ხლაკუნა[1] (ლათ. Misgurnus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ხლაკუნასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე ძირითადად 15–18 სმ-ია; დაფარულია წვრილი და კარგად შესამჩნევი ქერცლით; შეფერილობით ყვითლიდან მურა-ყავისფრამდეა, წვრილი და მუქი ლაქებითა და ზოლებით. პირი გარშემორტყმულია 10–12 ულვაშით. ბინადრობენ ფსკერთან, იკვებებიან სხვადასხვა უხერხემლოებით, იშვიათად ფსკერის მცენარეულობით.[2]

ხლაკუნა

ჩვეულებრივი ხლაკუნა (Misgurnus fossilis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  ხლაკუნასებრნი
გვარი:  ხლაკუნა
ლათინური სახელი
Misgurnus (Lacepède, 1803)

ბევრ ქართულ წყაროში „ხლაკუნა“ გველანას (Cobitis) სინონიმია.[3][4][5]

გვარში 7 სახეობაა:[6]

  1. weatherfish — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Решетников Ю. С. Вьюны // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 190.
  3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (2019). ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2023
  4. მდ. აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. „აჭარისწყალი ჯორჯია“. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2023
  5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მიმდებარედ, მდ. რიკოთულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სკრინინგის განაცხადი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (2022). ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2023
  6. Kottelat, M. (2012). „Conspectus cobitidum: an inventory of the loaches of the world (Teleostei: Cypriniformes: Cobitoidei)“ (PDF). The Raffles Bulletin of Zoology (26): 1–199.