ხორვატიის ადმინისტრაციული დაყოფა
თანამედროვე ხორვატია პირველ დონეზე დაყოფილია 20 მხარედ (ჟუპანია – ხორ. Županija) დედაქალაქ ზაგრებად რომელსაც ერთდროულად აქვს როგორც ქალაქის, ისე ოლქის სტატუსი. მეორე დონეზე ოლქები დაყოფილია 127 ქალაქად (grad) და 429 მუნიციპალიტეტად (općine),[1] თითოეული ეს ქვეგანაყოფი მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს (naselja).
ისტორია
რედაქტირებაპირველად, ხორვატია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიყო საგრაფოებად.[2] დროთა განმავლობაში, ოსმალთა მიერ ტერიტორიების დაპყრობისა და შემდეგ მათი გათავისუფლების კვალდაკვალ, დაყოფა იცვლებოდა. იცვლებოდა დალმაციის, დუბროვნიკისა და ისტრიის პოლიტიკური სტატუსი. 1920-იან წლებში, გაუქმდა ქვეყნის ტრადიცული, საგრაფოებად დაყოფა, როდესაც სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო და მისი შემდგომი იუგოსლავია ობლასტებად და ბანოვინებად დაიყო.[3]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხორვატიას, როგორც იუგოსლავიის ნაწილს, კომუნისტები მართავდნენ. მათ გააუქმეს არსებული ადმინისტრაციული დაყოფა და ხორვატია დაახლოებით ას მუნიციპალიტეტად დაყვეს. 1992 წლის კანონმდებლობით, შემუშავდა ოლქებად დაყოფა, რაც მნიშვნელოვნად წააგავდა 1920 წლამდე არსებული დაყოფის მოდელს; ქვეყანა 14 ოლქად დაიყო.[4][5]
ხორვატიის თანამედროვე ოლქები
რედაქტირებამხარე | გერბი | ცენტრი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა 2011 წლის აღწერით |
---|---|---|---|---|
ბელოვარ-ბილოგორა | ბელოვარი | 2,652 | 119,743 | |
ბროდ-პოსავინა | სლავონსკი-ბროდი | 2,043 | 158,559 | |
დუბროვნიკ-ნერეტვა | დუბროვნიკი | 1,783 | 122,783 | |
ისტრია | პაზინი | 2,820 | 208,440 | |
კარლოვაცი | კარლოვაცი | 3,622 | 128,749 | |
კოპრივნიცა-კრიჟევცი | კოპრივნიცა | 1,746 | 115,582 | |
კრაპინა-ზაგორჟე | კრაპინა | 1,224 | 133,064 | |
ლიკა-სენჟი | გოსპიჩი | 5,350 | 51,022 | |
მედიმურჟე | ჩაკოვეცი | 730 | 114,414 | |
ოსიეკ-ბარანია | ოსიეკი | 4,152 | 304,899 | |
პოჟეგა-სლავონია | პოჟეგა | 1,845 | 78,031 | |
პრიმორიე-გორსკი-კოტარი | რიეკა | 3,582 | 296,123 | |
შიბენიკ-კნინი | შიბენიკი | 2,939 | 109,320 | |
სისაკ-მოსლავინა | სისაკი | 4,463 | 172,977 | |
სპლიტ-დალმაცია | სპლიტი | 4,534 | 455,242 | |
ვარაჟდინი | ვარაჟდინი | 1,261 | 176,046 | |
ვიროვიტიცა-პოდრავინა | ვიროვიტიცა | 2,068 | 84,586 | |
ვუკოვრ-სრიემი | ვუკოვრი | 2,448 | 180,117 | |
ზადარი | ზადარი | 3,642 | 170,398 | |
ზაგრების ოლქი | ზაგრები | 3,078 | 317,642 | |
ზაგრები | ზაგრები | 641 | 792,875 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 28 July 2006. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
- ↑ Oleg Mandić (1952). „O nekim pitanjima društvenog uređenja Hrvatske u srednjem vijeku“ [On some issues of social system of Croatia in the Middle Ages] (PDF). Historijski zbornik (Croatian). Školska knjiga. 5 (1–2): 131–138. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 25 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2011.
- ↑ Frucht 2005, pp. 429–429
- ↑ Biondich 2000, p. 11
- ↑ „Zakon o područjima županija, gradova i općina u Republici Hrvatskoj“ [Territories of Counties, Cities and Municipalities of the Republic of Croatia Act]. Narodne novine (Croatian). 30 December 1992. ციტირების თარიღი: 9 September 2011.