ჩვეულებრივი ხლაკუნა

ჩვეულებრივი ხლაკუნა (ლათ. Misgurnus fossilis) — თევზი ხლაკუნასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია საფრანგეთიდან (მდ. ლუარა) ურალამდე. სიგრძეში 35 სმ-ს აღწევს, მასაში 140 გ-ს. ცოცხლობს 7 წლამდე. შეგუებულია წყალში ჟანგბადის დაბალ შემცველობას (იყენებს დამატებით ნაწლავისმიერ სუნთქვას). იტანს წყალსატევის ამოშრობას (იფლობა შლამში და ძილს ეძლევა). ატმოსფერული წნევის დაცემის დროს ხშირად ზედაპირზე ადის და ჰაერს ჩაისუნთქავს. ხშირად ჰყავთ აკვარიუმებში. დასავლეთ ევროპაში იშვიათი სახეობა ხდება.[1]

ჩვეულებრივი ხლაკუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  ხლაკუნასებრნი
გვარი:  ხლაკუნა
სახეობა:  ჩვეულებრივი ხლაკუნა
ლათინური სახელი
Misgurnus fossilis (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 40698
  1. Решетников Ю. С. Вьюны // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 190.