კრაპინა
კრაპინა (ხორ. Krapina) — ქალაქი ჩრდილოეთ ხორვატიაში, კრაპინა-ზაგორჟეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. კრაპინა დაახლ. 55 კმ-ითაა დაშორებული ზაგრებიდან და ვარაჟდინიდან. ქალაქი ცნობილია 1193 წლიდან. იგი ყოველთვის წარმოადგენდა საყვარელ ადგილს ციხე-დარბაზების ასაგებად ხორვატი და უნგრელი მმართველებისათვის. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქალაქი წარმოადგენდა ხორვატიისა და სლავონიის სამეფოს ვარაჟდინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კრაპინა Krapina | |||
| |||
ქვეყანა | ხორვატია | ||
ოლქი | კრაპინა-ზაგორჟე | ||
კოორდინატები | 46°09′32″ ჩ. გ. 15°52′28″ ა. გ. / 46.15889° ჩ. გ. 15.87444° ა. გ. | ||
ფართობი | 47,53 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 203±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 12 480 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 049 | ||
საფოსტო ინდექსი | 49 000 | ||
საავტომობილო კოდი | KR | ||
ოფიციალური საიტი | krapina.hr | ||