ჯაღირა

სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ჯაღირასოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ობუჯის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ობუჯი, სამესხიო, ჯაღირა).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 210 მეტრზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

სოფელი
ჯაღირა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ობუჯი
კოორდინატები 42°32′17″ ჩ. გ. 42°03′38″ ა. გ. / 42.53806° ჩ. გ. 42.06056° ა. გ. / 42.53806; 42.06056
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 237[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯაღირა — საქართველო
ჯაღირა
ჯაღირა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჯაღირა

წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის შუა წლებში. მაღალ გორაკზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის (კოშკისა და გალავნის) ნანგრევები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 357 176 181
2014[1]   237 120 117

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II