ზადარის ოლქი

(გადამისამართდა გვერდიდან ზადარი (ოლქი))

ზადარის ჟუპანია (ხორვ. Zadarska županija) — ჟუპანია ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ზადარი.

ჟუპანია
ზადარის ჟუპანია
Zadarska županija
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადმ. ცენტრი ზადარი
კოორდინატები 44°11′38″ ჩ. გ. 15°11′54″ ა. გ. / 44.19389° ჩ. გ. 15.19833° ა. გ. / 44.19389; 15.19833
ფართობი 3 646 კმ²
მოსახლეობა 170 017 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
სატელეფონო კოდი 23
საავტომობილო კოდი ZD
ოფიციალური საიტი zadarska-zupanija.hr
ზადარის ოლქი — ხორვატია
ზადარის ოლქი

მოსახლეობა

რედაქტირება

2011 წლის აღწერის მიხედვით, ჟუპანიაში ცხოვრობს 170 017 ადამიანი (ხორვატიის მთელი მოსახლეობის დაახლ. 4%),[1] რომლის 92,57%-ს ხორვატები შეადგენენ, ასევე ცხოვრობენ სერბები, ბოსნიელები და იტალიელები.

გეოგრაფია

რედაქტირება

ოლქის უდიდესი ქალაქებია: ზადარი, ბენკოვაცი, ბიბინჟე, ბიოგრად-ნა-მორუ, ნინი, ობროვაცი და პაგი.

ზადარის ჟუპანია მოიცავს მრავალ კუნძულს, მათგან შედარებით მოზრდილებია: დუგი ოტოკი, უგლიანი და პაშმანი, ოლქის შემადგენლობაშია კუნძულ პაგის უმეტესი ნაწილი.

ოლქის ფართობია 7 854 კმ2, საიდანაც 3 646 კმ2 ხმელეთია, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 6,4 %-ს შეადგენს; საზღვაო ტერიტორია 3 632 კმ2-ია (ქვეყნის მთლიანი ტერიტორიული წყლების დაახლოებით 12 %), სანაპირო ზოლის სიგრძე კი (კუნძულების ჩათვლით) 1 300 კმ-ს შეადგენს.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Census of Population, Households and Dwellings 2011. მოსახლეობის აღწერა, კომლები და საცხოვრებელი ადგილები 2011. ხორვატიის სტატისტიკის ბიურო (2012 წლის დეკემბერი).
  2. International Student Guide (PDF). University of Zadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2014.
  3. Tourism. Zadar County. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 27 March 2014.