ხიზარუხა
ხიზარუხა (ყოფილი ნეძონა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი), მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 235 მ, გულრიფშიდან 47 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 1948 წელს ეწოდა ნეძონა[1]. იგი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და „ნიგვზიანს“ ნიშნავს.[2]
სოფელი | |
---|---|
ხიზარუხა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლათა |
კოორდინატები | 43°01′38″ ჩ. გ. 41°25′05″ ა. გ. / 43.02722° ჩ. გ. 41.41806° ა. გ. |
ადრეული სახელები | ნეძონა |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 482.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 30, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 98.