პაზინი
პაზინი (ხორვატ. Pazin; გერმ. Mitterburg; იტალ. Pisino) — ქალაქი ხორვატიაში, ისტრიის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 8 638 ადამიანს, აქედან 4 386 ცხოვრობდა ურბანულ დასახლებაში.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პაზინი Pazin | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ოლქი | ისტრია (ოლქი) | ||||
კოორდინატები | 45°14′25″ ჩ. გ. 13°56′12″ ა. გ. / 45.24028° ჩ. გ. 13.93667° ა. გ. | ||||
ფართობი | 134,87 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 277 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 8 638 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 052 | ||||
საფოსტო ინდექსი | 52 000 | ||||
საავტომობილო კოდი | PU | ||||
ოფიციალური საიტი | pazin.hr | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი წყაროებში პირველად მოიხსენიება 983 წელს. X საუკუნეში აქ აშენდა ძლიერი ციხე, რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო და უზრუნველყოფდა ცენტრალური ისტრიის კონტროლს. ციხე მოგვიანებით მრავალჯერ გადაკეთდა. ქალაქი ძირითადად სწორედ ციხის ირგვლივ გაშენდა. 1374 წლიდან ჰაბსბურგების მმართველობაში მოექცა. 1918 წელს პაზინი იტალიის შემადგენლობაში მოექცა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი იუგოსლავიას გადაეცა, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის შემადგენლობაშია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ციხე-სიმაგრე — აგებულია X საუკუნეში. საფუძვლიანად აღადგინეს XV-XVI სს-ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მუზეუმად გადააკეთეს.
- წმინდა ნიკოლოზის გოტიკური ეკლესია — აიგო 1443 წელს.
- ფრანცისკანელთა ეკლესია — აგებულია XV საუკუნეში. ამჟამად შუა საუკუნეების ფერწერული ტილოებისა და სკულპტურათა მუზეუმია.
- პაზინის მღვიმე — მდებარეობს ქალაქში. იგი 1896 წელს გაიხსნა და კარსტული მღვიმის შესანიშნავი მაგალითია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Pazin
- Pazin portal
- Pazin tourist board დაარქივებული 2011-02-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-14. ციტირების თარიღი: 2014-12-13.