ბელოვარი (ხორვატ. Bjelovar) — ქალაქი ცენტრალურ ხორვატიაში. ბელოვარ-ბილოგორას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 40,276 ადამიანს, რომლის 91.25% ხორვატი იყო.[1]

ქალაქი
ბელოვარი
Bjelovar
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ოლქი ბელოვარ-ბილოგორა
კოორდინატები 45°54′00″ ჩ. გ. 16°50′00″ ა. გ. / 45.90000° ჩ. გ. 16.83333° ა. გ. / 45.90000; 16.83333
დაარსდა 1756
ფართობი 191,9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135±1 მეტრი
მოსახლეობა 40,276 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 210 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 043
საფოსტო ინდექსი 43000
საავტომობილო კოდი BJ
ოფიციალური საიტი bjelovar.hr
ბელოვარი — ხორვატია
ბელოვარი

ბელოვარი წყაროებში პირველად 1413 წელს მოიხსენიება, თუმცა მნიშვნელობა მხოლოდ 1756 წელს შეიძინა, მას შემდეგ, რაც იმპერატრიცა მარია ტერეზიას ბრძანებით აქ ახალი სიმაგრე აშენდა. ქალაქის თავდაპირველ დანიშნულებას ცენტრალური ხორვატიის ოსმალების შემოსევებისაგან დაცვა წარმოადგენდა.

წმინდა ტერეზას ტაძარი, ხედი ქალაქის პარკიდან.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წმინდა ტერეზას ბაროკოს სტილის ტაძარი წარმოადგენს, რომელიც 1772 წელსაა აგებული. 2009 წლის დეკემბერში ტაძარს ეპარქიული კათედრალის სტატუსი მიენიჭა.[2][3][4]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ცნობილი ბელოვარელები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება