ჰაილი
ჰაილი (არაბ. حائل Ḥā'il), ასევე ჰაიელი ანჰაიილი — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ საუდის არაბეთში. ის არის ჰაილის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 356,876 ადამიანს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰაილი حائل | |||
ჰაილი. | |||
| |||
ქვეყანა | საუდის არაბეთი | ||
რეგიონი | ჰაილის პროვინცია | ||
კოორდინატები | 27°31′00″ ჩ. გ. 41°41′00″ ა. გ. / 27.51667° ჩ. გ. 41.68333° ა. გ. | ||
მონარქია | მეფე აბდულა | ||
ცენტრის სიმაღლე | 992 მ | ||
მოსახლეობა | 310,897 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | (+966) 6 | ||
ოფიციალური საიტი | [hail.gov.sa hail.gov.sa] | ||
ჰაილი წარმოადგენს აგროკულტურულ რეგიონს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარცვლოვანი კულტურების, ფინიკის პალმის და ხილის წარმოება. სამეფოს ხორბლეულის წარმოების უმეტესობა მოდის ჰაილის პროვინციაზე. ისტორიულად ჰაილის ეკონომიკა დამყარებული იყო საქარავნო გზაზე.
ჰალილში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ისლამამდელი არაბი პოეტი ჰათიმ ალ-ტაი. ის ასევე წარმოადგენს ალ რაშიდების დინასტიის მშობლიურ ქალაქს, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე ბატონობისთვის საუდების მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Madawi Al Rasheed: Politics in an Arabian oasis. The Ibn Rashid Tribal Dynasty. I.B. Tauris & Co Ltd, London -New York 1991 (based on a Ph.D. thesis presented to Cambridge University, 1988). ISBN 1-85043-320-8
- Lonely Planet: The Middle East, 3rd edition 2000. ISBN 0-86442-701-8
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- University of Ha'il official website დაარქივებული 2012-06-05 საიტზე Wayback Machine.
- Ha'il city official website დაარქივებული 2011-12-02 საიტზე Wayback Machine.
- Online News Eye of Ha'il city official website დაარქივებული 2010-12-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hail - Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: 2014-06-17.