ხიმში
ხიმში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხიდიკრის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ხიმში | |
ხიმშის ხიდიკრის ციხე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიდიკარი |
კოორდინატები | 42°31′49″ ჩ. გ. 43°11′25″ ა. გ. / 42.53028° ჩ. გ. 43.19028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
მოსახლეობა | 178[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 705 | ||
2002[3] | 219 | 102 | 117 |
2014[1] | 178 | 99 | 79 |
ისტორია
რედაქტირებასავარაუდოდ სოფლის ტერიტორია XI საუკუნეში იყო დასახლებული. აქაურ გოგირდოვან წყაროებს შუა საუკუნეებიდანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. შემონახულია XI საუკუნის წმინდა გიორგი (თეთრი გიორგის) დარბაზული ეკლესია, ინტერიერში ამავე ხანის მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერებია; მაღლობზე, კლდისუბანში გვიანდელი შუა საუკუნეების „წულუკიძის კოშკის“ ნანგრევებია.
მდინარე რიონის ხეობაში კლდეებს შორის შუა საუკუნეების ხიდიკრის ციხესიმაგრეა; იგი აღმოსავლეთის მხრიდან იცავდა რაჭის ერისთავთა რეზიდენცია ბარაკონს.
„კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ ხიმშს ზევით მოვიწროვდების რიონი, სამხრიდამ და ჩრდილოდამ კლდითა, მუნ ძეს ხიდი რიონზედ, ხიდის თავს კლდის ძირში არს ციხე და უწოდებენ ხიდიკარს“
| |
(ვახუშტი ბატონიშვილი)
|
ლიტერატურა
რედაქტირება- კობერიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 483.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 217.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.