გველანა
გველანა (ლათ. Cobitis) — თევზების გვარი ხლაკუნასებრთა ოჯახისა. აქვთ 20 სმ-ის სიგრძის გვერდებიდან შებრტყელებული სხეული. თავი მცირე ზომისაა. პირი ქვემოთაა განლაგებული, გარშემო ულვაშებია შემორტყმული. საფრთხის გრძნობის შემთხვევაში თვალქვეშა ეკალს წამოწევენ და „მტერს“ ჩხვლეტენ.[1] ცნობილია 95-მდე სახეობა,[2] ზოგიერთი ქვესახეობა დამოუკიდებელ სახეობადაც განიხილება. ძირითადად გავრცელებული არიან ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის ტბებსა და მდინარეებში. იფლობიან რბილ გრუნტში (ან ქვიშაში) ანდა იმალებიან ქვების ქვეშ. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებითა და დეტრიტით. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი იგივე ამიერკავკასიური გველანა (C. taenia).[1] საქართველოში გვხვდება მხოლოდ ეს უკანასკნელი, აგრეთვე ადრე ამ გვარში შესული წინააზიური გველანა (C. aurata, დღ. Sabanejewia aurata).[3]
გველანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამიერკავკასიური გველანა (Cobitis taenia) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cobitis (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
დასავლეთ საქართველოში „გველანა“ ეწოდება Oxynoemacheilus-ის გვარის წარმომადგენელ გოჭალებს.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Решетников Ю. С. ЩИПОВКИ // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 188.
- ↑ Froese, Rainer; Pauly, Daniel, eds. Species of Cobitis. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 27 ივნისი, 2020.
- ↑ დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 487.
- ↑ ეპიტაშვილი, გ.; ჯაფოშვილი, ბ.; მუმლაძე, ლ.; ყულჯანიშვილი, თ.; კალოუსი, ლ. (2020). „საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები“. ველური ბუნება. 36 (11): 63. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)