ობუჯი

სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ობუჯისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სამესხიო, ჯაღირა).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭანისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 160 მეტრზე. წალენჯიხიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. ჯვრიდან 17 კმ-ით.

სოფელი
ობუჯი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თემი ობუჯი
კოორდინატები 42°32′54″ ჩ. გ. 42°02′32″ ა. გ. / 42.54833° ჩ. გ. 42.04222° ა. გ. / 42.54833; 42.04222
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 706[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ობუჯი — საქართველო
ობუჯი
ობუჯი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ობუჯი

XX საუკუნის დასაწყისში ობუჯში ინახებოდა XIII-XIV საუკუნეების ხატი.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 706 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1049 520 529
2014[1]   706 358 348

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლის სამხრეთ–დასავლეთ მთაზე XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი – ობუჯის მონასტრის ნანგრევები. სოფელში შემორჩენილია ჯაღირის ციხე.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა ქართველი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. სოფელ ობუჯში არის ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 238-240.