ჯებელ-შამარის საამირო
ჯებელ-შამარების საამირო, ასევე ალ რაშიდების საამირო არაბ. دولة آل رشيد — სახელმწიფო რომელიც არსებობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე დაახლოებით დღევანდელი ნეჯდის რეგიონში. საამირო არსებობდა 1836 - 1921 წლებში.[1] ჯებელ-შამარი (არაბ. جبل شمر) ითარგმნება როგორც შამარების მთიანეთი. მისი დედაქალაქი იყო ჰაილი.[1] საამიროს მართავდა ალ რაშიდების დინასტია. მისი ტერიტორიები დღეს შედის საუდის არაბეთის, ერაყის და იორდანიის საზღვრებში.
ჯებელ-შამარის საამირო არაბ. دولة آل رشيد | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | ჰაილი | ||||||
ენა | არაბული, ოსმალური, სპარსული | ||||||
რელიგია | ისლამი | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დინასტია | ალ რაშიდები | ||||||
ისტორია | |||||||
- ბინ რაშიდის მოსვლა ხელისუფლებაში | 1836 | ||||||
- საუდების მიერ დაპყრობა | 1921 | ||||||
ისტორია
რედაქტირებასაამირო შეიქმნა 1836 წელს და არსებობის მანძილზე იმართებოდა ალ რაშიდების მიერ. რაშიდებმა შეძლეს 1891 წელს მულაიდის ბრძოლაში გამარჯვებით საუდების ერ-რიადიდან გაყრა. რითიც გაუქმდა ნეჯდის საამირო და მისი ტერიტორიებიც ჯებელ-შამარების საამიროს შეუერთდა.
საუდების ქუვეითში გადახვეწის შემდეგ რაშიდებმა დაამყარეს კავშირი ოსმალეთის იმპერიასთან, მაგრამ ეს წაგებიანი კავშირი გამოდგა. ოსმალები რეგიონში გავლენას თანდათან კარგავდნენ.
1902 წელს იბნ საუდმა შეძლო ერ-რიადის განთავისუფლებას და დაიწყო სამხედრო კამპანია რეგიონის დასაბრუნებლად. ოთხ წლიანი საუდი-რაშიდების ომის შედეგად რაშიდები დამარცხდნენ ხოლო მათი ემირი აბდულ-აზიზ იბნ მიტაბი დაიღუპა.
პირველ მსოფლიო ომში საუდებს ბრიტანეთის იმპერიის მხარე ეჭირათ, ხოლო რაშიდებთ ოსმალების. შედეგად I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯებელ-შამარების საამირო კიდევ უფრო დასუსტებული იყო, ხოლო საუდები გაძლიერებული.
საამიროს ბოლო მოუღო საუდების 1921 წლის სამხედრო კამპანიამ. საამირო საუდებს 1921 წლის 2 ნოემბერს დანებდა და შეუერთდა ნეჯდის სასულთნოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Charles Montagu Doughty (1888): Travels in Arabia Deserta. (Reprinted many times)
- Gertrude Bell (1907): The Desert and the Sown (republished 1987)
- David George Hogarth (1905): The Penetration of Arabia: a Record of Western Knowledge Concerning the Arabian Peninsula.