კულტუბანი

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში

კულტუბანი[1][2] (აფხ. Асабулеи[3] [ასაბულეი]; ყოფილი ზარია ვოსტოკა) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ხეივნის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, ფსოუსა და ლაფსთის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 100 მ, გაგრიდან 22 კმ, ლესელიძიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 5 კმ.

სოფელი
კულტუბანი
აფხ. Асабулеи
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ხეივანი
კოორდინატები 43°24′17″ ჩ. გ. 40°01′56″ ა. გ. / 43.40472° ჩ. გ. 40.03222° ა. გ. / 43.40472; 40.03222
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
მოსახლეობა 866 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კულტუბანი — საქართველო
კულტუბანი
კულტუბანი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კულტუბანი
კულტუბანი — გაგრის მუნიციპალიტეტი
კულტუბანი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნეში აქ იყო აფხაზური სოფელი ასაბულეი. სახელწოდების ფუძეა ქართველური (მეგრული) გვარსახელი ბულია, რომელსაც აწარმოებს დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი სა- პრეფიქსი. მისი თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო საბულიო, რაც ბულიების (ქართული გვარი) სამკვიდროს ნიშნავს. მას აწარმოებს აფხაზური ა- პრეფიქსი და აფხაზურ ყაიდაზე გაფორმდა როგორც ასაბულეი. 1935 წელს რუსული იდეოლოგიზებული სახელი Культучасток (Культурныйучасток) დაერქვა, ხოლო 1948 წელს _ კულტუბანი, რაც რუსული სახელის კალკირებული თარგმანია (შემოკლებული ფორმაა კულტუბანი, გაშლილად _ კულტურული უბანი). 1952 წელს გაგრის რაიონის ლესელიძის ს/საბჭოს გამოეყო სოფ. კულტუბანი და ამავე რაიონის განთიადის ს/საბჭოს მიეკუთვნა. მოგვიანებით, ის ხეივნის სასოფლო საბჭოს შეუერთეს. ერთხანს ერქვა ზარია ვოსტოკა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ასაბულეი (Асабулеи) დაარქვეს.

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 866 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 866 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 67.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება