ჯანდაცვა იორდანიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა იორდანიაში— 2013 წელს იორდანიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელი იყო. ქვეყნის მოსახლეობის 99% -ს აქვს სუფთა წყალი და სანიტარული მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესუსრსებით იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. 2000-2004 წლებში 100 000 მცხოვრებზე 203 ექიმი მოდიოდა[1].

მეფე აბდულას სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფო

2003 წლის შეფასებით, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის / შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი (აივ / შიდსი) გავრცელების მაჩვენებელი 0,1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა.

გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშის თანახმად, იორდანია 2001 წლიდან განიხილება  მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად; 1990-იან წლებში ტუბერკულოზის შემთხვევები  განახევრდა, მაგრამ დაავადება კვლავ პრობლემად რჩება და ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებები გაუმჯობესებას საჭიროებს. 2006 წლის მარტში იორდანიაში მოხდა ფრინველის გრიპის ხანმოკლე აფეთქება. არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა კიბო, ასევე ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა. იორდანიაში ბავშვთა იმუნიზაციის მაჩვენებლები ბოლო 15 წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა; 2002 წლისთვის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 95 პროცენტზე მეტი იმუნიზებული და აცრილი იყო.[2][3][4]

ჯანდაცვის სისტემა

რედაქტირება

იორდანიაში კარგად არის განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, თუმცა სამედიცინო მომსახურების სერვისები კლავ ამანშია კონცენტრირებული. მთავრობის მონაცემების თანახმად, ჯანმრთელობის ჯამური დანახარჯები 2002 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 7.5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების შეფასებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და მშპ – ს 9.3 პროცენტია. მსოფლიო ბანკმა  იორდანია ნომერ პირველ ქვეყნად დაასახელა სამედიცინო ტურიზმის დარგში. ის აგრეთვე წამყვანი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს  სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და შედის მსოფლიო ქვეყნების ხუთეულში. [5]

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა განაწილებულია სახელმწიფო და კერძო დაწესებულებს შორის. სახელმწიფო სექოტი-ჯანდაცვის სამინისტროში მართავს 1,245 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს და 27 საავადმყოფოს, რაც ქვეყნის მთლიანი საავადმყოფოების 37 პროცენტს შეადგენს;შეიარაღებული ძალების  სამეფო სამედიცინო სამსახური მართავს 11 საავადმყოფოს, რაც უზრუნველყოფს საწოლების 24% -ს; იორდანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მოდის საწოლების მთლიანი რაოდენობის 3 პროცენტი. კერძო სექტორი უზრუნველყოფს საწოლების 36 პროცენტს 56 საავადმყოფოში.

სამედიცინო ელექტრონული ბარათები

რედაქტირება

2009 წელს იორდანიის მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ხარისხისა და ხარჯების საკითხების მოგვარების მიზნით, განეხორციელებინა ინვესტიციები ელექტრონული ჯანდაცვის ეფექტურ ეროვნულ ინფრასტრუქტურაში. ხანგრძლივი კონსულტაციებისა და კვლევის პერიოდის შემდეგ, იორდანიამ მიიღო VistA EHR, აშშ ვეტერანთა ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სამედიცინო ელექტრონული ბარათების სისტემა, რადგან ეს იყო დადასტურებული კორპორატიული სისტემა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოიცავდა  ასობით საავადმყოფოსა და მილიონობით პაციენტს. VistA იორდანიაში | NHS VistA– ს კამპანიის ფარგლებში 2010 წელს ქვეყნის სამმა უდიდესმა საავადმყოფომ დანერგა VistA EHR სისტემა. VistA EHR– ის განხორციელება შეფასდა 75% –ით ნაკლები ღირებულებით, ვიდრე საკუთრების პროდუქტები, უდიდესი დანაზოგი დაკავშირებული იყო კონფიგურაციის, პერსონალიზაციის, განხორციელებისა და მხარდაჭერის შემცირებულ ხარჯებთან.  დასრულებისთანავე, იორდანია გახდება მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა, ერთიანი ყოვლისმომცველი ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელით, რომელიც ქვეყნის მთელ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს 850 – ზე მეტი საავადმყოფოსა და კლინიკის ელექტრონული ქსელის მეშვეობით.[6]

2007 წელს იორდანიელების დაახლოებით 70% -ს ჰქონდა ჯანმრთელობის დაზღვევა. იორდანიის მთავრობის მიზანი იყო 2011 წელს 100%  ყოფილიყო. ამასთან, 2017 წელს, იორდანიის ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ცნობით, ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობა  კვლავ 70%-ს შეადგენდა.

მეფე ჰუსეინის სახელობის ონკოლოგიური ცენტრი არის ერთადერთი სპეციალიზებული კიბოს სამკურნალო დაწესებულება შუა აღმოსავლეთში. იგი მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო ობიექტია, რომელიც იზიდავს პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებიდან. [7]

სამედიცინო ტურიზმი

რედაქტირება
 
იორდანია-მკვდარი ზღვა

სამედიცინო ტურიზმი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში მზარდი ბიზნესინდუსტრიაა.

2008 წელს  ქვეყანას სამედიცინო მომსახურების მისაღებად 250 000 პაციენტმა მიმათა. მათ შორის იყო: დაახლოებით 45,000 ერაყელი, 25,000 პალესტინელი, 25,000 სუდანელი, აშშ 1,800 მოქალაქე, გაერთიანებული სამეფოს 1,200 მოქალაქე, 400 კანადელი. აგრეთვე სირიელები, GCC– ს (სპარსეთის ყურის ქვეყნები) მოქალაქეები. 2008 წელს იორდანიის შემოსავალმა სამედიცინო ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მკურნალობის ხარჯები იორდანიაში შეიძლება  აშშ – ს ხარჯების 25 პროცენტს შედგენდეს.

მსოფლიო ბანკმა შეაფასა იორდანია, როგორც სამედიცინო ტურიზმის საუკეთესო დანიშნულების ადგილი შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მას მოყვებიან: დუბაი, აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და ისრაელი.[8]

  1. "Jordan | Data". data.worldbank.org.
  2. "WHO | Jordan". WHO.
  3. Human development index. undp.org
  4. Jordan country profile. Library of Congress Federal Research Division (September 2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  5. Jordan tops region as medical tourism hub, Jordan Times, Sep 7, 2008
  6. "Medical Council: Insurance includes 70% of the citizens". Khaberni News.(არაბ.) Retrieved 10 November 2017.
  7. "Cancer Treatment | King Hussein Cancer Center & Foundation | Jordan cancer care".(არაბ.) Khcc.jo. 2009-07-22. Retrieved 2012-05-14.
  8. Medical Tourism Magazine Oct 2, 2009 (2009-10-02). "Jordan ~ Rising Medical Hub of the Middle East". Medicaltourismmag.com. Archived from the original on 2012-05-02. Retrieved 2012-05-14.