გოსპიჩი
გოსპიჩი (ხორვ. Gospić) — ქალაქი ცენტრალურ-დასავლეთ ხორვატიაში, ლიკა-სენჟის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გოსპიჩი Gospić | |||
| |||
ქვეყანა | ხორვატია | ||
ოლქი | ლიკა-სენჟი | ||
კოორდინატები | 44°32′49″ ჩ. გ. 15°22′28″ ა. გ. / 44.54694° ჩ. გ. 15.37444° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | 1263 | ||
ფართობი | 967.4 კვადრატული კილომეტრი, 21.4 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 656±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 5 795 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 053 | ||
საფოსტო ინდექსი | 53 000 | ||
საავტომობილო კოდი | GS | ||
ოფიციალური საიტი | gospic.hr | ||
ისტორია
რედაქტირებაპირველი დასახლება გოსპიჩის ადგილას 1263 წელს დაარსდა და კასეგი ერქვა. თანამედროვე სახელით ქალაქი 1605 წლიდან მოიხსენიება. XVII საუკუნეში დაიკავეს თურქებმა, იმავე საუკუნის ბოლოს ავსტრიელებმა. დასახლება თურქების შემოტევისაგან თავდასაცავი გამაგრებული ხაზის ნაწილი გახდა, რომელიც ჰაბსბურგებმა შექმნეს.
გოსპიჩში, ლიკა-სენჟის რეგიონის მსგავსად, შერეული, ხორვატულ-სერბული მოსახლეობა ცხოვრობდა. 1991 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 63%-ს ხორვატები, 32%-ს კი სერბები შეადგენდნენ. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ქალაქი ხორვატებსა და სერბებს შორის დაპირისპირების ობიექტად იქცა, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა.