ჰათიმ ალ-ტაი
ჰათიმ ალ-ტაი ან ჰათემ ტაი (გ. დაახლოებით 578) — ისლამამდელი არაბი პოეტი ტაის ტომისა. სახელი გაითქვა გულუხვობითა და ხელგაშლილობით, რაც მისი ლექსების მთავარი თემაც არის. მასზე შეიქმნა უამრავი ლეგენდა, რომლებიც შესულია როგორც არაბთა, ისე სხვა მუსლიმანური ხალხთა ზღაპრებისა და არაკების კრებულებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 588.