დუბროვნიკ-ნერეტვა

დუბროვნიკ-ნერეტვაჟუპანია ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში, ადრიატიკის ზღვის პირას. ესაზღვრება სპლიტ-დალმაციას, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ჩერნოგორიას. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დუბროვნიკი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ოლქში ცხოვრობს 122 783 ადამიანი.

ჟუპანია
დუბროვნიკ-ნერეტვას ჟუპანია
Dubrovačko-neretvanska županija
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ადმ. ცენტრი დუბროვნიკი
კოორდინატები 42°39′13″ ჩ. გ. 18°05′41″ ა. გ. / 42.65361° ჩ. გ. 18.09472° ა. გ. / 42.65361; 18.09472
ფართობი 1 783 კმ²
მოსახლეობა 122 783 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 69 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო
სატელეფონო კოდი 020
ოფიციალური საიტი https://www.dnz.hr/
დუბროვნიკ-ნერეტვა — ხორვატია
დუბროვნიკ-ნერეტვა

ჟუპანიის კლიმატი ყველაზე თბილია მთელს ხორვატიაში. ახასიათებს მშრალი, ცხელი ზაფხული და თბილი, წვიმიანი ზამთარი.

დუბროვნიკ-ნერეტვას ტერიტორია სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, სერბებს, ვენეციელებს, დუბროვნიკის რესპუბლიკას, საფრანგეთსა და ავსტრიას. 1918 წელს გახდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს (1929 წლიდან იუგოსლავია) ნაწილი, 1945 წლიდან შედიოდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება