კოპრივნიცა (ხორვ. Koprivnica) — ქალაქი ჩრდილოეთ ხორვატიაში, კოპრივნიცა-კრიჟევცის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, კოპრივნიცა არის (ქალაქური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით) სიდიდით მე-17 ქალაქი ხორვატიაში.[1]

ქალაქი
კოპრივნიცა
Koprivnica
დროშა

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ოლქი კოპრივნიცა-კრიჟევცი
კოორდინატები 46°09′46″ ჩ. გ. 16°49′42″ ა. გ. / 46.16278° ჩ. გ. 16.82833° ა. გ. / 46.16278; 16.82833
პირველი ხსენება 1272
ფართობი 91,94 კმ²
ცენტრის სიმაღლე 149 მეტრი
მოსახლეობა 30 854 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 340 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 048
საფოსტო ინდექსი 480000
საავტომობილო კოდი KC
ოფიციალური საიტი koprivnica.hr
კოპრივნიცა — ხორვატია
კოპრივნიცა

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ ზაგრებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 75 კმ-ის დაშორებით, უნგრეთის საზღვრიდან 10 კმ-ში. კოპრივნიცა მსხვილი სატრანსპორტო ცენტრია, აქ იკვეთება ზაგრები-ბუდაპეშტისა და ვარაჟდინ-ოსიეკის რკინიგზები. გადის მნიშვნელოვანი მაგისტრალებიც.

 
წმ. ნიკოლოზის ეკლესია

ქალაქი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრიცაა. აქ მდებარეობს ქიმიური, ხის გადამამუშავებელი და ლუდის საწარმოები, ასევე ხორვატიის მნიშვნელოვანი კომპანია პოდრავკა.

ისტორია და ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქის ადგილას დასახლებული პუნქტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1272 წელს მოიხსენიება, 1356 წელს კი კოპრივნიცას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

რეგიონის ბევრი სხვა ქალაქის მსგავსად, XVI საუკუნის ბოლოს კოპრივნიცაშიც აშენდა ციხე-სიმაგრე თურქების ლაშქრობებისაგან თავდასაცავად. XVII საუკუნეში ქალაქი სწრაფად განვითარდა ჰაბსბურგების მმართველობისას.

1685 წელს დასრულდა წმ. ანტონ პადუელის სახელობის ფრანცისკანელთა მონასტრის მშენებლობა; იმავე XVII საუკუნეში აიგო წმ. ნიკოლოზის ბაროკოს სტილის ეკლესია. ქალაქის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს 1793 წელს დასრულებული სულიწმინდის ეკლესია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).