ადალბერტ რიკენი
ადალბერტ რიკენი (გერმ. Adalbert Ricken; დ. 30 მარტი, 1851 — გ. 1 მარტი, 1921) — გერმანელი მღვდელი და მიკოლოგი. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Ricken.
ადალბერტ რიკენი | |
---|---|
გერმ. Adalbert Ricken | |
დაბ. თარიღი | 18 მარტი, 1851[1] |
დაბ. ადგილი | ფულდა[1] |
გარდ. თარიღი | 1 მარტი, 1921[1] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ფულდა[2] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, კათოლიკე მღვდელი, მიკოლოგი და ბუნებისმეტყველი |
დაიაბადა 1851 წლის 30 მარტს ქალაქ ფულდაში. სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ გახდა მღვდელი (1873). გარკვეული ხნის შემდეგ მას ვიურცბურგის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
რიკენი იყო გერმანიის სოკოების ილუსტრირებული მონოგრაფიის, „Die Blätterpilze“-ის ავტორი, რომელიც 1910-1915 წლებში 15 ნაწილად გამოიცა ლაიფციგში.
რიკენის ჰერბარიუმის (გამშრალ მცენარეთა კოლექცია) ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. აკვარელით შესრულებული სოკოების ნახატები და მიკროპრეპარატები, რომლებიც ინახებოდა ბერლინის ბოტანიკურ მუზეუმში, მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
ადალბერტ რიკენი გარდაიცვალა 1921 წლის 1 მარტს, ქალაქ ფრიცლარში, 69 წლის ასაკში.
ნაშრომები
რედაქტირება- Ricken, A. (1910—1915). Die Blätterpilze Deutschlands. — Leipzig. — 15 fasc.
- Ricken, A. (1918). Vademecum für Pilzfreunde. Leipzig. — 334 p.
ლიტერატურა
რედაქტირება- Stafleu F. A., Cowan R. S. Taxonomic Literature : [en.] — Ed. 2. — Utrecht, Antwerpen, The Hague, Boston, 1983. — Vol. IV: P—Sak. — P. 781—782. — 1214 p. — ISBN 90-313-0549-9. — doi:10.5962/bhl.title.48631.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ადალბერტ რიკენი“ ვიკისაწყობში.
- ადალნერტ რიკენი — IPNI
- ადალბერტ რიკენი — BioLib
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #140491341 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Wissenschaftliche Tagung des VNO