ჯანთუგანი
ჯანთუგანი (რუს. Джантуган) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და რუსეთის — ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ადილსუს ზემოთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მწვერვალებს ბაშყარასა და გუმაჩს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 4012 მ.[1] კალთებიდან ეშვება მყინვარი ბაშყარა და ჯანყუათი. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. პირამიდისებურია. მწვერვალთან ახლოს მდებარეობს ჯანთუგანის უღელტეხილი. ჯანთუგანის სამხრეთით აღმართულია ამავე სახელწოდების პლატო.[2] ყარაჩაი-ბალყარული ენიდან მწვერვალის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „გვერდზე მდგომი მწვერვალი“. აღსანიშნავია, რომ ყარაჩაი-ბალყარულში არსებობს საკუთარი სახელი ჯანთუგანი.[3]
ჯანთუგანი | |
---|---|
მწვერვალი ჯანთუგანი | |
კოორდინატები: 43°11′09″ ჩ. გ. 42°44′52″ ა. გ. / 43.18583° ჩ. გ. 42.74778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | საქართველო/სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე/მესტიის მუნიციპალიტეტი რუსეთი/ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4012 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Приэльбрусье - Джантуган вершина - База Caucatalog.ru
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 539.
- ↑ Суперанская, Александра Васильевна. Справочник личных имен народов РСФСР. — Москва: Рус. яз., 1979.