ხეივანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ხეივანი[1][2] (აფხ. Амзара[3] [ამზარა]; ყოფილი ერმოლოვკა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], ყოფილი პილენკოვო-5) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: კულტუბანი, შაფრანოვო, წალკოტი). ზღვის დონიდან 50 მ, გაგრიდან 30 კმ, განთიადიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებავ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში ერქვა ამზარა, რაც აფხაზურად „ფიჭვნარს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ერმოლოვკა, ხოლო 1948 წელს ქართული სახელი ხეივანი ეწოდა.[5] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ამზარა (Амзара) დაარქვეს.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 3 096 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 3 096 | -- | -- |
2011[6] | 1 303 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 455.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 135.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 225.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ Abkhazia - Ethnic composition, all communes: 2011 census