ხიდმაღალა

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ხიდმაღალასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსა თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 3 მ., ლანჩხუთიდან 20 კმ., სუფსიდან 3 კმ. ხიდმაღალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხვნალექიანი ადგილია (2400 მმ წელიწადში).[2] სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12, მოქმედებს საბავშვო ბაღი. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო და ლიმონარიუმი.

სოფელი
ხიდმაღალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი სუფსა
კოორდინატები 42°02′06″ ჩ. გ. 41°46′41″ ა. გ. / 42.03500° ჩ. გ. 41.77806° ა. გ. / 42.03500; 41.77806
ცენტრის სიმაღლე 3
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 756[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, ქურთები 0,4 %, რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხიდმაღალა — საქართველო
ხიდმაღალა
ხიდმაღალა — გურიის მხარე
ხიდმაღალა

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1022
2014   756

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 123.