგან ერთი ირლანდიაში ბუდობს, მეორე — დიდ ბრიტანეთში, მესამე კი დანარჩენ არეალში.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- რ. ჟორდანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 570.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- RSPB species page (ინგლისური)
- BBC species page დაარქივებული 2012-12-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (ინგლისური)
- Birds of Britain species page დაარქივებული 2007-04-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Garden Birds species page (ინგლისური)
- Recording of song დაარქივებული 2009-02-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Song Thrush videos, photos & sounds on the Internet Bird Collection (ინგლისური)
- Ageing and sexing (PDF; 1.7 MB) by Javier Blasco-Zumeta & Gerd-Michael Heinze დაარქივებული 2014-12-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Feathers of Song Thrush (Turdus philomelos) დაარქივებული 2018-02-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)