ჯალი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (მოქვის თემი), მდინარეების მოქვისა და ღალიძგის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 160 მ, ოჩამჩირიდან 32 კმ, აკვასკიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 10 კმ.[1] სახელწოდება ქართულია. მეგრულად „ტყეს, კორომს“ ნიშნავს. იგივეა, რაც ჯალონი (მეგრ. ჯა // ჯალ – ხე, ონი – სიმრავლის აღმნიშვნელი სუფიქსი).[2] 1923-1924 წლებში კოდორის მაზრაში შეიქმნა ჯალის სასოფლო საბჭო.[3] იგი არსებობდა 1954 წლამდე, როცა ჯალის სოფსაბჭო მოქვის სასოფლო საბჭოს შეუერთეს.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]

სოფელი
ჯალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი მოქვი
კოორდინატები 42°48′47″ ჩ. გ. 41°31′27″ ა. გ. / 42.81306° ჩ. გ. 41.52417° ა. გ. / 42.81306; 41.52417
ცენტრის სიმაღლე 160
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯალი — საქართველო
ჯალი
ჯალი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჯალი
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 533.
  2. 2.0 2.1 ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 124.
  3. ბ. ხორავა,  ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 26, ISBN 978-9941-26-675-1.
  4. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯალი&oldid=4536706“-დან