ადილსუ (რუს. Адылсу; ყარაჩ.-ბალყ. Адыл суу) — მდინარე რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდინარე ბაქსანის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 98,7 კმ².[1] სათავე აქვს ცენტრალურ კავკასიონზე, ჯანთუგანის მყინვარზე. მიედინება ჩრდილო-დასავლეთისაკენ.[2]

ადილსუ
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე ცენტრალური კავკასიონი
43°12′12″ ჩ. გ. 42°44′46″ ა. გ. / 43.20333° ჩ. გ. 42.74611° ა. გ. / 43.20333; 42.74611
შესართავი ბაქსანი
43°14′53″ ჩ. გ. 42°38′21″ ა. გ. / 43.24806° ჩ. გ. 42.63917° ა. გ. / 43.24806; 42.63917
სიგრძე 12 კმ
აუზის ფართობი 98,7 კმ²
ადილსუ — რუსეთი
ადილსუ
ადილსუ
— სათავე, — შესართავი

მთავარი შენაკადია მდინარე შხელდა. შესართავშია ალპური ბანაკი ადილსუ, ხოლო ხეობებში შხელდა, ელბრუსი და ჯან-თუგანი, აქვეა მთებში დაღუპულთა მემორიალი.[2]

  1. Адыл-Су : Государственный водный реестр
  2. 2.0 2.1 Лист карты K-38-26 Местиа. Масштаб: 1 : 100 000. Издание 1989 г.