ხლაკუნასებრნი
თევზების ოჯახი
ხლაკუნასებრნი | |||
---|---|---|---|
![]() | |||
სისტემატიკა | |||
ქვეკლასი | ახალფარფლიანები | ||
კლადა | Teleosteomorpha | ||
ინფრაკლასი | ძვლიანი თევზები | ||
მეგაკოჰორტა | Osteoglossocephalai | ||
ზეკოჰორტა | Clupeocephala | ||
კოჰორტა | Otomorpha | ||
ქვეკოჰორტა | Ostariophysi | ||
რიგი | კობრისნაირნი | ||
ზეოჯახი | Cobitoidea | ||
ოჯახი | ხლაკუნასებრნი | ||
ლათინური სახელი - ოჯახი | |||
Cobitidae | |||
Swainson, 1838 | |||
|
ხლაკუნასებრნი (ლათ. Cobitidae) — თევზების ოჯახი კობრისნაირთა რიგისა. აქვთ წაგრძელებული, წვრილი ქერცლით დაფარული ან შიშველი (ტიბეტური გოჭალა – ლათ. Nemachilus stoliczkai) სხეული. მათთვის დამახასიათებელია დამატებითი სუნთქვა (ნაწლავით). ხლაკუნასებრთა ოჯახი მოიცავს 30 გვარის 150-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტურ წყლებში. საქართველოს მტკნარ წყლებში ბინადრობს ორი გვარის (გოჭალა და გველანა) 4 სახეობა. ესენია:
- ანგორული გოჭალა (ლათ. Nemachilus angorae)
- მტკვრის გოჭალა (ლათ. Nemachilus brandti)
- ამიერკავკასიური გველანა (ლათ. Cobitis taenia)
- წინააზიური გველანა (ლათ. Cobitis aurata)
უმრავლესობა წყალსატევის ფსკერზე ცხოვრობს. მცირე ზომის გამო (სიგრძე 8-10 სმ, მასა 4-5 გ) სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 487.