ჯვრის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯვრის უღელტეხილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯვრის უღელტეხილი, ხევისყელიუღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარეების ბიდარისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2379 მ. მასზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. აგებულია მეოთხეული ეფუზივებითა და ინტრუზიული დიაბაზებით. უღელტეხილის მიდამოებში სუბალპური და ალპური ლანდშაფტებია.[1] სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მოწყობილია გუდაურის ზამთრის სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°30′16″ ჩ. გ. 44°27′14″ ა. გ. / 42.50444° ჩ. გ. 44.45389° ა. გ. / 42.50444; 44.45389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2379 
ქედი ხევის კავკასიონი
გამავალი გზა საქართველოს სამხედრო გზა
ამგებელი ქანები დიაბაზი
ლანდშაფტი სუბალპური და ალპური
ჯვრის უღელტეხილი — საქართველო
ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჯვრის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

როგორც ცნობილია, ჯვრის უღელტეხილს აგებენ ახალგაზრდა ვულკანური ქანები, რომლებიც აქ გაჩნდენ პატარა მეფისკალოდან ლავების ამოღვრის შემდეგ. ამოღვრილმა ლავებმა წარმოშვა ნაკადი ჯვრის უღელტეხილისაკენ. ლავურმა ნაკადმა ამოავსო იმ ძველი მდინარის ხეობა. ლავების ამოღვრამდე ჯვრის უღელტეხილის სიმაღლე დაახლოებით 2000 მ-ზე ცოტა მეტი უნდა ყოფილიყო (ლავის ნაკადის სისქე 360 მ).[2] ლავის ნაკადმა უღელტეხილის სიმაღლე მნიშვნელოვნად გაზარდა. შემდეგში, ჯვრის უღელტეხილის თანამედროვე სახის გამომუშავებაში, მყინვარებმა უდავოდ დიდი როლი ითამაშეს.[3]

„ჯვრის უღელტეხილი“ წყაროებში ცნობილია აგრეთვე ჯვართაყელისა და გუდაურის უღელტეხილის სახელით.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 563.
  2. Ренгартен В. П., Геологический очерк района Военно-Грузинской дороги, Труды Всесоюзн. Геол. Развед. объединения В.С.Н.Х. СССР, вып.148, Геологиздат Всесоюзн. Геол.-развед. Объединения, М.-Л., 1932. ст. 49
  3. Гросгейм В. А., О смещении главного водораздела Большого Кавказа, Изв. ВГО, т.82, вып.3, 1950.