ხოხბისმკერდა (ლათ. Tricholoma aurantium) — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ავსტრალიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

ხოხბისმკერდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტეიქოლომა
სახეობა:  ხოხბისმკერდა
ლათინური სახელი
Tricholoma aurantium (Schaeff.) Ricken (1915)

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus aurantius. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ადალბერტ რიკენმა 1915 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus aurantius Schaeff. (1774)
  • Amanita aurantia Lam. (1783)
  • Amanita punctata var. aurantia Lam. (1783)
  • Armillaria aurantia (Schaeff.) P.Kumm. (1871)
  • Gyrophila aurantia (Schaeff.) Quél. (1886)
  • Mastoleucomyces aurantius (Schaeff.) O.Kuntze (1891)
  • Melanoleuca aurantia (Schaeff.) Murrill (1914)
  • Tricholoma aurantium var. olivascens Mitchel & A.H.Sm. (1978)
 

ქუდის დიამეტრი – 5-10 სმ, მოწითალო-ნარინჯისფერი, ბრტყლად ამოზნექილი, ახასიათებს განიერი ბორცვაკი. ზედაპირი დაფარულია მუქი, მეჩხერად განწყობილი ქერცლებით.[1]

ფირფიტები — ფეხთან შეზრდილი, მოთეთრო-კრემისფერი, ზოგჯერ მოწითალო-ყავისფერი ლაქებითაა დაფარული.

ფეხის სიგრძე – 5-8 სმ, სისქე 1-2 სმ, თანაბარი ან ძირში ოდნავ შევიწროვებული, ნარინჯისფერია ან დაფარულია თითქმის კონცენტრულად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით. თითქმის ფუყე.

რბილობი – თეთრია, ახასიათებს ფქვილის სუნი, ჰაერზე ფერს არ იცვლის.[2]

სპორები – კბერცხისებრია, უფერული, 4-6x3-4 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ავსტრალიას,[3] ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.

სოკო შეყვანილია პოლონეთის, დანიის, გერმანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ინგლისისა და ფინეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[4]

იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, განსაკუთრებით კირიან ნიადაგზე, როგორც წესი მცირე ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის წიწვოვან ხეებთან, განსაკუთრებით ნაძვთან და ფიჭვთან.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

წყაროთა ერთი ნაწილი მას პირობითად საჭმელ სოკოდ მოიხსენიებს, ხოლო მეორე ნაწილი სიმწარის გამო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. ქართულ წყაროებში ხოხბისმკერდა მოხსენიებულია როგორც საჭმელი სოკო.[1]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 98, ISBN 99940-856-1-1.
  2. Tricholoma aurantium (Schaeff.) Ricken. fungi.biodiversity-georgia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021.
  3. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-12-16.
  4. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.