ბაშყარა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
ბაშყარა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ნივალურ ზონაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4162 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ბაშყარიდან ადილსუს ხეობაში (ბაქსანის აუზი) ეშვება ამავე სახელწოდების მყინვარი, ხოლო სამხრეთით მესტიაჭალის ხეობაში (ენგურის აუზი) — ლეხზირის მყინვარი.
ბაშყარა | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′35″ ჩ. გ. 42°44′21″ ა. გ. / 43.17639° ჩ. გ. 42.73917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4162 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 380.