გუმაჩი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
გუმაჩი,[1] გუმაჩიბაში (რუს. Гумачи) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და რუსეთის — ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3805 მ.[2] მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ადილსუს ზემოთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მწვერვალებს ჩეგეთაუ-ჩანასა და ჯანთუგანს შორის. მწვერვალიდან ჩრდილოეთით იწყება ადილსუს ქედი, რომელიც ყოფს მდინარეების ადილსუსა და ადირსუს ხეობებს და რომელზედაც აღმართულია გუმაჩის უღელტეხილი. კალთებიდან ეშვება მყინვარი გუმაჩი და ჯანყუათი.[3] ყარაჩაი-ბალყარული ენიდან მწვერვალის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ტილოთი ჩამოკიდებული მწვერვალი“.[4]
გუმაჩი | |
---|---|
მწვერვალი გუმაჩი და არისტოვის კლდეები (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 43°11′20″ ჩ. გ. 42°46′33″ ა. გ. / 43.18889° ჩ. გ. 42.77583° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | საქართველო/სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე/მესტიის მუნიციპალიტეტი რუსეთი/ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3805 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გუმაჩი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ Топонимический словарь Кавказа
- ↑ Владимир Бестугин, Алексей Жданов. Здорово наступит никогда. — Нальчик: Litres, 2018.
- ↑ Коллектив авторов. Побежденные вершины (сборник советского альпинизма). — Москва: Князь, 1972.